Gottfried Lenz off
Aug 24 2009, 23:12
რადიო თავისუფლება აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით ”ცხოვრება ომის შემდეგ...”
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ასევე მოყვარულებს.
ნამუშევრები გამოქვეყნდება რადიო თავისუფლების ვებსაიტზე: www.tavisupleba.org
კომპეტენტური ჟიური შეარჩევს ნამუშევრებს საგანგებო გამოფენისთვის, მათ შორის სამი საუკეთესო კი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.
პირველი პრემია 1500 ლარი
მეორე პრემია 1000 ლარი
მესამე პრემია 500 ლარი
ნამუშევრებს შეაფასებენ რადიო თავისუფლების ვებსაიტის სტუმრებიც. მათი რჩეულისთვის დაწესებულია კიდევ ერთი პრიზი 300 ლარის ოდენობით.
რადიო თავისუფლება გთხოვთ, ნამუშევრები გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: tavisupleba.photo@gmail.com
ნამუშევრებს თან დაურთეთ საკონტაქტო ინფორმაცია. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი.
20 სექტემბრიდან ჩვენს ვებსაიტზე (ამავე გვერდის კომენტარებში) კენჭისყრის მეშვეობით შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ საუკეთესო სურათების შერჩევაში.
ველით თქვენს ფოტოებსა და თქვენს შეფასებებს.
http://www.tavisupleba.org/content/article/1804285.html
batukela
Aug 24 2009, 23:43
QUOTE
სურათს უნდა ჰქონდეს შემდეგი პარამეტრები: jpg, 800x600 pix,
და თუ ამ ზომაზე ვერ დავაყენე ზუსტად?
ნუ მე ბევრი კი არ ვიცი, მაგრამ იქნებ მასწავლოთ..
ანუ სპეციალურად ამისთვის უნდა მოვკროპო სხვანაირად? რომ აღარ გამოდის კარგი?
თუ სხვა ხერხი არსებობს რაიმე
levani7
Aug 25 2009, 00:19
ფრიად სასიამოვნე ამბავია
არა მაგ ზომის დაიდება საიტზე (ალბატ ტიტონ მოუწევტ დაკროპვა) მარა გამოპენისტვის უPრო დიდსაც მოგთხოვენ ალბათ
მე ასე ვპიკრობ
ვვეჭვობ რომ ამ გამოფენას პოლიტიკური დაკვეთა აქვს.
ჯერჯერობით ამას ეჭვს დავარქმევ
2-3 დღეში სხვა ინფოსაც დავწერ
Archer
Sep 21 2009, 19:49
QUOTE(Gogia @ Sep 21 2009, 19:37)
ვვეჭვობ რომ ამ გამოფენას პოლიტიკური დაკვეთა აქვს.
ჯერჯერობით ამას ეჭვს დავარქმევ
2-3 დღეში სხვა ინფოსაც დავწერ
[right][snapback]248452[/snapback][/right]
საინტერესოა : )
QUOTE(Gogia @ Sep 21 2009, 19:37)
ვვეჭვობ რომ ამ გამოფენას პოლიტიკური დაკვეთა აქვს.
ჯერჯერობით ამას ეჭვს დავარქმევ
2-3 დღეში სხვა ინფოსაც დავწერ
[right][snapback]248452[/snapback][/right]
: ( ფინანსებიდან და კონკურსის თემიდან ეგრე გამომდინარეობს... ცუდია თუ მართლა ასეა... ძალიან "ბრტყელი" ფოტოები ენდომებათ...
stringer
Sep 21 2009, 22:39
6 გავგზავნე და 2 გამოფინეს , საინტერესოა
Zaza Gabaidze
Sep 22 2009, 05:27
ისე დააკვირდით ვაფშე რა ფოტოებია? 90% საერთოდ არ მომეწონა არაფრად არ ვარგა ფოტოები, საიტზე მაინც არ დაედოთ...
შესაძლებელია პოლიტიკური დატვირთვაც ქონდეს, ვნახოთ რა ფოტო გაიმარჯვებს

