აჰა თქვენ ფოტოც სადაც დიდ აუდიტორიაში ხალხი ჰყავს შეკრებილი ბრესონს და იღებს ტიპაჟებს კინოკამერით
Lilacwine
ცნობილი ფაქტია რომ ზუსტად 345457476 კადრს იღებდა 1 ფოტოს გულისთვის!!! ვიპოვი ფოტოს მერე ნეტში 200 თუ 250 კადრიანი ფირი ( რარაც ეგრე არ ამხსოვს ეხლა ზუსტად, ადრე წავიკითხე) მიყოლებით გადაუღო ქალს რომელიც ეზოს გვიდა და იმ 200 კადრიდან 1 არის მარტო საზოგადოებისთვის ცნობილი და იმ ერთშია მარტო ზუსტად ის ფაზა "გარტყმული" რაც სურდა დანარჩენი ნა...
ხო და კიდე უმეტეს "დიდ ფოტოგრაფს" არანაირი შეხება არ ჰქონია თავის სიცოცხლეში ან გამჟღავნებასთან ან და ბეჭვდასთან მაგ: ბრესონი, სალგადო, ნიუტონი... გავაგრძელო?
24 კინოკადრი შეადგენს 1 წამს... ანუ 10 წამში კონოკამერით 240 კადრს გადაიღებ...
აქ გამოდის ბევრი ბრაკი კადრი (თვალების დახუჭვა და ა.შ.) და ბევრი ისეთი ემოცია, რომელიც წამის მეასედში გაიელვებს ხოლმე და ძაან უნდა გაგიმართლოს, რომ ფოტოაპარატით ეს დაიჭირო.
ეს კაცი მუშაობდა და მუშაობისა და ნიჭის სინთეზი რომ 100%-იან შედეგს იძლევა ქე იცით ჩემზე უკეთ!
ამაზე მეტი შრომა რა გინდა. ერთსა და იმავე მომენტს 10 წუთი გადაუღო (10 წუთი = 600 წამი. 600X24=14400) და მერე თოთხმეტიათასოთხასი კადრი ზედმიწევნით კარგად დაათვალიერო და ერთი აარჩიო...
ხომ შეეძელო ეგლიჯა 3-4 კადრი და აქედან აერჩია, მაგრამ...
წვალობდა და მოიპოვა კიდევ აღიარება!
ჰემინგუეი გამსახსენდა... ბატონმა ერტნესტმა "მოხუცი და ზღვა" 5-ჯერ გადაწერა ხელით ფეხზე მდგომმა... თითოეულ გადაწერაზე ახალ რაღაცას ამატებდა, რაც არ მოწონდა შლიდა... და ბოლოს რა დარჩა? მსოფლიო ლიტერატურის შედევრი!
ეგაა... ხელოვანი ხალხი "ცოტა" ზარმაცია... ნიჭიერი ხელოვანი "ცოტა უფრო" ზარმაცი...
ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება, როცა ნიჭიერი ხელოვანი შრომისმოყვარეა... და ზემოთ დავწერე ამ ყველაფრის შედეგი!
აი, კახურად ყურძენს რომ აყენებ... ჭაჭას არ გადაიღებ მანამ, სანამ... (გამგები გაიგებს )
არამგონია ბრესონი სლაიდ შოუს გადაღებით ეკაიფე თუმცა შეიძლება კიდეც რომ კაიფობდა.
შეილება და გადაიღო სლაიდ შოუ წამში 8 კადრი მეტიც და გაჩითო ,,მაგარი '' ფოტო მაგრამ მარტო მაგარი ფოტოს გაჩითვა თუ გისწორდება მაშინ ვიდეოს გადაღება და იქიქდან ჭრაც კაი პონტია.
არ ვემხრობი მოკლედ სლაიდშოუს გადაღებას.
გადაიღე ის კადრი რაც გინდა რომ გადაიღო და არა გაარტყა იმას რაც არ გინდოდა
კიდევ ვიმეორებ რომ ყველა ადამიანს ხვადასხბარი გემოცნება აქვს.
კიდევ ბესიკ რომ წერ ქიმიას ვერ იტანდა და კამერით იღებდაო. ამას პლიუს ის რომ ,,დამპალ სტუდიებს'' ვერ იტანდა.
რაღაც კონკრეტულ თვისებაზე დაფოკუსება არაფერს ნიშნავს.
საერთო ჯამში უნდა ვიცოდეთ ვინ იყო პიროვნება და მერე ვიტყვით რა გაგებით რას ამბობდა და რას აკეთებდა. რთUლია ასე ლაპარაკი .
