თავიდან ბოლომდე არ წამიკითხავს თემა თუმცაღა პირველ რამოდენიმე გვერდს გადავავლე თვალი, და კითხვა გამიჩნდა შემდეგნაირი: ხელოვნება არ შეიძლება დაკავშირებული იყოს ტექნიკასთან?! ბოლო საუკუნეების გამოგონებებთან?! თუ მაინცდამაინც მარტო მაშინ გამოსდის ადამიანს Xელოვნების შედევრი როდესაც თავისი ხელებით ქმნის, ძერწავს, ხატავს... და არ ითვლება ის მომენტი როდესაც თავის ხედვას ასახავს ფოტოზე, ღომელიც შესაძლებელია 1დაწკაპუნებით შექმნას. მხატვრობას და ფოტოგრაფიას საერთო ალბად მარტო ის აქვთ რომ ორივეს შედეგი კედელზე იკიდება ჩარჩოში ჩასმული. ზოგს ხატვა შეუძლია, ყველას-"კნოპკაზე" დაჭერა, მაგრამ ამ ყველადან ცოტას თუ აქვს ხელოვანის ხედვა, ვსო დავამთავრე!!!
მხატვარი რომ იტყვის ფოტოგრაფიაში ემოციას ვერ ვხედავო ის ხისტად რომ ვთქვა აზრზე არ ყოფილა რა არის ხელოვნება. ვერასდროს დახატავს რაიმე ღირებულს და მითუმეტეს ვერც გადაიღებს. სრული მარაზმი იყო რაც წავიკითხე. ფეხბურთელები რომ იძახიან დილეტანტების კრიტიკას არ ვუსმენო სწორი არიან,მოდი უსმინე ეხლა ასეთ სისულელეებს და მერე კიდევ ეკამათე
ხელოვნება არ შეიძლება დაკავშირებული იყოს ტექნიკასთან?! ბოლო საუკუნეების გამოგონებებთან?! თუ მაინცდამაინც მარტო მაშინ გამოსდის ადამიანს Xელოვნების შედევრი როდესაც თავისი ხელებით ქმნის, ძერწავს, ხატავს... და არ ითვლება ის მომენტი როდესაც თავის ხედვას ასახავს ფოტოზე, ღომელიც შესაძლებელია 1დაწკაპუნებით შექმნას.
ძნ მაინტერესებს თვითონ რა პასუხს გასცემდი შენივე დასმულ შეკითხვას : )
Gizy, თუ შენ გვეტყვი რას გულისხმობ ხელოვნებაში, მგონი ამ თემის ირგვლივ საუბარი უფრო ნათელი გახდება, თორემ მაშინ სათაური უნდა შევუცვალოთ თემას და ეგ არის...
თუკი ფიქრობ, რომ ხელოვნება ემოციებს არ შეიცავს, მაშინ სულ ტყუილად ალაპარაკებ ამდენ ადამიანს და აკამათებ იმაზე, მხატვრობა უკეთესია თუ ფოტოგრაფია...მოდი მოგვეცი ზუსტი განსაზღვრება თუ რა არის ხელოვნება და შემდეგ ვნახოთ ჯდება თუ არა ფოტოგრაფია ამ კრიტერიუმებში...
სიტყვა ემოციის განმარტებაც არ იქნებოდა ცუდი, რადგან იქნებ ამ სიტყვაში შენ რასაც გულისხმობ მე ამას გრძნობას ვეძახი, ეს სრულიად განსხვავებული ტერმინებია...ასე რომ როცა სათაურს არჩევ ცოტა უფრო კონკრეტული და გასაგები უნდა იყოს კითხვა....ადრე შეგრძნება და გრძნობას გერმანელი მგოსნები ერთმანეთში ურევდნენ, დღეს კი ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს ორი სიტყვა აბსოლიტურად სხვადასხვა ცნებაა...მაგრამ ზოგჯერ მაინც ერევათ....რა თქმა უნდა ყველას შეუძლია სიტყვები ისე იხმაროს როგორც მოეპრიანება, მაგრამ როცა ვკამათობს, ყველამ უნდა გაიგოს რაზეა საუბარი...