ისე გამოფენისთვის რამდენი ფოტო უნდა შეირჩეს, ვინმემ იცის ამაზე რაიმე ინფო? ან როდის იქნება გამოფენა?
ჰო პირველ პოსტში 20 სექტემბერი წერია და რომ იცოდეთ საიტზე შეცვალეს თარიღი და
28 სექტემბრამდე გადაიტანეს ალბათ ფოტოების უვარგისობის და ნაკლები დაინტერესების გამო გააკეთეს ესე
Levan Sikharulidze
Sep 22 2009, 11:31
ლევaნ ხერხეულიძის ფოტო მომეწონa, ქaლი ნaტყვიaრევ სaრკეში.... ნუ ისეთი რომელიც თემaს შეესaბaმებa...
Lasha Palavandishvili
Sep 22 2009, 11:32
ფაქტია, რომ პოლიტიკური ელფერი აქვს მა კონკურს და ზედმეტია აქ საუბარი ზოგადად ფოტოგრაფიაზე.
თუმცა საინტერესოა გამარჯვებული ფოტო ეომელი იქნება.
გამარჯვებულს ალბათ ცხინვალატნ გააკრავენ ბანერთან, ერთს კიდე ენგურის ხიდთან და დიდი სიამაყით წავა ბრიფინგები აყვავებულ საქართველოზე.
Levan Sikharulidze
Sep 22 2009, 11:32
კიდევ კaხიaნის ფოტო: )
Added @ [mergetime]1253605041[/mergetime]
მე ვერ გaვიგე რa...
თემa aრის aსეთი, მე მგონი aქ დიდი მaრჩიელობa aრ უნდa aმaს! "ცხოვრებa ომის შემდეგ" , რუსეთ სaქaრთველოს ომზეa სaუბaრი ხომ? ძaლიaნ მaინტერესებს ფოტო შეესaბaმებოდეს aმ თემaს დa იყოს aპოლიტიკური წaრმოგიდგენიaთ? ვინ aკრძaლa სaერთოდ ხელოვნებaში პოლიტიკa? aნ aმდენი უბედურებa მოხდa ქვეყaნaში დa თუნდaც ბaნერზე გaსaკვრელaდ უნდოდეთ ეგ ფოტო, თქვენი ცხინვaლთaნ! გენaნებaთ თუ რaშიa სaქმე? ღმერთო ჩემო რa...
Lasha Palavandishvili
Sep 22 2009, 12:02
Levan Sikharulidze,
QUOTE
ფაქტია, რომ პოლიტიკური ელფერი აქვს მა კონკურს და ზედმეტია აქ საუბარი ზოგადად ფოტოგრაფიაზე.
ლევან, ალბათ კონტექსტი ვერ გაიგე. ძაანაც კარგი რო პოლიტიკურია, კი არა და თავისთავად არის. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ შეიძლება გაიმარჯვოს ფოტომ რომელსაც ნაკლები ფოტოგრაფიულ ღირებულება აქვს ვიდერ სვას, თუმცა პოლიტიკური დატვირთვა დიდი ექნება.

QUOTE
გენaნებaთ თუ რaშიa სaქმე? ღმერთო ჩემო რa...
არ მენანება, ზაფხულში ისვენებდნენ დევნილები, არ დავაკოკრეტებ ზუსტად სად, ნუ აჭარაში ზოფჰგადად და მომიყვა ერთ0ერთა თუ როგორ ცხოვროვბენ ომის შემდეგ და რა პირობები აქვთ, უბრალოდ არ მსუსრ ამაზე პეტიციების წაკითხვა, მაგრამ მორალური თვალსაზრისით და სამართლებრივადაც არავის აქვს უფლება, ფართო მასშტაბებზე გავიდეს ამ ფოტოთი, ჩემი აზრით რა თქმა უნდა.
Levan Sikharulidze
Sep 22 2009, 12:08
Lasha Palavandishvili,
a ოკ: ) გaსaგებიa:), სხვaნaირaდ გaვიგე: )
Nino Baidauri
Sep 22 2009, 12:17
ლევან სიხარულიძეს, ბეეევრი +
ჰოდა, ფოტოები რომ არ მოგწონთ, რა გასაკვირია, გაგზავნილი ფოტოების 90 პროცენტი დევს ალბათ მანდ.
კარგი ფოტოებიც არის, თემასთან კავშირშიც რომაა თან, მაგრამ დიდი ნაწილი რომ ომის წინანდელია, არა უშავს ალბათ... მარა მე არ ვეთანხმები.
Added @ [mergetime]1253607503[/mergetime]
Lasha Palavandishvili,
ჩემთვის მაინც არაა გასაგები :P
Lasha Palavandishvili
Sep 22 2009, 12:27
QUOTE
კარგი ფოტოებიც არის, თემასთან კავშირშიც რომაა თან, მაგრამ დიდი ნაწილი რომ ომის წინანდელია, არა უშავს ალბათ... მარა მე არ ვეთანხმები.
გარკვეულწილად ეს კონკურსანტების ბრალიცაა...
gingery,
აბა აბა, შიშველ ქალებს რო ურებ ის ხო არის გასაგები?

