Help - Search - Member List - Calendar
Full Version: 2011 წლის IV ნაკადი.
Photoclub Boke > სასწავლო ფორუმი > საკლასო ოთახი > ბოკეს სემინარები
Guja
სემინარები განკუთვნილია როგორც დამწყვები ფოტოგრაფებისთვის, ასევე იმათვის ვისაც სურს სტუდიაში მუშაობის შესწავლა (სტუდიურ განათებასთან მუშაობა)


1. ზოგად-საბაზისო ფოტო-სემინარი მოიცავს 30 თეორიულ და 6 პრაქტიკული მეცადინეობის საათს, ხოლო
სპეციალური კურსის ხანგრძლივობაა 16 საათი (ოთხი საათის განგრძლივობის ოთხი ლექცია).

2. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება ჯგუფურად. (შესაძლებელია ინდივიდუალური მეცადინეობებიც.)

3. სწავლების გრაფიკის საბოლოო შეთანხმება ხდება ჯგუფთან მოლაპარაკების საფუძველზე.

4. სემინარის ხელმძღვანელია ელგუჯა შეყილაძე (Guja)

5. სემინარის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

6. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება "ბოკე"-ს სტუდია-ოფისში მისამართზე: ქ.თბილისი ნინოშვილის ქ. 56

8. რეგისტრაციისათვის მიმართეთ ადმინისტრატორებს ან უშუალოდ Guja ს PM -ის და ფოსტის bokeseminars@gmail.com საშუალებით ან დარეკეთ 895 91 58 19

www.facebook.com

სემინარზე დასწრების ღირებულება შეადგენს 350 ლარს


დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადახედეთ ფოტო-სემინარის სრულ დეტალებს:
www.boke.ge
Goderdzi Makharashvili
bravo.gif
Guja
როგორც წესი ამ განცხადებას დიდ ყურადღებას ვითომ არ აქცევენ და მერე მიდის გაუთავებელი სატელეფონო საუბრები, რა და როგორო DDDD.gif
თუ რაიმე კითხვა გაქვთ ხალხო ინტერნეტის ხარჯებს ტელეფონის ხარჯებს ნუ დაამატებთ და აქ მკითხეთ რაც გაინტერესებთ DDDD.gif
kalandia96
14 წლის გოგონა დაძლევს ამ კურსებს?
Guja
kalandia96,

აუცილებლად დაძლევს

http://www.boke.ge/forum/?img=142348

აი ეს ფოტო ჩემი 14 წლის მოსწავლის გადაღEბულია
დავალება შეასრულა პორტრეტზე
Giorgi Janibegashvili
ყველა სემინარებზე!!! bravo.gif

იარეთ სემინარებზე არ ინანებთ!!
kalandia96
ოკ,გასაგებია,მაშინ დავრეკავ მითითებულ ნომერზე
noslogan
მინდა სიარული მაგრამ აპარატი ამ დროისთვის არ მაქვს , როცა მექნება ვივლი აუცილებლად )
ukrainka111
რა დაუვიცყარი დგეები გელით თუ ივლით თქვენ ხო ვერც წარმოიდგენთ love8.gif
Rhea
აბა!!! დაუვიწყარი რომელია DDDD.gif
განსაკუთრებით ფოტოების განხილვა მახსოვს lol.gif
noslogan
რომელ რიცხვამდე შეიძლება ამ სემინარზე ჩაწერა?
ziuzia
და რუსულ ენაზე არი კურსები?
igbalaa
ეხლა რო დავიწყო დღეს ხვალ მოსულა?
kapkpa
ოდცდაათი წლის ადამიანისთვის ეს სემინარის კურსები გვიან ხომ არ არიას?? smile.gif ძალიან მინდა, ძალიან... სამწუხაროა რომ თბილისში არ ვარ
Guja
სემინარები ყველასთვის არის, ასაკს დიდი მნიშვნელობა არააქვს , კამერას დაკავება უნდა შეეძლოს, თვალით რაიმეს მაინც უნდა ხედავდეს და რა საკვირველია მუდმივად 033 არ უნდა იდგეს სტუდიის კარებთან. DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif

ახლავე დაწყებაც შეიძლება თუ ჯგუფი შეიკრა და განრიგი შეადგინა

ziuzia თუ ჯგუფს აწყობს რუსული რა თქმა უნდა, მე პრობლემა არ მაქ, გინდათ ინგლისურადაც იქნება
თუ ქართული ჩვეულებრივად გესმის, მაშინ საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, რაც რთული გასაგებია თქვენ პერსონალურად გითარგმნით მსვლელობის დროს.

noslogan სემინარი მუდმივმოქმედია, ჯგუფი არის-ვიწყებთ.
anaaak
ახლა თუ არის ჯგუფში ადგილი?
Grrraff
ძალიან საინტერესო ფორუმია, კეთილი იყო ჩვენი გაცნობა gavcitldi2.gif
kapkpa
Grrraff welcome bravo.gif
Guja
აჰა, რას ვშვებით? მარტო დარეკვა არ შველის საქმეს
ვინც უკვე გადაწყვიტა PM მომწეროს და ამ კვირაში შევხვდეთ გრაფოკის შესადგენად

IFFY
კითხვები მაქვს. ფოტოაპარატს აქვს მნიშვნელობა როგორი კლასის აპარატი მაქვს? ვთქვათ ჩვეულებრივი ციფრულით მსმენელები არ დაიშვებიან? თუ მეცადინეობის სპეციფიკიდან გამომდინარე ზედმეტი "ტანტალი" იქნება ციფრულით?
Guja
IFFY,
მე არ ვიცი რას ნიშნავს ჩვეულებრივი ციფრული sad.gif

თუ კამერას აქვს მანუალ რეჟიმი მაშიმ არანაირი პრობლემა არ არის
kvitso
სემინარი როგორი სტილისაა და რეალურად ამ კურსის გავლა ამომწურავად ასწავლის? გადაღებები სად ხდება?
Guja
kvitso,
სტილი თავისუფალი, თეორია და მაგალითEბი
გადაღEბები ერთად არ ხდება ანუ თქვენ დამოუკიდებლად ასრულებთ დავალებას იქ სადაც თქვენ გსურთ
იან სადუკემა ასე თქვა - მე გადაღება რომ არ ვიცი იმიტომაც ვიღEბ ჯერ კიდეო smile.gif

რას ნიშნავს ამომწურავად ასწავლის? თუ იმას გულისხმობთ ამ კურსის მერე უნდა იცოდეთ კამერის მოხმარება და გადაღების ძირითადი მომენტები, მაშინ კი. თუ იმას თვლით რომ ფოტოგრაფიის შესწავლა ამომწურავად შესაძლებელია 36საათში ან თუნდაც 36 თვეში მაშინ ნამდვილად არა. ჩვენ ყველა მინიმუმ 10 წელი ვსწავლობდით სკოლაში და რომელი საგანი ვისწავლეთ ამომწურავად?
სწორად დამისვით კითხვა და აუცილებლად გიპასუხებთ.
Giorgi Lomtadze
სიამოვნებიდ შემოგიერთდებოდით რომ შემეძლოს :S
Nodari Megre
კურსის საფასური მაინტერესებს და უახლოეს მომავალში თუ დგება ჯგუფი?
imeda777
დიდი სიამოვნებიტ ვივლიდიიი მაგრამ არც ციპრული მაქ ამჟამად და არც დრო sad.gifsad.gifsad.gifsad.gif
nulla
მეც ძალიან მინდა ეს სემინაები მაგრამ თბილისში არ ვცხოვრობ ... და სამსახურის გამო ვერც ვახერხებ დიდი ხნით მანდ ყოფნას... sad.gif სხვა რაიმე საშუალება თუ არსებობს მაგალითად ლიტერატურა მე თვითონ რო შევეცადო გარკვევას ძირითად საკითხებში?
Guja
აჰა , გამოცხადდა ახალი ჯგუფის მიღება.
Saafree
აუ.. ბათუმში რატო არაა ეს სემინარები sad.gif
ivapataraia
ხალხნო და ჯამაათნო!
მელიქიშვილზე რომ ფუჯიფილმი იყო სად გაქრა ხომ არ იცით?
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.