იმაში, რასაც მე ხელოვნებას ვეძახი, ფოტოგრაფია აუცილებად მოიაზრება...სულაც არ არის საჭირო მხატვრობას გავდეს, მერე რა რომ მხატვრობიდანაა წამოსული, ეგ არ ამტკიცებს, რომ რამით ნაკლებია მასზე....
ფოტოგრაფია ახალი დარგია, მას განვითარება, აღიარება აკლია... ასევე იყო საუკუნის წინ ფსიქოლოგია...ის ფილოსოფიას ჰქონდა შთანთქმული და დღესაც ბევრს ფილოსოფოსს ჰგონია, რომ ფსიქოლოგია მეცნიერება არ არის,მაგრამ ეს ხომ ტყუილია....ის არის მეცნიერება, მხოლოდ სულ ახალი, სულ რაღაც 1 საუკუნის და ამიტომ არც მას აქვს მოპოვებული დიდი მიღწევები და აღიარება, თუმცა ძალიან პოპულარულია, ისევე როგორც ფოტოგრაფია... შენ რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ ფოტოგრაფიას არ შეიძლება ჰყავდეს გენიოსები? გენიოსი, ეს არის ადამიანი, რომელიც პლასტიურია არსებული ინფორმაციის მიმართ... ის მხატვარი, კომპოზიტორი, მწერალი, ფილოსოფისი მხოლოდ იმიტომ კი არ არის აღიარებული, რომ ამ სფეროებში მოღვაწეობდნენ, ადამედ იმიტომ, რომ მათ მოიტანეს ის რაც კაცობრიობას აინტერესებდა, მათ შექმნეს ის რაც არსებობს, რაც დაილექა ადამიანში ამდენი საუკუნეების განმავლობაში...ეს ყველაფერი ჩვენს არაცნობიერშია (კოლექტიურში) და გენიოსი ის არის ვინც ამას გამოიყენებს.....რა შექმნა შექსპირმა? მან დაწერა მეფე ლირი და ეს არის შედევრი, რატომ? ეს ხომ ჩვეულებრივი ზღაპარია, რასაც ყველაგან წერდნენ....მამა და სამი ქალიშვილი...მესამე ქალიშვილი ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და მამის მოსიყვარულე...ბოროტისა და კეთილის ჭიდილი...ქონებაზე დახარბებული ადამიანები.........................თითქოს არაფერია ამაში ახალი, მაგრამ ეს გენიალურია....ეს შედევრია...
რაც შეეხება გენიოსებს, მე განსაკუთრებული დამოკიდებულება გამაჩნია ამ საკითხის მიმართ...ვფიქრობ, რომ სამყაროს საკმაოდ ბევრი გენიოსი ჰყოლია...ამ გენიოსთა ღვაწლი საკმაოდ დიდია და მათი შედევრები ასაზრდოებს კაცობრიობას, მაგრამ ვფიქრობ, რომ გენი დაღლილია, და ეხლა მას შესვენების საუკუნე აქვს, არც კი ვიცი ასე რატომ ვფიქრობ, მაგრამ ეს ჩემი აზრია...გავა დრო და ფოტოგრაფიას ბევრი გენიოსი "დაუგროვდება"....
