Nikoloz Mameishvili,
RaGo,
შენს მიერ ჩამოთვლილი აპარატებიდან (გარდა დ700-სა, რომელიც შენ თვითონ ამოიღე სიიდან) ყველა კარგია, მე არ დავიწყებ დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვას, ყველა ნიკონია და ყველას თითქმის ერთნაირი მექანიზმები აქვს, ამიტომ იყიდე ყველაზე იაფი და კარგი ლინზები, აპარატი მალე ,,დაბერდება" და ყოველთვის ადვილად შეცვლი, ლინზები კი ყოველთვის გამოგადგება. სურათს ლინზა იღებს და ფოტოგრაფის ჭკუა და არა ფოტოაპარატის რომელიმე გარკვეული ნავაროტკა.... წარმატებები..
Added @ [mergetime]1303398800[/mergetime] paty,
ქენონის აპარატები 1000-იანების ფარგლებში (მხედველობაში მაქვს ინდექსები) დ350, დ450.... და ა.შ. სამოყვარულოა, 100-ნების ფარგლებში ნახევრად ფროფები, 10-ის ფარგლებში უკვე პროფესიონალური კლასის კატეგორიებია, აქაც რამოდენიმე მიმართულებაა, დ-მარკები ცოტა სხვაა, მარკის ინდექსის გარეშე ცოტა სხვა.. ასევეა ნიკონების მოდელებიც, იმ განსხვავებით რომ, რაც ნიკონი ფირის ფოტოტექნიკას შეეშვა და რამოდენიმე კორპორაციასთან გააფორმა ( სონი.. ფუჯი..) ურთიერთანამშრომლობა იძულებული იყო ინდექსაცია ცოტათი შეეცვალა, ასე რომ სანამ აპარატის ფუნქციებს არ ნახავ ვერ იტყვი პროფია თუ მოყვარული. ძალიან ბევრი რამით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. უბრალოდ კამათსაც არ აქვს აზრი. ამ კომპანიებს ეს დაფიქსირებული აქვთ ათასჯერ.