QUOTE
მაგრამ დიდი ნაწილი რომ ომის წინანდელია
ეგეც ჟიურის ბრალია?
როგორ ვერ უნდა მიხვდე,რომ არ უნდა გააგზავნო ომამდელი და თემასთან შეუსაბამო ფოტოები?
Nino Baidauri
Sep 22 2009, 12:33
Lasha Palavandishvili,
ბატონო?!
შენ მგონი ვერ გაიგე, რას ვამბობ.
ჯერ ეს ერთი ჩემი შიშველი ნატურა რა შუაშია?!
მეორე, სად დავადანაშაულე ჟიური რამეში?!
და ვინ გითხრა, რომ კონკურსანტებზე არ მაქვს საუბარი.
გასაგები ჩემთვის შენი პოზიცია არ არის, რომელიც ახლა უცებ გადათქვი. რომ კონკურსი რატომ არის პოლიტიკური და რატომ უნდა გაიკრას ომის ფოტოები ბანერებზე, რომელსაც მაგნუმური ღირებულება არ აქვს.
LOL
Lasha Palavandishvili
Sep 22 2009, 12:44
gingery,
QUOTE
ჯერ ეს ერთი ჩემი შიშველი ნატურა რა შუაშია?!
უკბილოდ ვიხუმრე, ბოდიში.
QUOTE
მეორე, სად დავადანაშაულე ჟიური რამეში?!
ზოგადად დავსვი კითხვა, მეტი არაფერი.

QUOTE
გასაგები ჩემთვის შენი პოზიცია არ არის, რომელიც ახლა უცებ გადათქვი. რომ კონკურსი რატომ არის პოლიტიკური და რატომ უნდა გაიკრას ომის ფოტოები ბანერებზე, რომელსაც მაგნუმური ღირებულება არ აქვს.
ვერ გავიგე, უფრო გააგებად განმიმარტე, გთხოვ.
როგორც გავიგე, იქედან გამომდინარე გიპასუხებ.
ვიეტნამის ომის დროს, ამერიკელებს ბევრი ეშლებოდათ, ძალიან ბერვი, არღვევდნენ ომის კანონებს, ადამიანთა უფლებებს, პრინციპში არაფერია, როცა ომი მიმდინარეობას. მაგრამ ვიეტნამიდან ამერიკელი სამხედრო-ფოტოგრაფები კოესპონდენტები ისეთ ფიოტოებს აგზავნინენ,რომლებიც ცნობილ გაზეთებსი იბეჭდებოდა, ამერიკელტან აზროვნებას ცვლიდა ომზე, უფრო მეტიც ამართლებდნენ ამ ომს, მიუხედავად იმისა, რომ დი ზარალს განიცდიდა ქვეყანა.

მაგრამ მთავარია ის, რომ რამდენად კარგად ხდება სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია მედია და კულტურულ სფეროში, ანუ კონრეტული სახელწიფო, ამ შემთხვევაში საქართელო ფოტოებით დაანახებს მსოფიო თანამეგბრობას პირველ რიგში რუსული აგრერისიის მარაზმსა და უსამართლობას, მეორე მხრივ ხაზს გაუსვამს მის ზრუნვას დევნილებზე.
Nino Baidauri
Sep 22 2009, 12:54
მოდით მაშინ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუ ასეა.
რადიო თავისუფლება არა მგონია მიშას რუპორი იყოს.
ის ატარებს კონკურსს და აქვს რესურსი მართლა კარგი ფოტოების (ყველა თვალსაზრისით) და იმედი ვიქონიოთ, რომ ესენი მოიპოვებენ გამარჯვებას.
აი მერე სააკაშვილი რა ტირადას წაიკითხავს ამ ბანერების ქვეშ საგანგებოდ მოწყობილ ბრიფინგებზე, ამას ფოტოკონკურსთან რა საერთო აქვს?..
Lasha Palavandishvili
Sep 22 2009, 13:04
gingery,
QUOTE
რადიო თავისუფლება არა მგონია მიშას რუპორი იყოს.
გეთანხმები!
ძალიან დიდ პატივს ვცემ გოგის, 2 კვირის უკან წითელ ზონაში იყო გადაცემა სახელმწიფო პოლიტიკაზე, გარკვეულწილად ამ თემასაც ეხება.