რაც შეეხება ვან გოგის მზესუმზირებს...გეთანხმები, რომ რამდენი გენიოსი ფოტოგრაფიც არ უნდა მოიყვანო, მაინც ვერ გამოუვათ ის რაც ვან გოგიმ შექმნა....მაგრამ იმასაც დავუმატებ, რომ ამას ვერც გენიოსი მხატვრები შეძლებენ! და შენ წარმოიდგინე არც არის საჭირო - ეს პლაგიატობაა
წარმატებებს გისურვებ შენს შემოქმედებაში...მე ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემდი მხატვრებს, იმიტომ რომ ეს არის მგონი ხელოვნების ერთადერთი დარგი, სადაც არაფერი გამომდის....მაგრამ მიუხედავად ამისა თავს ხელოვნად ვთვლი...მხოლოდ მხატვრობა არ არის ხელოვნება
"...დრო გადის და ვხვდები, ვერასოდეს დავინახავ ცხოვრებას ასეთ ლაღს და ასეთ თავისუფალს, ვერც იმ ფერებს და იმ სილამაზეს შევნიშნავ, ალბათ, ფოტოაპარატმომარჯვებული რომ ვნადირობდი ხოლმე. საერთოდ ფოტოგრაფია ძალიან კარგი საშუალებაა საკუთარო გრძნობებისა და შინაგანი სამყაროს გამოსახატავად, განიჭებს სრულ თავისუფლებას და გრძნობ, რომ გაქვს ძალა, წამი შეაჩერო. ხშირად, ძალიან ხშირად, როდესაც დავდივარ ქუჩებს, სახეებს, სიტუაციებს კადრებად აღვიქვამ, ისეთ კადრებად, რომელსაც მეორედ ვერ იხილავ, ვერ დადგამ ხელოვნურად და ვნანობ, აპარატი რომ არ მაქვს ხოლმე თან... აპარატმა მომანიჭა ის სიამაყისა და უპირატესობის გრძნობა, რასაც ვხედავ და განვიცდი, როდესაც ჩემს ფოტოებს ათვალიერებენ... როდესაც მაქვს ძალა, სხვებს ჩემი ხედვა ვაჩვენო, თავიანთი ქვეყანა ვაჩვენო ფარატინა ფურცლებისა და ინტერნეტის გვერდეის საშუალებით. არიან ადამიანები, რომლებიც მკიცხავენ იმის გამო, რომ მე ფოტოს რეალურობას ვუკარგავ, “ვაფერადებ”, ვასხვაფერებ... მაგრამ მათ ის არ უნახავთ რაც მე ვნახე, როცა ამ ფოტოებს ვიღებდი... მე კი ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ აპარატი ვერასოდეს აღიქვამს იმ ფერებს და იმ ბუნებას, იმ არწივის გამჭოლ მზერას, როგორც ადამიანის თვალი აღიქვამს. ამიტომაცაა, რომ ფოტო კორექტირებას მოითხოვს, ჩემი ხელით, ჩემი თვალით ნანახს ემსგავსება და ვცდილობ, ნანახი გადავიტანო ფურცელზე... ასე იქმნება ულამაზესი გაჩერებული წამები, რასაც ვიღაცებმა ფოტოგრაფია და ფოტო დაარქვეს. მე ალბათ წამის გაჩერებას დავარქმევდი, ფოტოებს კი წამებს, წამის მეათასედებს... როდესაც ფოტოს “აკეთებ” შენც ქმნი... საერთოდ ხელოვანი ადამიანები ყველა ახლოს დგანან ყველა დროის უდიდეს შემოქმედთან _ ღმერთთან, მხოლოდ ხელოვნებს შესწევთ უნარი, მიახლოვდნენ და შეიცნონ უფალი, მონათესავე სული... რადგან ისინიც ქმნიან, ისინიც ახალ სიცოცხლეს ძერწავენ პოემების, ლექსების, მხატვრული ტილოების, მუსიკისა და, თუდაც, ფოტოების სახით... ახალი სიცოცხლეები, რომლებიც ამაყად იწონებენ თავს სხვების გონებაში და ხშირად საუკუნეების მარგალიტებად იქცევიან... სწორედ აქაა ყველაზე დიდი ცდუნება, რომ შექმნა ”წამი”... უფალმა სამყარო და მთელი წარსული, აწმყო და მომავალი შექნა, რაც აუარება წამების, წუთების, საათების, წლებისა და საუკუნეების ერთიანობაა... იგივე ფოტოგრაფის ძალები კი მხოლოდ “წამის” შექმნასა და უკვდავყოფას გაწვდება... "
ჩემთვის არსებობს რამდენიმე ისეთი ფოტო, რომელიც ყველანაირ ჯოკონდას მირჩევნია.. არის ისეთი ამ რასაც ვერც მხატვარი მოიგონებს და ვერც მწერალი დაწერს.. არის ისეთი ემოციები და კადრები რასაც ვერ შექმნი თუ არ ნახე და აღბეჭდე და ეს კადრები იმსახურებენ იმას, რომ მსოფლიოს საუკეთესო გალეებს ამშვენებდნენ და უფრო მეტადაც ფასობდნენ, ან საერთოდ როგოც ჩემთვისაა, სეუფასებლები იყვნენ...
