კომპანია Ricoh დაუმიზნა უფრო გამოცდილ ფოტომოყვარულებს და გამოუშვა ახალი High-end კლასის კომპაქტური ფოტოკამერა GX200, რომელიც წარმოადგენს პირდაპირ "მემკვიდრეს" არა ერთხელ დაჯილდოებული Caplio GX100
[attachmentid=16095]
აპარატს აქვს შავი კორპუსი გაბარიტებით - 111,6 х 58 х 25 მმ, და იწონის 208 გრამს. კამერა წარმოდგენილია 2 კომპლექტაციით, საიდანაც სტანდარტულს გააჩნია - ლითიო-იონური აკუმულატორი, დამტენი მოწყობილობა, AV-კაბელი, USB-კაბელი, CD-ROM პროგრამული უზრუნველყოფით, კამერის კისერზე დასაკიდებელი სამაჯურით და ობიექტივის თავსახური. იმ დროს მოდელს Ricoh GX200 VF KIT დამატებული აქვს ელექტრონული ვიზირი VF-1.
სიახლის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებია:
* გამოსახულების დამუშავების ახალი პროცესორი Smooth Imaging Engine III;
* 1/1,7-დიუმიანი CCD სენსორი ეფექტური გარჩევადობით 12,1 მეგაპიქსელი (ISO 64-დან 1600 ერთეულამდე);
* გამოსახულების სტაბილიზირების სისტემა დაფუძნებულია მატრიცის გადაადგილებაზე;
* 3 ჯერადი ოპტიკურ ზუმიანი ობიექტივი, რომელიც მუშაობს 24–დან 72–მდე ექვივალენტის მქონე ფოკუსურ მანძილზე;
* 4 ჯერადი ციფრული გადიდება;
* 2,7-დიუმიანი TFT-დისპლეი გარჩევადობით 460000 პიქსელი;
* შიდა მეხსიერება 54 მბ;
* SD და SDHC ბარათების სლოტები;
* ფოტოსურათების მაქსიმალური გარჩევადობა 4000 х 3000 პიქსელი (აქვს JPEG და RAW ფორმატის მხარდაჭერა);
* AVI-ვიდეოს ჩაწერა ხორციელდება გარჩევადობით 640 x 480 პიქსელი, სიხშირით 30 კადრი წამში
* გადაღების 6 რეჟიმი, 8 სიუჟეტური პარამეტრი და თეთრის ბალანსის გასწორების 7 რეჟიმი (ავტომატური და მანუალური რეჟიმის ჩათვლით);
* ფუნქციები – Self-timer, Interval Shooting, Colour Bracket, Noise Reduction, Histogram, Grid Guide და Electronic Level;
* USB 2.0 ინტერფეისი;
* AV NTSC/PAL–ს მხარდაჭერით.
Ricoh GX200 ყიდვა შესაძლებელი იქნება უკვე მომდევნო თვეში $690 (სტანდარტული კომპლექტაცია), Ricoh GX200 VF KIT – $788.
ავტორი: Руслан Цап
წყარო: http://www.3dnews.ru/