QUOTE
აი მერე სააკაშვილი რა ტირადას წაიკითხავს ამ ბანერების ქვეშ საგანგებოდ მოწყობილ ბრიფინგებზე, ამას ფოტოკონკურსთან რა საერთო აქვს?..
რა საშჭიროა ეგ პრეზიდენტმა გააკეთოს, უამრავი "ხელოვანი" ყავს გვერდით ვინებიც ამას დიდი სიამაყიოთ წარმოგვიდგენენ...
batukela
Sep 22 2009, 13:43
ჩემი 2 ფოტოცაა
არადა, რომლის იმედიც მქონდა ის არ გავიდა

მართლა სულელური ფოტოებია უმრავლესობა (ჩემიც ასევე) და კითხვა გამიჩნდა, მანდ უკვე აირჩიეს კარგები თუ ყველა ფოტოა რაც გააგზავნეს?
მაგრამ ყველა როგორ იქნება 5-6 გავაგზავნე..
მართლა საინტერესოა ვინ გაიმარჯვებს : )
ისე კი საააკმაოდ ბევრი ნაცნობი ფოტო ვნახე

წარმატებები : ))
DIKARKA
Sep 22 2009, 16:07
ერთი კითხვა მაქვს უკაცრავად საუბარში "ჩაგეკვეხებით" -)))
საკონკურსო Fოტოები სად დევს? მეც მინდა ვნახო -))) რაც ვნახე იქ არც
QUOTE
ლევaნ ხერხეულიძის ფოტო
და არც
QUOTE
კიდევ კaხიaნის ფოტო: )
არ იყო... მე რამე სხვას ვუყურებდი?
საკონკურსი Fოტოები 1
საკონკურსო Fოტოები 2
Lasha Palavandishvili
Sep 22 2009, 16:47
DIKARKA
Sep 22 2009, 17:00
Lasha Palavandishvili,
ეგ ვნახე ზუსტად მაგრამ...
აბა სადაა ლევანის Fოტო მანდ?
-)))
Lasha Palavandishvili
Sep 22 2009, 17:10
DIKARKA,
129 ფოტოდან იწყება.
DIKARKA
Sep 22 2009, 17:16
-)))))
მადლობა
ძალიან მიჭირს რამის თქმა... პოლიტიკა და ხელოვნება?.. მე მეცინება, როდის იყო პოლიტიკა ხალხის სულზე და მორალზე ზრუნავდა?.. პოლიტიკა ყოველთვის იყო და არის მატერიალურ ფასეულობებზე მიჯაჭვული, უბრალოდ ხანდახან, ხანდახან მიაქცევს ხოლმე ყურადღებას, ისიც PR-ის გულისთვის. პოლიტიკისთვის ხელოვნება, რელიგია და ამგვარი რამეები ყოველთვის ფარი იყო და შესანიღბად გამოსადეგარი მცნებები. (ყოველ შემთხვევაში საქართველოში და თითქმის მთელ მსოფლიოში ასეა)
ახლა ვისაუბროთ ეროვნულ ტკივილზე, რუსეთ საქართველოს ომზე. ეს პოლიტიკოსის პრობლემაა, ისევე როგორც ხელოვანისა. პოლიტიკოსისა იმიტომ, რომ ხალხს, მოსახლეობას მატერიალური თუ მორალური ზიანი მიაყენეს, მათ დაუნგრიეს სახლები, დაუხოცეს შვილები და ა.შ. ხელოვანი კი როგორც მოგეხსენებათ მატერიალურ საკითხებს სულ ბოლოს განიხილავს, იქნებ არც კი განიხილოს, რადგან ამას მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.. ხელოვანი სულზე ზრუნავს უპირველეს ყოვლისა. თქვენ იცით ომმა ჩემს სოფელში ბავშვთა ფსიქოლოგია როგორ დაამახინჯა?.. ბავშვებს დღემდე ეშინიათ თვითმფრინავის გამოჩენისა და მის ხმაურზე ბევრი კიდეც ტირის... ომი უარყოფს ჰარმონიას, თავისუფლებას, სიმშვიდეს, ჰუმანიზმს, მაშასადამე უარყოფს ხელოვნებას... ბოლოს და ბოლოს პოლიტიკამ შვა ომი......
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ თუ მართლაც პოლიტიკური დაკვეთა აქვს ამ კონკურსს, მაშ უნდა ვიცოდეთ, რომ ფოტოში მატერიალურ მხარეს დიდ ყურადღებას მიაქცევენ და ნამუშევრები, რომლებიც მართლაც ღირსეულად იმსახურებენ გამარჯვებას შეიძლება საკონკუსრო გალერეაშიც ვერ მოხვდნენ, აი ამისი თქმა მინდა და ამ ყველაფერს ჩემებურად "სიბრტყელეს" ვეძახი. სახეზე გვექნება ბრტყელი ფოტო კონკურსი...
მაპატიეთ ემოციურობა, ცოტა გავღიზიანდი ზოგ კომენტარზე...
Lasha Palavandishvili
Sep 23 2009, 00:38
Kapo,
ახლა მეძიმება და ხვალ შემოვიხედავ აქ.
იქნებ ისიც დაწერო ვისი Fლოსტიკები არ მოგეწონა.
Archer
Sep 23 2009, 00:40
რამდენი ამბავი გიყვართ..
Lasha Palavandishvili
Sep 23 2009, 00:42
Archer,
გვაცალე ბიძია, ჭიას ვახარებთ, ეს ხომ გურჯისტანია...
Zaza Gabaidze
Sep 23 2009, 05:32
რაზე მსჯელობთ საბოლოოთ, თქვენ თუ გაარკვიეთ?