გადაცემა ტაბუ-ს სტუდიაში მგონია ტავი, სტრინგერი კიდე (რა ქვია იმ ლ'ამაზ ქალს, ლ'ამაზი ბანტიანი საროჩკებით რო იჩითება ხოლმე) ზის ფეხი ფეხზე გადადებული და ამხნევებს სტუმრებს "საინტერესოა, ესე იგი თქვენ თვლით რომ....."
ხოდა მე ვთვლი, რომ თუ ფოტოგრაფი ხარ, უნდა გადაიღო ფოტოაპარატით, თუნდც 48739030 კადრი და იქინდა აარჩიო საუკეთესო და თუ ოპერატორი ხარ, მაშინ კინოკამერით. არ გადართოთ, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით !
ოოო, ხოდა მაგას ვამბობ რომ კინოკამერის დაჭერა არაა რთული, გადაიღებ ბავშვების თამაშს ეზოში 15 წუთი და მიიღებ 29447992 კადრს, აქედან 3 შედევრი იქნება. ხოდა არაა ეგრე საინტერესო
აბსოლიტურად არარეალურია რომ 29447992 კადრი დაათვალიეროს ადამიანმა. მაგასაც ხედვა სჭირდება და იმ კადრს კიდევ ამორჩევა და ეგ იმათ შეუძლიათ, ვინც კადრებს ხედავს, მაგრამ ტექნიკურად დაჭერის მომენტი არ გაუშვას ხელიდან, იმის ეშინია.
ანალოგიური მსჯელობით, დადგმული კადრების ავტორები შეგვიძლია ჩამოვწეროთ, რადგა იქ არაფერი წამი არაა დასაჭერი, ყველაფერს წინასწა გაამზადებ, გააშეშებ, კამერასთან მიხვალ და ჩხაკ!
ვითომ ასეა? არა მგონია
კადრი ფოტოგრაფმა უნდა დაინახოს! და დაფიქსირების საშუალება მეორეხარისხოვანია
stringer, კადრის დანახვაა ფოტოგრაფობა მერე თუ ამ კადრს სლრ-ით, ერთჯერადით, ციფრათი, პინჰოლით ან ძველი გარმოშკით, ან კიდევ კინოკამერით გადაიღებ, და მერე დაბეჭდავ, გამოგივა ფოტო. თუ Fოტოაპარატით კინოკამერით ან გარმოშკით ბევრ სურათს ააწყობ, გამოგივა ფილმი. ხოდა როფორი გამოგივა, ის უკვე ნიჭზეა დამოკიდებული. "მატრიცა"ფილმი 130 ფოტოკამერიტაა გადაღებული(საკმაო ნაწილი) და მერე 60 კაცი 6 თვე იქიდან კინოკადრებს აწყობდა. რა არ გინახიათ ფილმი რომ 1 კადრიც არ ვარგა? ნახეთ ტარკოვსკისფილმები და ნებისმიერი კადრი ცალკე ფოტოშედევრია
stringer, მე მგონია რომ გავიგე, შენ იკითხე გამართლებულია თუ არაო, მე ვთქვი კითქო. რატო აკვდება ყველა ფოტოგრაფი $5000 ქენონს 16 კადრს რომ ისვრის წამში. ეს კამერა პროფესიონალების ნიშაა,ქენონმაც იმიტომ გააკეთა რომ მოთხოვნილება იყო. ახლა ასე მგონია და მეტს მე დღეს ვერ გავიგებ
"მატრიცა"ფილმი 130 ფოტოკამერიტაა გადაღებული(საკმაო ნაწილი) და მერე 60 კაცი 6 თვე იქიდან კინოკადრებს აწყობდა. რა არ გინახიათ ფილმი რომ 1 კადრიც არ ვარგა? ნახეთ ტარკოვსკისფილმები და ნებისმიერი კადრი ცალკე ფოტოშედევრია
ბევრი საინტერესო მოსაზრება ითქვა და მე ჩემსას დავაფიქსირებ. ვინც street photography-ს მისდევს მემგონი ყველა დამეთანხმება რომ ამ სფეროში საკმაოდ ფასობს სწრაფი კამერები, რა თქმა უნდა ეს კამერები 24 კადრს წამში არ იღებენ მაგრამ წამში 5-6 კადრის გადამღები კამერა მაინც საჭიროებს რომ ჩვენი მოთხოვნილება ბოლომდე დავაკმაყოფილოთ. ყოველი წამის მეათედი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ძვირფასია და ამიტომ გვინდა რაც შეიძლება სწრაფად დავაფიქსიროთ ბევრი კადრი. ასევე იყო ჩემი აზრით