IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> რადიო თავისუფლების ფოტოკონკურსი
რადიო თავისუფლება აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით ”ცხოვრება ომის შემდეგ...” კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ასევე მოყვარულებს. ნამუშევრები გამოქვეყნდება რადიო თავისუფლების ვებსაიტზე: www.tavisupleba.org
კომპეტენტური ჟიური შეარჩევს ნამუშევრებს საგანგებო გამოფენისთვის, მათ შორის სამი საუკეთესო კი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.
პირველი პრემია 1500 ლარი მეორე პრემია 1000 ლარი მესამე პრემია 500 ლარი
ნამუშევრებს შეაფასებენ რადიო თავისუფლების ვებსაიტის სტუმრებიც. მათი რჩეულისთვის დაწესებულია კიდევ ერთი პრიზი 300 ლარის ოდენობით.
რადიო თავისუფლება გთხოვთ, ნამუშევრები გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: tavisupleba.photo@gmail.com ნამუშევრებს თან დაურთეთ საკონტაქტო ინფორმაცია. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი.
20 სექტემბრიდან ჩვენს ვებსაიტზე (ამავე გვერდის კომენტარებში) კენჭისყრის მეშვეობით შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ საუკეთესო სურათების შერჩევაში.