Photokina 2008-ს მოლოდინში, რომელიც გაიმართება კიოლნში, კამერების და ოპტიკის წამყვანი მწარმოებლები იწყებენ ფოტოგრაფიის მოყვარულთა მოზიდვას თავისი ახალი პროდუქტებით.
კომპანია Tamron-მა, სხვადასხვა მწარმოებლების DSLR-კამერების ოპტიკის ცნობილმა მწარმოებელმა, გამოაცხადა ახალი ზე-ფართეკუთხიანი ობიექტივის - Tamron SP AF10-24mm f/3.5-4.5 Di II გამოშვების შესახებ
სიახლე, თავისი ფოკუსური მანძილების დიაპაზონის გამო მოეწონება არქიტექტურის გადაღების მოყვარულებს
მინიმალური დაფოკუსების მანძილის (24სმ) გამო ობიექტივის გამოყენება შესაძლებელია ახლო მდგარი ობიექტების გადასაღებად. ის საკმაოდ მსუბუქია – 400 გრამი, რაც აადვილებს მის ტრანსპორტირებას შორეულ დისტანციებზე.
Tamron SP AF10-24mm Di II ტექნიკური მაჩვენებლები:
* ფოკუსური მანძილები: 10-24 მმ (16-37 მმ 35მმ (ანუ ფირის) ექვივალენტში); * მაქსიმალური დიაფრაგმა : F/3.5-4.5; * ხედვის კუთხე: 108° 44' - 60° 20'; * ობიექტივის კონსტრუქცია: 12 ელემენტი 9 ჯგუფში * დაფოკუსების მინიმალური მანძილი: 24 სმ; * მაქსიმალური გადიდება: 1:5,1; * ფილტრის დიამეტრი: 77 მმ; * ობიექტივის სიგრძე: 86,5 მმ; * წონა: 406 გრამი; * დიაფრაგმა: 7 "ფირფიტა"; * მინიმალური დიაფრაგმა: F/22; * ბლენდა: "ფოთლიანი" მოყვება კომპლექტში.
იაპონიაში ობიექტივი გამოვა უკვე თვის ბოლოსთვის. ობიექტივები Pentax და Sony–სთვის გამოვა მოგვიანებით.