Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ფოტოკონკურსი "ბაგრატიონი"
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები > ბოკეს კონკურსები > "ბაგრატიონი"
Pages: 1, 2, 3, 4
Shota Megrelishvili
[attachmentid=15622]

ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი "ბაგრატიონი 1882" (www.bagrationi.ge) ფოტოკლუბი ბოკეს მხარდაჭერით აცხადებს ფოტო-კონკურსს!

20 თებერვლიდან 20 მარტამდე განათავსეთ საკონკურსო გალერეაში საქართველოში ცქრიალა ღვინოების (შამპანურის) მოხმარების ტრადიციების ამსახველი ფოტოსურათი და მიიღეთ შანსი მოიგოთ შემდეგი პრიზებიდან ერთ-ერთი:
I-ლი ადგილი: 300 დოლარი + 1 ყუთი შამპანური "ბაგრატიონი"
II-ე ადგილი: 200 დოლარი + 1 ყუთი შამპანური "ბაგრატიონი"
III-ე ადგილი: 100 დოლარი + 1 ყუთი შამპანური "ბაგრატიონი"

საკონკურსო გალერეაში განათავსეთ შემდეგი თემატიკის ფოტო:
- შამპანურით ქორწილის აღნიშვნა;
- დაბადების დღის აღნიშვნა შამპანურით;
- საახალწლო ღამეს აუცილებელი სასმელი - შამპანური;
- რომანტიული საღამო... წყვილი... და ცქრიალა ღვინო...
- ბავშვის დაბადების აღნიშვნა შამპანურით;
- ტრადიციული ქეიფი შამპანურით;
- ცქრიალა ღვინო და ხილის დუეტი;
- შამპანური და ტკბილეულობა;
- შამპანური, როგორც აუცილებელი სასმელი სხვადასხვა ღონისძიებაზე და წვეულებაზე;
- როდესაც იმარჯვებ...
- შამპანური პრეზენტაციებზე;
- ფურშეტზე;
- და სხვა ღირსშესანიშნავ მომენტებში შამპანური, როგორც შეუდარებელი სასმელი.

საკონკურსო გალერეაში ფოტოსურათების განთავსება შესაძლებელია, როგორც არსებული ლიმიტების ფარგლებში, ასევე, შეძენილი ლიმიტის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფოტოკლუბი ბოკეს რეგისტრირებულ მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ სტატუსი: Newbie, Amateur, Amateur+, Photographer, Master, Event Manager, Moderator.
ფოტოსურათების შეფასება შეუძლია შეფასების უფლების მქონე ნებისმიერ წევრს.

20 მარტს, 21:00 საათზე, საიტზე მოქმედი შეფასების სისტემის საშუალებით გამოვლინდება სამი გამარჯვებული (ყველაზე რეიტინგული ფოტოსურათის ავტორები), რომლებიც დაჯილდოვდებიან ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი "ბაგრატიონი 1882"-ს მიერ.

პრიზის მისაღებად, გამარჯვებული ფოტოს ავტორმა უნდა გააფორმოს საავტორო უფლებების ექსკლუზიურად გადაცემის ხელშეკრულება (გამარჯვებულ ფოტოზე).
აგრეთვე, თუ თქვენმა ფოტომ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ის წარმოადგენს კონკურსის სპონსორის ინტერესს, შესაძლოა კონკურსის სპონსორმა - "ბაგრატიონი 1882"-მა ცალკე აწარმოოს თქვენთან მოლაპარაკება.

ფოტოების მიღება შეწყდება 20 მარტის 10:00 საათზე სპეციალურ გალერეაში:
ფოტოკონკურსი "ბაგრატიონი"

მოიმარჯვეთ ფოტოკამერები, მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში, გაიმარჯვეთ და ისიამოვნეთ ცქრიალა ღვინო "ბაგრატიონით"!
user posted image
archigio
მონტაჟი ხო მოსულა? DDDD.gif

ოღონდ ისეთი ვერავინ რომ ვერ მიხვდეს DDDD.gif
Shota Megrelishvili
archigio,
ფაილი უნდა გიწყობდეს ხელს, რომ მერე დიდ ზომაზე დაბეჭდო.
M I N I
საინტერესო და სასიამოვნო smile.gif

პრიზები განსაკუთრებით smile.gif
sabai
იიფ იიფ
Nina Minzoni
უი მე მაქვს გადაღებული ჩემს სამსახურში პრეზენტაცია ზუსტად ბაგრატიონის თანხლებით DDDD.gif
და კიდევ 1 კადრში ჩანს ბაგრატიონის ყუთები
გამოდგება ნეტა? DDDD.gif
archigio
Shota Megrelishvili,

