აუ ვაფშე არ მწყდება გული ქოლგაზე რომ ჩემი ფოტოები ვერ გავიდა. პირიქით ეხლა ვხვდები რომ ყველა ქოლგაში გასულ ფოტოზე მაგარი ფოტოები მაქვს
კიარადა ქოლგამ დამარწმუნა რომ ყველაზე მაგარი როჟა ვარ
ვისი ფოტოც გავიდა მინდა იცოდნენ რომ იმიტომ გავიდა თქვენი ფოტოები რომ მაგათ ფონზე გამარჯვებული კარგი გამოჩენილიყო. გამარჯვებული ვინ უნდა ყოფილიყო? 4 თვის წინ იყო ცნობილი.. აქედან გამომდინარე ვიციც ვერ გავიდა (ანუ ჩემი) ძალიამ მაგარი ფოტოებია. და რატომ ვერ გავიდა? იმიტომ რომ მაშინ უნდა გაემარჯვა მაგარ ფოტოს, ეს კიდე ვის აწყობს? არავის..
ვაფშე არ მშურს თქვენი პირიქით ვამაყობ რომ ჩემი ფოტოები იმის გამო დაიწუნეს რომ ძალიან მაგრებია
წინაწლების გამოცდილებაზე აქ საუბარი და ეჭვი მეპარება წელს რამე განსხვავებული იყოს.
tsumbusha,
არ გინდა გაიარე პრინციპი ჩემთვის პირადად მიუღებელია და მგონი შენთვისაც თუ ამაზეკრტიკას გამოთქვამ.ეგრე რო ეფიქრა ყველას თავის დროზე იქნებოდა ეხლა კიდე შევარდნაძე პრეზიდენტად.
იყოს ქოლგა, მაგრამ იქნებ ერთი ნორმალური კონკურსია მინცგვქონდეს ქართველებს.სირცხვილია უბრალოდ
ჰოდა ჩვენც მაგას ვამბობთ რომ ერთი ნორმალური კონკურსი გვინდა ყველას.აქ რომ იწერება არ და საზღვარგარეთ კონკურსებზე გაიატანეთო იგივეა,სახლში ცხელი წყალი არ გქონდეს და მაგის გაკეთებაზე ფიქრის მაგივრად ის თქვა წადი მეზობელთან დაიბანეო
არჩერ ეწყინებათ თუ არ დაუსაბუთებ და არ დაუმტკიცებ რო ნაგავია. პროსტო გითხრას შენი ფოტოებინაგავიაო გაგიტყდება თუ არ დაუსაბუთებ ახსნით რატომაა ნაგავი, ჩათვლიან რომ იმიტომ უწოდებ ნაგავს რადგანაც ქოლგაზე მოხვდნენ.
უკაცრავად, მაგრამ ხომ შეგიძლია მართლა დაასაბუთო რატომ არის ნაგავი?? იმიტო გეკითხები რო მანდ ჩემი 2 ფოტოც იყო ჩამონათვალში... უბრალოდ ძალიან მაინტერესებს ძალიან არასასიამოვნოა ასე ნაგავი რო უძახო დასაბუთების გარეშე ფოტოებს ))
არჩერის ფოტოებიდან რომელიმე მაინც იმსახურებდა მოხვედრას ჩემი აზრით ფაქტია რო ეს ადამიანი ძალიან მშვენიერი ფოტოების ავტორია აქვე დავძენ რო მართალია თავიდან მეწყინა ქოლგაზე არ'მოხვედრა , მაგრამ შევეჩვიე გეგონება არც ყოფილა ხოდა თქვენც შეეცადეთ შეეგუოთ რო ეს კონკურსი საქართველოში ტარდება რაც შეეხება ჩამოთვლილ ლინკებს , პირადად მე ეგ ფოტოები მომწონს , დემეტრეს ორი ფოტოდან 1 ჩემი ფავორიტი ფოტოა ნაგავსაც ვერ ვუწოდებდი...
მაგრამ ფაქტია რომ ზოგ ადამიანს , მაგალითად ნინო ბაიდაურს , გეგა ქუთათელაძეს , ლუიჩკას [და სხვებს] - უკეთესებიც ექნებოდათ. აქედან გამომდინარე გემოვნება - 0. Added @ ჰოდა პ.ს. tsumbusha, შარშანდელი ამბავი დავიჯერო არ გახსოვს? რა ფოტომ [თუ ფოტოებმა] გაიმარჯვა? და ვინც იყო გამარჯვების ღირსი მემგონი შენზე კარგად არავინ იცის.
ნუ შეიჭერით ახლა მართლა როლებში რა... რაღაც ისეთ ფორმას იღებს ზოგი პოსტი ნუ მაფიქრებინებთ, რომ ლუზერის და ოლალას პოსტები ლოგიკას მოკლებული არ იყო.
არცერთი ეგ ფოტო არაა ნაგავი! ზოგიერთი ფოტო სუსტია და ყველანაირი მიდგომით გაუგებარი, რა უნდა წლის საუკეთესი ასეულში, მაგრამ რამდენიმე კადრი ძალიანაც კარგი ფოტოა და ნაგვის თქმა არაკორექტულია უბრალოდ. ქოლგას ვაკრიტიკებთ და დიდი თავგამოდებით ვამტკიცებდი კონკურსის სისტემაზე და პრინციპებზე ვლაპარაკობთ-თქო და ერთმანეთს თუ დავეტაკეთ, კაი ამბავი... დასხდნენ აწი ქოლგის მესვეურები და იხითხითონ ჩვენზე, ისღა დარჩენიათ.....
