ხალხნოოოო, რა დაგემართათ? ნუთუ ესე ძნელია განსაზღვროთ სხვაობა უბრალო სარეკლამო ფოტოსა და რაღაც პროდუქტის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში შუშხუნა ღვინოების) მოხმარების ამსახველ ფოტოებს შორის?
სადმე პირობებში წერია რომ სარეკლამო ფოტოები უნდა იყოს? ცოტა ყურადღებით წაიკითხეთ კონკურსის პირობები (ეჭვი მაქვს სათაურის მეტს არავინ კითხულობს ) და მიხვდებით რა უნდა გადაიღოთ და რა არა საკონკურსო ფოტოების 70% თითქმის არ შეესაბამება კონკურსის მოთხოვნებს, სამწუხაროდ....
მოგესალმებით ყველას, კომენტარი მინდა გავაკეთო კონკურსის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, DEADLINE-მა გადაიწია იმიტომ რომ არ არის ის სურათები რისთვისაც წამოვიწყეთ კონკურსი. ჩვენ მართლა გვჭირდება თქვენი დახმარება რაც ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ შამპანურის მოხმარების სიტუაციების ლამაზად გადმოცემას და არა ნატურმორთების გადაღებას. ჩვენთან თითქმის ყოველდღე მოდის მინიმუმ 1 ადამიანი და გვთავაზობს ნატურმორტებს და სხვა სარეკლამო დიზაინებს (წარმოიდგინეთ რამდენი გვეკნება) ამიტომ ძალიან გთხოვთ მოინდომოთ და დააფიქსიროთ შამპანურის მოხმარების მომენტები. (წყვილები საკმარისია)
20 მარტის 21:00 (მიახლოებით) საათამდე მიმდინარეობს საკონკურსო ფოტოსურათების შეფასება, რის შემდეგაც ამ თემაში დასახელდება გამარჯვებული სამი ფოტოსურათის ავტორი.