მშვიდობიან ფარგლებში იკამათეთ

ამ ფოტო კონკურს რომ პოლიტიკური ელფერი დაკრავს ამაზე კამათი არც უნდა იყოს თავისი სახელიდან გამომდინარე...
Offtopic რომ არ გამომსვლოდა ეს ფრაზაც ჩავამატე : )
Zaza Gabaidze
Sep 23 2009, 05:47
ამ ფოტო კონკურს რომ პოლიტიკური ელფერი დაკრავს ამაზე კამათი არც უნდა იყოს ფოტო კონკურსის სახელიდან გამომდინარე უბრალოდ საქმე იმაშია შემდეგ როგორ გამოიყენებენ ამ ყველაფერს, "პოლიტიკური" კუთხით შერჩეულმა ფოტოებმა არ უნდა დაჩაგროს ის ფოტოები რომლებიც ფოტო ხელოვნების კუთხით შეიძლება კარგ ნამუშევრად ჩაითვალოს.
tavadi
Sep 23 2009, 11:35
Zaza Gabaidze,
შენივე ნათქვამს ეწინააღმდეგები..
თან ამბობ, რომ სავარაუდოდ პოლიტიკური კუთხით შეირჩევა ფოტოები და, თან, ისიც გინდა კარგი ნამუშევრები არ დაიჩაგროს..
Zaza Gabaidze
Sep 23 2009, 13:15
tavadi,
ჯერ არ გინახავს საერთოდ ფოტო რომელიც პოლიტიკური კუთხითაც რომ იყოს მისაღები და შესაბამისად კარგ ნამუშევრად ჩაითვალოს?
იმ წინა ნათქვამში ის ვთქვი რომ პირველი ადგილი მართლაც რომ შეუსაბამო ფოტომ აიღოს, გამოფენაზე მაინც გაიტანონ ნორმალური ფოტოები თქო თუმცა საერთოდ პოლიტიკური დატვირთვის მქონე ფოტოებიც არსებობს რომლებიც მართლა კარგი ნამუშევარია და შესაბამისად ჩემ ნათქვამშიც არაფერი ურთიერთ საწინააღმდეგო არ არის

უბრალოდ ის შეიძლება ითქვას რომ ამ საიტზე არ ჩანს ჯერ-ჯერობით ეგეთი ნამუშევარი : )
tavadi
Sep 23 2009, 14:18
Zaza Gabaidze,
QUOTE
უბრალოდ ის შეიძლება ითქვას რომ ამ საიტზე არ ჩანს ჯერ-ჯერობით ეგეთი ნამუშევარი : )
ამით დაგეწყო აჯობებდა