ბრესონისთვის. სამწუხაროდ ბრესონს 5D და მსგავსი სწრაფი აპარატები არ ქონდა და მექანიკურ Leica-ს ( სისწრაფის მხრივ) სჯერდებოდა მაგრამ არ კმაყოფილდებოდა. ამიტომაც მან გამოიყენა ის რაც თავისი დროისთვის სწრაფი გადაღებების ერთადერთი საშუალება იყო. (ნუ განვკიცხავთ იმისთვის რომ მისი კამერა 24 კადრს იღებდა და ჩვენი ქენონები 16-ს) ასევე დარწმუნებული ვარ რომ ბრესონი ტყუილა უბრალოდ ჩართული კამერით არ დარბოდა და შემთხვევით არ "არტყავდა" კადრებს. იგი ამ კამერითვე იღებდა მშვენიერ ნამუშევრებს (ანუ საინტერესოს თუგინ 1 კადრი რომ გადაეღო აპარატით) მაგრამ კინოკამერა საშუალებას აძლევდა საუკეთესოთა შორის საუკეთEსო "ფაზა დაეჭირა". რა თქმა უნდა ის უფრო ფასეულია როდესაც 1 კადრს გადაიღებ მხოლოდ და ის 1 კადრი შედევრი აღმოჩნდება ვიდრე 100-იდან 1, იგივე შედარება იქნებოდა 1 თყვიით მიზანში გარტყმასა და ტყვიამფრქვევით გარტყმას შორის, მაგრამ მთავარი მაინც საბოლოო შედეგია.
ასევე თუ ბრესონს გავკიცხავთ კინოკამერის გამო მაშინ თანამედროვე ფოტოგრაფები თანამედროვე აპარატების გამო უნდა განვიკიცხოთ eye control, Auto focus და მსგავსი რაღაცეები რომ აქვთ, და საერთოდ სწრაფი აპარატების გამოშვება უნდა შევწყვიტოთ.
შესაძლოა საერთოდ 1880-იან წლებში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა რომელიც 1 კადრის გადაღებას 5-10 წუთს ანდომებდა ზენიტზე თქვას ეგ რაღა ფოტოგრაფიაა ეგრე სწრაფად გადაიღებ და კადრის დაჭერას რაღა უნდაო...
ასე რომ არ აქვს ჩემი აზრით მნიშვნელობა ფოტო 5D-თია გადაღებული, ზენიტით თუ კინოკამერით მთავარია ფოტო იყოს ფასეული, ხოლო ჩვენ თუგინდ ფოტოაპარატები დავიჭიროთ თუგინდ კინოკამერები ბრესონის ნამუშევრებისნაერ ფოტოებს მაინც ვერ გადავიღებთ. ასე რომ ვიდგეთ და ვიძახოთ ბრესონი "ჟულნიკობდა" ეგ რა ფოტოგრაფიააო და ის კი არის ფოტოგრაფიის მამა ჩვენ კი ბოკელი Amateur-ები
Kamikadze, მე ყველაფერში გეთანხმები ერთი პააწაწინა დეტალის გარდა აი ამის:
QUOTE
ხოლო ჩვენ თუგინდ ფოტოაპარატები დავიჭიროთ თუგინდ კინოკამერები ბრესონის ნამუშევრებისნაერ ფოტოებს მაინც ვერ გადავიღებთ
შენ გიწერია ბრესონის ნაირ ფოტოებს ვერ გადავიღებთო, ხოდა მე ვიტყოდი რომ კი გადავიღებთ! იმიტომ რომ ეს შესაძლებელია თავისუფლად. გადავიღებთ ან უკეთესს ან არანაკლებს უბრალოდ არა მისნაირს არამედ ჩვენი სტილისას იმისათვის რომ მერე არ ვიყოთ "პოდ ბრესონ" მთავარი რა არის? მონდომება!
რას უნდა დანახვა? კინოკამერა აღბეჭდავს და მერე არჩევ რა
ააააააა!
და-ნახვა კი არა, ნახვა, ნახვა! აბა მიდი და 10 000 კადრი ჯერ დაბეჭდე და მერე ნახე... და მერე აქედან ერთი აარჩიე?! არ უნდა ამას დრო და შრომა? ნახვა მარტო დათვალიერება კი არაა?
ვახ!
Added @ TATI,
QUOTE
მე ვიტყოდი რომ კი გადავიღებთ! იმიტომ რომ ეს შესაძლებელია თავისუფლად. გადავიღებთ ან უკეთესს ან არანაკლებს უბრალოდ არა მისნაირს არამედ ჩვენი სტილისას იმისათვის რომ მერე არ ვიყოთ "პოდ ბრესონ" მთავარი რა არის? მონდომება!