პატივცემულნო!!!! ვინ იცის როდისაა დაჯილდოვება?? რაც შეეხება ქოლგას ჩემს შეხედულებებს თვითონ ვეტყვი ავტორებს. შარშანდელთან შედარებით უკეთესი იყო, დანარჩენი მოგვიანებით....
LOOSER, მემგონი აღქმადობასთან დაკავშირებით სჯობს რამე ტრენინგი გიარო
სულ ყველგან წუწუნი, ლანძღვა და ვაი ვიში რატომ გელანდება? მე პირადად ამ თემაში მსგავსი რამ არ მინახავს..
რა შუაშია წუწუნი, თუ აღნიშნავს ხალხი, რომ განათებების იდეა კარგი იყო, მაგრამ ცუდად შეუცვალა ტონალობები ფოტოებს.. <-- რამე ნახე აქ არასწორი? რამეს აქ არ ეთანხმები?
დაანებე თავი სხვების კომენტირებას დარწმუნებული ვარ შენზე და ჩემზე ბევრის მნახველი ხალხი წერს აქ კომენტარებს და მე პირადად არ გავკადნიერდებოდი და ეგრე ჭკუისდამრიგებლურ კომენტარებს არ დავწერდი..
რაც არის მინუსი ის იწერება, და რახან ერთიდაიგივე იწერება, ესეიგი მართლა ეგრეა
წუწუნი არაფერ შუაშია და სიმართლე გითხრა ისიც არ მაინტერესებს მაინდამაინც ვისი ფოტო გავიდა და ვისი არა.. არც გამიტანია მეთვითონ არაფერი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაგას...
სიმართლე ვთქვა უარესს ველოდი ბევრად და შეიძლება ითქვას "სასიამოვნოდ გაკვირვებული" დავრჩი
მაგრამ ვთვლი, რომ ასეული იყო რბილად რომ ვთქვა "უცნაურად" შერჩეული, რისი აბსოლუტური კულმინაციაც იყო "სერია - შავი ზღვის პირას" არც გამიკვირდება მაგან რო გაიმარჯვოს...
პეიზაჟები არ გაუტანიათო ეტყობაო... მე ვიცი რამოდენიმე ძალიან კარგი ფოტო, რომელიც ვერ მოხვდა ასეულში
ჩალათას გარეჯის სერიაზე კიდე გული მეტკინა ისე იყო დაბეჭდილი.. სხვა ფოტოებიც მაგრად გააფუჭეს...
განათების იდეა მომეწონა ნამდვილად..
დასკვნა: შარშანდელს ჯობდა, მაგრამ კარგამდე ჯერ ძააააალიან ბევრი უკლია Added @ პ.ს. ყველას თავისი აზრი აქვს
გასაგებია მინუსი უნდა დაიწეროს მარა ყოველწელს ერთიდაიგივე მინუსი როგორ იწერება.
ერთიდაიგივეს ხარშვა როგორ არ გახდა მოსაბეზრებელი ან ერთიდაიგივე აზრის გამოთქმა უამრავჯერ. Added @ მოკლედ კეთილო ხალხნო. ყველას პატივს გცემთ და წარმატებებს გისურვებთ ამ პრობლემების მალე გამოწორებასში
მე მოვრჩი ამ თემაში ჩემი აზრის დაფიქსირებას
კითხვა თუ გაგიჩნდათ პირადად გიპასუხებთ ნებისმიერ კითხვაზე და არა აქ.
თქვენა და ერთი და იგივე კითხვების დასმა, რომელზეც ამდენი გვერდია გპასუხობთ, ძალიან გევასებათ?
ყოველ წელს ერთი და იგივე მინუსი იმიტომ იწერება, რომ არ სწორდება და კიდევ დაიწერება, სანამ ასე გაგრძელდება. რაც კარგია, არ ვუკარგავთ და ყველამ დაწერა, ხომ?! ჩვენ გვაქვს კონკურსთან დაკავშირებით ჩვენი აზრი, ვწერთ და ვამბობთ, რატომ ვფიქრობთ ასე და თქვენ ამბობთ რატომ გაქვთ ეს აზრი გინდა თუ არაო და რატომ ამბობთო? გპასუხობთ, მარა არრრრა! კიდევ და კიდევ და კიდევ და კიდევ ვინ წუწუნებს, მაგრამ თუნდაც ვწუწუნებდე, თქვენი ნებართვა მჭირდება?! თქვენი ლოგიკით, თუ ძალიან არ გსიამოვნებთ, რომ ვინმე ქოლგით აღფრთოვანებული არაა, ნუ კითხულობთ. ბოლოს და ბოლოს ქოლგისგან განსხვავებით ამ ფორუმს და ამ თემას ბევრი ალტერნატივა აქვს!
მონაწილეობა მე ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მოწყობილ კონკურსშიც მივიღე, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ის ვარგოდა ან კარგი იყო.. საერთოდ კარგი კონკურსი არ გვაქვს საქართველოში. მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს რომ ეთანხმები და მოგწონს ყველაფერი..