ვინაიდან მე ვერ ვნახე ისეთი ფოტო რომელიც
QUOTE
პოლიტიკური კუთხითაც რომ იყოს მისაღები და შესაბამისად კარგ ნამუშევრად ჩაითვალოს
ამიტომ გითხარი წინააღმდეგობაში მოდიხარმეთქი..
Zaza Gabaidze
Sep 23 2009, 14:41
ისე ძალიან ცუდად წერია საიტზე ინფორმაცია კონკურსის შესახებ რა, არც იმის შესახებ წერია რაიმე თუ რამდენი ნამუშევარი იქნება გამოფენაზე, როდის ჩატარდება და ა.შ.
Sofio Gokhelashvili
Sep 23 2009, 16:32
არ მიყვარს ასეთი უსარგებლო კამათი
მოგწონთ ფოტოკონკურსის სახელწოდება და პირობები? გააგზავნეთ ფოტო და თუ არ მოგწონთ ვინ გაძალებთ?! (რიტორიკული შეკითხვაა, პასუხს არ ვითხოვ)
გმადლობთ
ნახვამდის
Lasha Palavandishvili
Sep 23 2009, 17:36
Sofio Gokhelashvili,
+
Avtandil Mamulia
Sep 25 2009, 02:26
მაგრად მკიდია ბოდიშიდა კონკურსის თემატიკა, გავგზავნე ომამდელი ფოტოებიც და გუშინწინ გადაღებულებიც რაც მოეპრიანათ ის დადეს, მეც რაღადამრჩენია დაველოდო შედეგებს

ნუ ღელავთ ცუდი ფოტო არ გაიმარჯვებს.
Mikheil Samkharadze
Sep 27 2009, 22:55
მოკლედ მაოცებს ეს ხელოვანი საზოგადოება..
რა შუაშია პოლიტიკა და ხელოვნებაო.. და ბლა ბლა და ბლა და ბევრი ბლა კიდევ..
ფოტოგრაფია არ არის მარტო ნიუ და არ არის მარტო პეიზაჟები. არის კიდევ დოკუმენტალისტიკა და კიდევ ერთი ორი რაღაც რა ჟანრი რომ ჰქვია მოკლედ.. მე რავი არ მინახავს მსოფლიოს წამყვან პოლიტ ნიუსებს თან ფოტოები არ ერთვოდეს. და რა გინდათ რომ თქვათ რომ ის ფოტობი, რომლებიც ამ გამოცემების ყდებს ამშვენებენ, რახან პოლიტ ჟურნალებია, ბანძი ფოტოებია და "ბრტყელი" ფოტოებია? და პოლიტიკის "ბინძური სუნი" უდის? რა სისულელეა. პოლიტიკა და ფოტოგრაფია არის ძალიან გადაჯაჭვული სფეროები და ამაზე რომ ვინმე კამათობს მაგარი ღადაობაა...
ახლა რაც შეეხება კონკურსს: არამგონია რადიო თავისუფლება ვინმეს მარიონეტი იყოს, ყოველშემთხვევაში აქამდე არ შემიმჩნევია მე მსგავს ქმედებას სჩადიოდეს. კონკურსი თუ პოლიტიკურ ელფერს ატარებს ესე იგი გაიმარჯვებს ის ფოტო, რომელიც ეხება პოლიტიკას ან, სადაც ნაჩვენებია ისეთი პოლიტიკა, როგორსაც მოითხოვენ იმ მომენტში: ასეთ შემთხვევაში ვერ "დაიჩაგრება" კარგი ფოტო. იმიტომ რომ ის ფოტო რომელიც გაიმარჯვებს ჟიურის მოთხოვნებს, დააკმაყოფილებს, ის იქნება "კარგი". როდესაც ასეთი სათაური აქვს კონკურსს, იქ პორტრეტი ან თუნდაც უბრალოდ კარგი ჟანრი კი არ იმარჯვებს, არამედ ისეთი რომელიც შეესაბამება სიტუაციას, ანუ იმ ბანერს, სადაც იმას სავარაუდოდ გააკრავენ, გარკვეული დავირთვა უნდა ჰქონდეს, კონტექსტში უნდა ჯდებოდეს. ბანერებზე კი უბრალოდ კარგ ჟანრებს და პორტრეტებს კი არ აკრავენ, არამედ - გარკვეულ მესიჯებსისა და დატვირთვის მქონე ფოტოებს. ამიტომაც აქ უბრალოდ კი არაა, არამედ სარეკლამოდ გამოსადეგი ფოტოა საჭირო. ეს ჩემი აზრია, რავი...
კაპო ძალინ გთხოვ ნუ ამბობ "მცნებას" - მცნება არის 10, ხოლო "ცნება" არის ის რასაც შენ გულისხმობ.
QUOTE
არამგონია რადიო თავისუფლება ვინმეს მარიონეტი იყოს, ყოველშემთხვევაში აქამდე არ შემიმჩნევია მე მსგავს ქმედებას სჩადიოდეს
ხოდა დღეიდან თამამად ჩათვალე
Mikheil Samkharadze
Sep 28 2009, 16:33
QUOTE(Gogia @ Sep 28 2009, 15:07)
ხოდა დღეიდან თამამად ჩათვალე

