Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ახალი სეზონი!
Photoclub Boke > სასწავლო ფორუმი > საკლასო ოთახი > ბოკეს სემინარები
Guja
მორჩა ზაფხული DDDD.gif
დავიწყოთ სერიოზული მუშაობა და გართობაც თავის თავად.

გიწვევთ სემინარებზე
სავარაუდოთ დავიწყებთ 13 სექტემბერს

სემინარები განკუთვნილია როგორც დამწყვები ფოტოგრაფებისთვის, ასევე იმათვის ვისაც სურს სტუდიაში მუშაობის შესწავლა (სტუდიურ განათებასთან მუშაობა)


1. ზოგად-საბაზისო ფოტო-სემინარი მოიცავს 30 თეორიულ და 6 პრაქტიკული მეცადინეობის საათს, ხოლო სპეციალური კურსის ხანგრძლივობაა 16 საათი (ოთხი საათის განგრძლივობის ოთხი ლექცია).

2. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება ჯგუფურად. (შესაძლებელია ინდივიდუალური მეცადინეობებიც.)

3. სწავლების გრაფიკის საბოლოო შეთანხმება ხდება ჯგუფთან მოლაპარაკების საფუძველზე.

4. სემინარის ხელმძღვანელია ელგუჯა შეყილაძე (Guja)

5. სემინარის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

6. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება "ბოკე"-ს სტუდია-ოფისში მისამართზე: ქ.თბილისი ნინოშვილის ქ. 56

8. რეგისტრაციისათვის მიმართეთ ადმინისტრატორებს ან უშუალოდ Guja ს PM -ის საშუალებით ან დარეკეთ 895 91 58 19

სემინარზე დასწრების ღირებულება შეადგენს 350 ლარს

მათთვის ვინც ბოჯეზე დარეგისტრიდა 2009 წლის 1 იანვრამდე - 300 ლარს

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადახედეთ ფოტო-სემინარის სრულ დეტალებს:

http://www.boke.ge/forum/?showtopic=11100
mafi
ჩაწერა შეიძლება კიდევ?
Guja
mafi კი შეიძლება, PM მომწერე ან დამირეკე

Nika
Guja,
ახლობელს უნდა შვილი ატაროს და იქმნება კიდე ჯგუფი?
Guja
კი ნიკუშ, ახლა გროვდება ხალხი
დამირეკე და გეტყვი ყველაფერს

Giorgi Janibegashvili
ხალხს ჩხაკუნი მოსწონს და რამის სწავლა არა
Zaza Gabaidze
Giorgi Janibegashvili,
შეიძლება უნდოდეს სწავლა მაგრამ არ ქონდეს საშუალება და ვერ სწავლობს მაგიტომ, ესეც ხომ შეიძლება? wick.gif

Guja
რას ამბობთ კაცო DDDD.gif
სწავლა ვისაც უნდა ის სწავლობს, ვისაც ჩხაკუნი უნდა აჩხაკუნებს და ეგ არის
დახმარებით კიდე თუ სურვილია და ფული არა, კი მეუხერხულება მაგრამ იმდენს დავხმარებივარ ვინ იცის
არაა ეგ საკითხი აქ გასარჩევი, ვისაც უნდა სწავლობს. სემინარებზე იქნება ეს თუ სახლში თავისტვის, მეგობრებიდან თუ სხვა პედაგოგებიდან. ყველამ იცის უსწავლელად არაფერი არ გამოვა და ვისაც როგორც შეუძლია ისე სწავლობს.
ჯერ მარტო ბოკეს საკლასო ოთAხში რაც მასალაა ის რომ აითვისოს ადამიანმა ძალიან კარგს იზამს და ბოლო ბოლო ბოკეც იმიტო გაკეთდა რომ აქაც რაღAცის სწავლა შეიძლება. ასეთებიც ბევრი ვიცი. უბრალოდ ბევრს არ ახსოვს თAვის დროზე პირველი ფოტო რომ დადეს ბოკეზე რას გავდა DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
Giorgi Janibegashvili
QUOTE(Zaza Gabaidze @ Oct 1 2009, 05:01)
Giorgi Janibegashvili,
შეიძლება უნდოდეს სწავლა მაგრამ არ ქონდეს საშუალება და ვერ სწავლობს მაგიტომ, ესეც ხომ შეიძლება? wick.gif
*



კაირა ვერ დამაჯერებ არ ჰქონდეს კაც სწავლლის ფული როდესაც კისერზე 2000$ კიდია (აპარატის სახით) lol.gif
Zaza Gabaidze
Giorgi Janibegashvili,
QUOTE
კაირა ვერ დამაჯერებ არ ჰქონდეს კაც სწავლლის ფული როდესაც კისერზე 2000$ კიდია (აპარატის სახით)

lol.gif lol.gif lol.gif bravo.gif


wilson
Guja,

PM PM PM ველი პასუხს : )
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.