კიდევ ერთხელ დავწერ მაგალითს და იმედია უფრო კარგად გაავლებს ხალხი პარალელს: მოსახლეობა მუდმივად მიდის არჩევნებზე, ძალიან ბევრი უკმაყოფილოა და ძალიან ბევრი კმაყოფილია სედეგებით.. მაგრამ შედეგების შეცვლა უკანონო გზებით ან გადატრიალებებით არ ხდება, არც არჩევნების იგნორირებით არ მიიღწევა შეწდეგი.. ერთადერთი გამოსავალია, რომ მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, რომ მეტი იყოს არჩევანი, რომ მეტს გთავაზობდეს თვითონ არჩევნები.
ამ შემთხვევაში ქოლგასთან ანალოგია ასეთია: უფრო მრავალფეროვანი იყოს ჟიურიური, უფრო მეტ კატეგორიას მიეცეს ადგილი 100 საუკეთესოში, უფრო წარმომადგენლობითი იყოს ავტორების ჩამონათვალი ვინც გავიდა ქოლგაზე, ტეხავს როცა ერთი ავტორის გადის 2 ფოტოზე მეტი. შარშან საერთოდაც 5-6 ფოტო იყო გასული რამდენიმე ადამიანის.
ის რომ უფრო კარგი გარემო გვინდა არაა გასაკავირი, ჩაწყობას ხომ არ ვითხოვთ, აბ ავტორიტეტების ცნობას. მონაწილეობა შეიძლება შემდეგ წელსაც მივიღო, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვსიო, ქოლგაზე პრობლემები აღარაა. სილაში თავის ჩარგვა სირაქლემასავით არაა კარგი. თუ რამეა პრობლემაა, უნდა თქვა. თორემ ხომ იცი, რაც უფრო ღრმადაა თავი სილაში ჩაყოფილი, მით უფრო ნაკლებადაა უკანალი დაცულიო...
უბრალოდ განვიხილავთ. წუწუნი არაა ის რასაც მე აქ ვწერ. ზოგადად არ მჩვევია წუწუნი. თუ რამე მომწონს ვამბობ, რაც არ მომწონს იმასაც ვამბობ და თანაც პირში ვეუბნები ორგანიზატორსაც და მონაწილეებსაც.. ვისათან რა მაქვს დასამალი. არ ვცხოვრობ ისეთი ცხოვრებით და არ მაქვს ისეთი რეპუტაცია რომ ვინმესთან რამის თქმის მერიდებოდეს ან ვინმეს ზურგს უკან ვილაპარაკო..
დარწმუნებული ვარ შენზე და ჩემზე ბევრის მნახველი ხალხი წერს აქ კომენტარებს და
აი ამაშI მე ძალიან ეჭვი მეპარება
----------------------------------------------------------- მოკლედ ვინც თავგამოდებით ამტკიცებთ ქოლგას აკლიაო, ჯერ იმაზე დაფიქრდით თვენ რამდენად გაკლიათ კომპეტენტურობა ამ სფეროში.
ამ საიტზე ჯერ მე რამე ახალი არ მინახავს, იმენა სტანდარტებში ისე მაგრად არის 80% გამჯდარი რო კაი ხანი ვერ ამოვა, თუ ოდესმე ამოვიდა საერთოდ.
უმეტესი ნაწილის ფოტო კარგი მარტო ფოტოაპარატის ხარისხის ხარჯზეა და არაფერი მასში არ დევს გარდა Canon და Nikonის ბოლო მოდელების შესაძლებლობებისა, (მეტი აპარატი ჩვენთან მოდაში არაა და... ) ამას ბოკეს 2010 წლის საუკეთესო ფოტოების კრებულიც ამტკიცებს რომელშიც 10 ფოტოც შეიძლება ვერ ამოირჩეს მართლა საუკეთესო.
შეიძლება ფოტო ძალიანაც ლამაზი იყოს მაგრამ მხატვრული ღირებულება არ გააჩნდეს.
P.S. არსებობენ გამონაკლისებიც როგორც ყველგან და ყოველთვის, რომლებსაც რაც ვთქვი არ ეხება, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით.
ვინც ჩემ ნაწერს საკუთარ თავზე მიიღებთ და გაბრაზდებით ან გეწყინებათ ან რამე მსგავსი, მე მაპატიეთ და ჯობია თქვენ გალერეებს გადახედოთ სანამ ვინმეს ან რამეს გააკრიტიკებთ. მაგრამ ძალიანაც ნუ მიაქცევთ ყურადღებას , ეს ხო ჩემი აზრია. : ))
ხო კიდევ ერთი, მე თვითონ ვამბობ თუ არ მოგწონს რას გაგაქვთ ქოლგაზე თქო, ხოდა თქვენ მეტყვით, თუ არ მოგწონს ეს ჩვენი ბოკე რაღას შემოდიხარო, ხოდა ჩემს აზრს გავითვალისწინებ ნამდვილად და აქ აღარ შემოვალ.