[right][snapback]249210[/snapback][/right]
მაგრად გამიტყდება თუ ეგრეა..
გავაგზავნე გუშინ 12 ფოტო..
ამ თორმეტიდან, მე რომელიც მომწონს იყო 6, საიტზე დადეს ის 6, რომელიც მე ნაკლებად მომწონდა.. მაგარი სტრანნი კონკურსია.. მე მგონი, მანდ დებენ იმ, ფოტოებს რომლებიც არ დაევასათ
kesha,
მეც მანდ ვარ
ასეთი სუბიექტური გამოქვეყნება, მითუმეტეს გაფრთხილების გარეშე, სათაურის გაუთვალისწინებით ნაღდი თვითნებობა და დაბალი დონეა, სირცხვილი!
Mikheil Samkharadze
Sep 28 2009, 19:27
QUOTE(Gogia @ Sep 28 2009, 19:20)
kesha,
მეც მანდ ვარ
ასეთი სუბიექტური გამოქვეყნება, მითუმეტეს გაფრთხილების გარეშე, სათაურის გაუთვალისწინებით ნაღდი თვითნებობა და დაბალი დონეა, სირცხვილი!
[right][snapback]249236[/snapback][/right]
მაინტერესებს ჟიური ჰყავს? და თუ ჰყავს ვინ არიან?
როცა ამხელა თანხაა საპრიზო ფონდის სახით, ცოტა უხერხულია რა ასე ბალაგანი კონკურსის გაქეთება.
დარწმუნებული ვარ ჟიური, თუ არსებობს ასეთი საერთოდ, უეჭველი თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული ადა არა პროფესიონალი ფოტოგრაფებით ან ხელოვნებათმცდონეებით.. ეს ქართული ორგანიზაციული სენი ალბათ ამათაც აქვთ.. აბა რომელი ნორმალური ფოტოგრაფი აარჩევდა ასეთ ფოტოებს?
ტემატიკა ზალიან საინტერესოა და დარწმუნებული ვარ ბევრი კარგი ფოტო იქნებოდა გაგზანილი, ნუთუ ვერ ამოარჩიეს ნორმლური ფოტოები? თან რა ჯანდაბაა კონკურსის ფინალურ ეტაპზე 300 ფოტო?
User-Nikala
Sep 28 2009, 20:03
და გამარჯვებულს როდის ირჩევენ? აი ეგ იქნება უდაოდ საინტერესო : ))
Avtandil Mamulia
Sep 28 2009, 20:12
User-Nikala შენ კიდევ არ გაგიგძავნია?
User-Nikala
Sep 28 2009, 20:35
ნწ : )) უკვე მიღებაც მორჩა მემგონი
ditrofane
Oct 9 2009, 18:53
და შედეგები არი რამე? სდამე რამე ინფორმაცია დაიპოსტა?
wrangler
Oct 9 2009, 22:43
254 არის ჩემი
ვოუთინგი დაამატეს
ჰოდა თუ მოგეწონებათ მიეცით ხმა
პატივისცემით
wrangler
: )
http://www.tavisupleba.org/content/article/1804285.html Added @ [mergetime]1255114002[/mergetime] საშინელი ხარისხით აიტვირთა იქ : ((
ditrofane
Oct 10 2009, 20:08
არ მორჩა კაცო?
როდის არი დასასრული?
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.