აი რამდენიმე მათგანი, რომელიც მე პირადად ყველაფერს მირჩევნია...
Donald McCullin/для The Observer, Quick, Life, Великобритания. Апрель 1964 года. Хазиверам (Ghaziveram), Кипр. Турчанка оплакивает своего мужа, ставшего жертвой греко-турецкой гражданской войны.
Hector Rondon Lovera/Diario La Republica, Венесуэла. 4 июня 1962 года, морская база Пуэрто Кабэлло. Смертельно раненный снайпером солдат держится за cвященника Луиса Падилло (Luis Padillo).
Eddie Adams/AP, США. 1 февраля 1968 года, Сайгон, южный Вьетнам. Шеф южновьетнамской национальной полиции Нгуйен Нгок Лоан (Nguyen Ngoc Loan) приводит в исполнение казнь участника вьетконговской армии.
Ovie Carter/Chicago Tribune, США Июль 1974 года, Нигерия. Жертвы засухи.
Stanley Forman/Boston Herald, США. 22 июля 1975 года, Бостон. Ребенок и женщина падают, пытаясь спастись от пожара.
Mike Wells, Великобритания. Апрель 1980 года. Район Карамоджа (Karamoja), Уганда. Ужасно голодный мальчик и миссионер.
Larry Towell/Magnum Photos, Канада. Март 1993 года. Палестинские территории, Сектор Газа. Палестинские мальчики вскинули их игрушечные пистолеты в знак неповиновения израильтянам.
James Nachtwey/Magnum Photos для журнала Time, США. Июнь 1994 года. Руанда. Мужчина этнической группировки Хуту, был искалечен милицией, которая подозревала его в симпатизировании мятежникам этнической группировки Тутси. Руанда.
Erik Refner/для Berlingske Tidende, Дания. Июнь 2001 года. Лагерь беженцев Ялозай (Jalozai), Пакистан. Тело афганского мальчика-беженца готовится к похоронам.
Finbarr O'Reilly/Reuters, Канада. 1 августа 2005 года. Тахва (Tahoua), Нигерия. Мать и ее ребенок в центре бесплатного питания.
პირველი გვერდი წავიკითხე მხოლოდ და მეორეზე გადასვლა მივხვდი რომ აღარ მინდა ))) ისეთი მარაზმი ეწერა, ეხლა პასუხიი თემის ავტორს , ( თემის სახელწოდება უკვე მარაზმულია .. )
ბევრმა მგონი არ იცის ხელოვნება რას ნიშნავს , და კიდევ ის რომ არსებობს ფოტოხელოვნება !!!!!!! , ფოტოხელოვნება მხატვრული შემოქმედების ერთ-ერთი სახეობაა, რასაც უდევს საფუძვლად ფოტოაპარატი. და ხელოვნება არის საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმა , და ნიშნავს სინამდვილის მხატვრულ ფორმაში ასახვას, გადასცემ შინაარსს სიმბოლიკას და ა. შ. ხოდა ზოგი ირჩევს ფუნჯს და ზოგიც ფოტოაპარატს, და ის რომ მხატვრები და მათი ნამუშევრები ჭარბობენ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ოპტიკა და ქიმია გვიან განვითარდა შედარებით .
მე ვხატავ საერთოდ და სულ რაღაც ცოტა ხანია რაც ფოტოგრაფიით დავინტერესდი.... მიუხედავად იმისა რო ჯერ კარგად ვერ ვერკვევი ფოტოგრაფიაში დამიჯერეთ აბსოლიტურად განსხვავებული ხელოვნებებია... თამამად ვამბობ რომ ორივე ხელოვნებაა...
სხვისი არ ვიცი მაგრამ მე როცა ვხატავ გადმოვცემ ჩემ ემოციებს რამოდენიმე დღის განმავლობაში, და უფრო ზოგადი გამოდის არა კონკრეტული... ფოტოგრაფიაში კიდე კონკრეტულ მომენტში კონკრეტულ ემოციას გადმოცემს ადამიანი...
ჩ/ა Added @ Levan Sikharulidze, გავსხივოსნდი Added @ მართალია უიმედოთ, მაგრამ ფოტოგრაფია ერთადერთი იარაღია რითიც შეიძლება დროს შევებრძოლოთ....