კომპანია Ricoh დაუმიზნა უფრო გამოცდილ ფოტომოყვარულებს და გამოუშვა ახალი High-end კლასის კომპაქტური ფოტოკამერა GX200, რომელიც წარმოადგენს პირდაპირ "მემკვიდრეს" არა ერთხელ დაჯილდოებული Caplio GX100
აპარატს აქვს შავი კორპუსი გაბარიტებით - 111,6 х 58 х 25 მმ, და იწონის 208 გრამს. კამერა წარმოდგენილია 2 კომპლექტაციით, საიდანაც სტანდარტულს გააჩნია - ლითიო-იონური აკუმულატორი, დამტენი მოწყობილობა, AV-კაბელი, USB-კაბელი, CD-ROM პროგრამული უზრუნველყოფით, კამერის კისერზე დასაკიდებელი სამაჯურით და ობიექტივის თავსახური. იმ დროს მოდელს Ricoh GX200 VF KIT დამატებული აქვს ელექტრონული ვიზირი VF-1.
სიახლის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებია: * გამოსახულების დამუშავების ახალი პროცესორი Smooth Imaging Engine III; * 1/1,7-დიუმიანი CCD სენსორი ეფექტური გარჩევადობით 12,1 მეგაპიქსელი (ISO 64-დან 1600 ერთეულამდე); * გამოსახულების სტაბილიზირების სისტემა დაფუძნებულია მატრიცის გადაადგილებაზე; * 3 ჯერადი ოპტიკურ ზუმიანი ობიექტივი, რომელიც მუშაობს 24–დან 72–მდე ექვივალენტის მქონე ფოკუსურ მანძილზე; * 4 ჯერადი ციფრული გადიდება; * 2,7-დიუმიანი TFT-დისპლეი გარჩევადობით 460000 პიქსელი; * შიდა მეხსიერება 54 მბ; * SD და SDHC ბარათების სლოტები; * ფოტოსურათების მაქსიმალური გარჩევადობა 4000 х 3000 პიქსელი (აქვს JPEG და RAW ფორმატის მხარდაჭერა); * AVI-ვიდეოს ჩაწერა ხორციელდება გარჩევადობით 640 x 480 პიქსელი, სიხშირით 30 კადრი წამში * გადაღების 6 რეჟიმი, 8 სიუჟეტური პარამეტრი და თეთრის ბალანსის გასწორების 7 რეჟიმი (ავტომატური და მანუალური რეჟიმის ჩათვლით); * ფუნქციები – Self-timer, Interval Shooting, Colour Bracket, Noise Reduction, Histogram, Grid Guide და Electronic Level; * USB 2.0 ინტერფეისი; * AV NTSC/PAL–ს მხარდაჭერით.
Ricoh GX200 ყიდვა შესაძლებელი იქნება უკვე მომდევნო თვეში $690 (სტანდარტული კომპლექტაცია), Ricoh GX200 VF KIT – $788.