აუ რა მაგარიააააააააააააა მადლობა ყველას ვინც განახორციელა დაწყებული ბექადან დამტავრებული თითოეული ჩვენგანით. ზალიან კარგად დამამახსოვრდა ეს დგე და ძალიან შემიყვარდით სუყველა ასე რომ ხშირად შევიკრიბოთ ხოლმე
ახლა მეც დავდებ რამოდენიმე ფოტოს Added @ ეს კი ის პატარა ეკლესიაა , რომლის კედლები გვიძლებდნენ რამოდენიმე საათის განმავლობაში ეს შიო მღვიმელის სამარე.. ორი ღვთის მსახური..
ამ ფოტოებს რომ ვუყურებ უფრო მეტად მინდება კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად წამოსვლა კვირას ლაშქრობაში იმედი მაქვს არ გადაიდება!
რა ამის პასუხია და დღეს ვიყავი ,,ტრადიციული მრავალხმიანობის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმზე", კონსერვატორიაში (ბოლო დღე იყო).
სამსახურიდან მივედი მანდ და ჩემი Zenit-ი თან აღარ წავიღე (ჩანთა ისედაც ძალიან მძიმე იყო), მაგრამ მერე ძალიან ვინანე, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სცენაზე ბორდოსფერ ჩოხებში გამოწყობილი 13 იაპონელი ვაჟი გამოვიდა, რომელთაც ქართულ კაბაში გამოწყობილი იაპონელი გოგონა გამოყვა.
თუ ვინმე იყავით და გადაიღეთ ფოტო იქნებ გამომიგზავნოთ?! წინასწარ დიდი მადლობა.