Nino Baidauri, სხვათაშორის ვერ გასული ფოტოებით გამოფენის მოწყობის იდეამ ეგრევე შემაწუხა პირველივე დღეს როცა მივხვდი რო ვერ მოვხვდი რა კარგად ავხსენი ხო? ხოდა სათაურიც მოვუფიქრე "დაბრაკულები 2011"
თუ მართლა გადაწყვეტთ მსგავსი გამოფენის მოწყობას და თუ ჩემი ფოტოებიდან რომელიმე მაინც მოგეწონებათ დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით ესეც ჩემი უნიჭო , გამოფენაზე არ მოხვედრილი ფოტოები :
ყველაფერი გემოვნების ამბავია და ამ სამყაროში რამდენი მოაზროვნეც არსებობს, იმდენი გემოვნების ნაირსახეობაა. ის რომ ვიღაცას რაღაც არ მოსწონს, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველას არ უნდა მოსწონდეს. რაიმე კონკრეტულს არ ვგულისხმობ. უბრალოდ იმ ხალხს ვინც ეს ფოტოები გადაიღო და იმათაც ვინც ეს ფოტოები აარჩია, მოსწონთ ისინი. ეს არის და ეს. ეს იგივეა იმაზე ვიდაოთ, ბალახი რატომ არის მწვანე, რადგან ზოდიერთს ვარდისფერი მოსწონს და თოვლი რატომ არის თეთრი, რადგან ვიღაცას ჟრუნისფერი უნდა რომ იყოს. ამაშია მთელი სამყაროს სილამაზეც და მრავალფეროვნებაც, რომ ყველა ერთნაირად არ ფიქრობს და ყველას ერთნაირი გემოვნება არააქვს.
ჩემი თხოვნა იქნება, პატივი ვცეთ ერთმანეთს და ერთმანეთის აზრს! ეს არის მთავარი.
საერთოდ ყველა ინტელექტუალურ კონკურსს ჰყავს თავისი მომხრე და მოწინააღმდეგე. დამეთანხმებით ალბათ, რომ თუ მოხერხდა და ახალი კონკურსი შეიქმნა, იმასაც ეყოლება თავისი მაქებარ-მაძაგებელი. ამიტომ ის რომ ქოლგის საწინააღმდეგო არგუმენტები და ფაქტები იდება ამ ფორუმზე თუ სხვაგან, ვფიქრობ არ ნიშნავს იმას, რომ ქოლგამ საერთოდ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება. აქ მთავარი კონკურენციაა და ეს სიტყვა მხოლოდ ქიშპობას რომ არ ნიშნავს თქვენც ჩემზე კარგად მოგეხსენებათ.
ეხლა კი საქმეზე:
გუშინ ვესაუბრე ერთ-ერთი აქაური (გარმანული) ჟურნალის რედაქტორს, რომელიც დაინტერესებულია სამხედრო თემატიკით და სიამოვნებით გამოთქვა სურვილი პრიზის დაწესებაზეც და ფოტოების შეძენაზეც, ოღონდ კლიშეები დააწესა, რომ თემატიკა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი ნომინაციის ჩამოყალიბება შეიძლება, მხოლოდ ჟურმალ-გაზეთების სურვილების გათვალისწინებით. ეს ხომ ფოტოგრაფებსაც წაადგებათ, თუ მათ ფოტოებს იყიდიან და ქოლგასაც ეყოლება კონკურენტი, თუნდაც იმ მხრივ, რომ ამ კონკურსის შესაძლებლობები მხოლოდ კონკურსის ბოლოს კატალოგის გამოშვებით არ შემოიფარგლება და ფოტოებს თვიანთი დანიშნულებაც მოეძებნებათ. არა მგონია საქართველოში რომელიმე ჟურნალ-გაზეთმა უარი თქვას მსგავს კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე, ამა თუ იმ ნომინაციაზე თუნდაც მხოლოდ პრიზის დაწესების კუთხით. ასე რომ ძლიერნო ამა კლუბისა , ამოქმედდით. დროა საქართველოში, თუდნაც ფოტოგრაფიის კუთხით მაინც არ გვქონდეს ერთპიროვნულობა და მონოპოლიზმი.
მე რომ დაბრაკულები 2011-ის ორგანიზატორი ვიყო, სიამოვნებით მივიღებდი ყველა მაგ ფოტოს ბოლოს წინას გარდა : ))))) და თავიდან დაგამუშავებინებდი Added @ besos,
სრულიად მართალი ხართ, მონოპოლიაა პრობლემა და ყველა პრეტენზიის წყარო.
ნამდვილად ვიცი რო ქოლგა არაა კარგი კონკურსი და არც ალტერნატივა აქვს, მაგრამ ნუ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაწყოფას, და ნუ გავბოროტდებით თუ ფოტო არ მოხვდა ქოლგაზე დიდი ამბავი ეხლა ქოლგაც არ მყავდე მაგნუმი რა გწყინთ ვერ ვხვდები.
ასე რომ ნუ მივაყენებთ ნურც გასულ ფოტოების ავტორებს შეურაწყოფას და ნურცე ვერ მოხვედრილი ფოტოების ავტორებს, რაც არ უდნა ცუდი ფოტო იყოს იმას ავტორისთვის მაინც რაღაც ღირებული აქვს თუდნაც ტკბილი მოგონება ამიტომ ნაგავის ძაღილი ჩემის აზრით არაა მართებული აი ვემხრობი ერთიკაი კონკურსის მოწყობის იდეას Added @ NIKKE შენი მეორე ფოტო რაც დადე მაგრა მომწონს ძაან ძლიერი კადრია ყოჩაღ მაგ ფოტოსთვის
პ.ს. არჩერის ფოტოებიდან ბევრი იმსახურებდა ნამდვილად მოხვედრას და მართლა კარგი ფოტოებიც აქვს მაგრამ მაინც არაა ლამაზი გასულ ფოტოებს ნაგავი უძახო.