თან საშიშია, შეიძლება აქ ხშირად სტუმრობამ გემოვნება მთლიანად მომისპოს.
ძალიან მცირეოდენს კი ვეტყოდი რო ძალიან კარგები ხართ და ეგრე გააგრძელეთ, ოდესმე დაგაფასებენ და მარტო ბოკეზე არა
ოლალა, დაგასწარი, უკვე გითხარი, ნუღარ შემოხვალ ამ თემაში-მეთქი ისე, რასაც წერ, ეგ ყველაფერი მართალია გარკვეულწილად, მაგრამ ქოლგასთან და კონკურსის შეფასებასთან ამას რა კავშირი აქვს, მომკალით და ვერ ვხვდები. არა.. მე მაინც მგონია, რომ ბესო ხაინდრავა ხარ.. თორე აბა ჩვენ კონკურსს ვაკრიტიკებთ და შენ ჩვენს გალრეებს უტევ და როგორც იტყვიან ლამის პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიხარ. ვერაა ჯანსაღი ამბავი ; )
შთაბეჭდილება მექმნება, რომ ჩვენი კლუბის წევრებმა არ იციან რას გულისხმობს სიტყვა "კრიტიკა". ეს არის როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეების წარმოჩენა-განხილვა რომელიმე ობიექტთან მიმართებაში. ანუ არსებობს როგორც ცუდი ასევე კარგი კრიტიკა. ჩვენში რატომღაც ეს მხოლოდ ცუდთან ასოცირდება.
ზოგიერთს ალბათ კრიტიკული აზრის მოსმენა არ სიამოვნებს, არადა საფუძვლიანი კრიტიკა, წინსვლის და განვითარების წინაპირობაა. თუ კრიტიკოსი არ გყავს, ან ღმერთი ხარ, ან არარაობა. ამიტომ ჩემი აზრით კრიტიკა საჭიროა ყველგან და ყველაფერში.
ჩვენი კლუბის წევრების 99% ერიდება ნამუშევრების უარყოფით კრიტიკას, მხოლოდ დადებითს წერენ. იმიტომ კი არა რომ არ შეუძლია უარყოფითად გაკრიტიკება, არამედ იმიტომ, რომ არ უნდათ კრიტიკის ობიექტი თავადაც გახდნენ. ეს კი ჩემი აზრით ძალიან ცუდია. როდემდე უნდა ვტკეპნოთ ერთი და იგივე ადგილი?
თუუ არმოგწონს ნუ იღებ მონაწილეობას, და თუ იღებ მონაწილეობას კიდე მიიღე ის რაც არის ხო?
შენი ვერ გამიგია, ესე იგი თუ კაცი სიტყვაზე საქართელოში ცხოვრობს და ხელისუფლება არ მოწონს ან უნდა შეეგუოს ანაც ხმა არ უნდა მაოიღოს იმიტომ რომ საქარტველოსი ცხოვრობს? მეტი ვარიანტები არა გაქ? ასე მარტივად ეგუები ყველაფერს?
olala,
თან საშიშია, შეიძლება აქ ხშირად სტუმრობამ გემოვნება მთლიანად მომისპოს. smile.gif
ქოლგაზე იარე და დახვეწავ გემოვნებას, გინდ ეგ და გინდ ტრეტიაკოვკა
Nino Baidauri,
ან ბესოა ან მისი ალტერ ეგოო, თAნ ტავს რომ იკლავს ქოლგაზს არ ვიცავო ის მაცინებს უზომოდ ) besos,
გეთანხმები, ზოგს კრიტიკა და შეურაცხყოფა ერთი და იგივე გონია
მე წელს ვერ მომვახერხე ქოლგაზე მისვლა მაგრამ მართლა მაინტერესებდა რა და როგორ იქნებოდა შეცვლილი. კაია,თუ მარლტა ისეა როგორც თქვენ ამბობთ არასოდეს მეპარებოდა ეჭვი რომ ორგანიზება კარგი იქნებოდა, თუმცა ჟიურის კომპეტენტურობა მაინც ეჭვ ქვეშ იყო. იმედია მართლა ორგანიზატორები ამო პოსტებს წაიკითხავენ და მომავლაში მაიც გამოსწორდება ზოგადი მიდგომა კონკურსის მიმართ.მაშინ უკვე მართლა შეიძლება დაფიქრდეს კაცი მონაწილოების მიღებაზე.
ეგ კითხვა ქოლგის ადმინისტრაციას რომ დაუსვა აჯობებს. აქ მაგაზე ვინ უნდა გაქცეს პასუხი? თუ კონკურსს "საერთაშორისოს" სტატუსის ქონა სურს, მაშინ უცხოელებიც უნდა ამონაწილეოს. საქართველოში ხომ ყველას ყველაფერი საერთაშორისო დონეზე გვინდა რომ იყოს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ უცხოელი ქართველზე წინ არ უნდა დააყენო, როგორც ეს რატომღაც ქართველებს გვჩვევია ხოლმე.