Help - Search - Member List - Calendar
Full Version: Tamron SP AF10-24mm f/3.5-4.5 Di II
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო > სიახლეები ფოტო სამყაროში
Magdu
Photokina 2008-ს მოლოდინში, რომელიც გაიმართება კიოლნში, კამერების და ოპტიკის წამყვანი მწარმოებლები იწყებენ ფოტოგრაფიის მოყვარულთა მოზიდვას თავისი ახალი პროდუქტებით.

კომპანია Tamron-მა, სხვადასხვა მწარმოებლების DSLR-კამერების ოპტიკის ცნობილმა მწარმოებელმა, გამოაცხადა ახალი ზე-ფართეკუთხიანი ობიექტივის - Tamron SP AF10-24mm f/3.5-4.5 Di II გამოშვების შესახებ

[attachmentid=16231]

სიახლე, თავისი ფოკუსური მანძილების დიაპაზონის გამო მოეწონება არქიტექტურის გადაღების მოყვარულებს

მინიმალური დაფოკუსების მანძილის (24სმ) გამო ობიექტივის გამოყენება შესაძლებელია ახლო მდგარი ობიექტების გადასაღებად. ის საკმაოდ მსუბუქია – 400 გრამი, რაც აადვილებს მის ტრანსპორტირებას შორეულ დისტანციებზე.

Tamron SP AF10-24mm Di II ტექნიკური მაჩვენებლები:

* ფოკუსური მანძილები: 10-24 მმ (16-37 მმ 35მმ (ანუ ფირის) ექვივალენტში);
* მაქსიმალური დიაფრაგმა : F/3.5-4.5;
* ხედვის კუთხე: 108° 44' - 60° 20';
* ობიექტივის კონსტრუქცია: 12 ელემენტი 9 ჯგუფში
* დაფოკუსების მინიმალური მანძილი: 24 სმ;
* მაქსიმალური გადიდება: 1:5,1;
* ფილტრის დიამეტრი: 77 მმ;
* ობიექტივის სიგრძე: 86,5 მმ;
* წონა: 406 გრამი;
* დიაფრაგმა: 7 "ფირფიტა";
* მინიმალური დიაფრაგმა: F/22;
* ბლენდა: "ფოთლიანი" მოყვება კომპლექტში.

იაპონიაში ობიექტივი გამოვა უკვე თვის ბოლოსთვის. ობიექტივები Pentax და Sony–სთვის გამოვა მოგვიანებით.

ავტორი: Марат Габитов
წყარო: http://www.3dnews.ru/
Lasha Ghughunishvili
რა ეღირება ეს სიამოვნება?
Goderdzi Makharashvili
iiif
I'm thinking it will not cost dear, it's affectionate and so...
Lasha Ghughunishvili
Goderdzi Makharashvili,
რა იყო ინგლისურზე დადიხარ? ყველა თემაში ინგილურად რომ პოსტავ DDDD.gif
Nika
რუსულად არ წერს კიდე კაი lol.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.