kesha
მესამე საკითხში, რომ დავფიქრდი, მართალი ხარ. სანამ სტატუსი არ მქონდა, წარმოდგენაც არ მქონდა, შეფასების სისტემაზე. ეხლა ვხედავ, რომ ქულების განოლება მართლა პრობლემებს შექმნის. მერე მართლა წავა PM-ები, იმ ფოტოზე ქულები მიმიწერე, ეს ფოტო შემიფასე... ჯერ ეხლა ხდება ეგეთები და მერე რა იქნება წარმომიდგენია.
მე ასე მიმაჩნია, რომ ყველა თავის შეფასებაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი და ახსნაც უნდა შეეძლოს იმისი, რატომ წერს ამა თუ იმ ქულას. ქულები არაფერს ნიშნავსო, ყველა იძახის, მაგრამ ბოლოს მაინც ყველას ქულები სჭირდება, რომ TOP-ებში მოხვდნენ ან დ/ფ გახდნენ. მაინც იქამდე მივდივართ, რომ ქულები მნიშვნელოვანია. მესმის, ქართველები ვართ და არ გვინდა მეგობარს და ნაცნობს ვაწყენინოთ დაბალი ქულის გამო. მაგრამ ამითი, იმ ახლობელს და ნაცნობს მგლურ სამსახურს რომ ვუწევთ?!
მემგონი შეფასების გრაფა ცალკე და კომენტარის ცალკე, თავიდანვე იმიტომ გაკეთდა, რომ მათ, ვინც ეს მოიფიქრა, არ სურდათ დაეფიქსირებინათ თავიანთი თავი შემფასებლებში და ისე შეეფასებინათ. რატომ? ვის ემალებიან? დღეს-დღეობით ხომ გამჭვირვალეობისკენ ვისწრაფვით? გამოდით ბატონებო და ქალბატონებო ჩრდილიდან.
შეფასებისა და კომენტარის გრაფების მიბმა, გამოიწვევს:
1. ყველა იქნება იძულებული ნიღაბი ჩამოიხსნას და განმჭვირვალედ მისცეს ხმა.
2. 100%-ით დაკაყოფილდება ბევრი კლუბის წევრის ინტერესები, ბოლოს და ბოლოს იცოდნენ ვინ აძლევს ხმას და ვინ არიგებს ასე უპრაკონოდ ნულებს.
3. გაადვილდება საიტის ნავიგაცია და ერთიდაიგივე ფოტოზე 2-ჯერ დაბრუნება აღარ იქნება საჭირო, ჯერ ხმის მისაცემად და მერე კომენტარის გასაკეთებლად. ეს ხომ ვიზიტორთა რაოდენობის მრიცხველის მონაცემებსაც აორმაგებს.. ანუ:
4. ხელს შეუწყობს ფოტოს დამთვალიერებელთა (ვიზიტორთა) რაოდენობის შედარებით ზუსტ აღრიცხვას.