რათქმაუნდა DDDD.gif

Guja
ხალხო , შოთAს გამორჩAააააააა

გამარჯვებულებთან წილში ვარ ორ ბოთლშიიიიი lol.gif lol.gif lol.gif

რომელიც დაილევა ჩვენთAნ სტუდიაში გამარჯვებულებთAნ ერთAაააად lol.gif lol.gif lol.gif

აბა თქვენ იცით, სმა კი გიყვარიენ და ახლა თლა ნამეტანი მთვრალებმა არ გადაიღოთ ფოტოები, სერიოზულად მიუდექით, მითუფრო რო მშვენიერი პრიზებია

მე ყველა შემთხვევაში ვიმარჯვებ lol.gif
nicalagua
ეხლა ისეთ ხასიათზე ვარ ბიძია-ბაბუებო და ისეთი ამინდია, რომ მართლა სახლში თუ გადავიღებდი რამეს და კაი იდეა ჩამაწვეთა ამ კონკურსმა smile.gif
და თუ სამეულში მოვხვდი ის ყუთი ცქრიალა ღვინო ბოკეს გამოფენის გახსნისთვის მისახსოვრებია ორი ბოთლის გამოკლებით DDDD.gif
ხოდა მიბალეშიკეთ ყველამ ეხლა lol.gif
Goderdzi Makharashvili
იგორი ანუ zmiy ალბათ რომელიმეს მიიღებს



აბა ვნახოთ თუ მოვახერხე




წარმატებები ყველას!
M I N I
ბატონო Guja მე თუ გავიმარჯვე ყველა თქვენ ოფისში დაილევა smile.gif

მაგრამ გამარჯვების იმედი ნამდვილად არ მაქვს smile.gif
tsumbusha
ეეე გავიმარჯვო და ზევიდან კიდევ ერთ ყუთს ვიკისრებ DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
Added @ [mergetime]1203525007[/mergetime]
ეეე გავიმარჯვო და ზევიდან კიდევ ერთ ყუთს ვიკისრებ DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
Tamri
angel.gif

ერთი ბოთლი მაქვს სახლში
უნდა ვცადო გადაღება ისე რომ ბოთლი და სახლი არ გავაფუჭო lol.gif
a_lesh_a
და ვთქვათ და გავიმარჯვე...ჩემი ფოტო მერე შეიძლება გამოყენებული იყოს ბაგრატიონის მიერ? ამის შესახებ ვერ ვნახე ვერაფერი...
Leonsio
a_lesh_a,

QUOTE
პრიზის მისაღებად, გამარჯვებული ფოტოს ავტორმა უნდა გააფორმოს საავტორო უფლებების ექსკლუზიურად გადაცემის ხელშეკრულება (გამარჯვებულ ფოტოზე).
vanikooo
ვაა კარგი კონკურსია. თუ მოვიგე ყველანი ჩემთან DDDD.gif
Gigaqiziyeli
მე ვაპირებ ამ კონკურსის მინიმუმ პრიზიორობას მაქსიმუმ მოგებას. რა თქმა უნდა ჩემს პროფესიონალ ქ/ბ მაკუკუს დახმარებით photoaparati-patara-sharpit.gif
dave
ნატურმორტი შეიძლება?
tandila
ჩემი საყვარელი კატეგორიაა გამორჩენილი
ცხელი ზაფხულის პახმელიაზე, ცივი საზამთრო და შამპამიური DDDD.gif
მოდელი ვექნები, ვიცი როგურ კეთდება
chr4mk
ხო , zmiy-ზე და a_lesh_a-ზე მეც ვიფიქრე )
ვუბალელშიკებ ორივეს !
stringer
ფოტოს დადება მინდა,ლიმიტი არ გაქვსო,აუცილებლად 3 დღეში ერთხელ ერთი საკონკურსო ფოტო უნდა დავდო,ბატონო ადმინისტრაცია? DDDD.gif უსამართლობა ხომ არაა? smile.gif ლიმიტი მოგვეცით,გვაცალეთ,ბატონო,გვაცალეთ!! რა იცით რას ვდებთ smile.gif
Tarkhan Gasviani
საინტერესოა....
Shota Megrelishvili
stringer,
თუ ლიმიტი არ გაქვთ, -->5011 და პრობლემაც მოიხსნება wick.gif
Zura Kartvelishvili
სარეკლამო ფოტო შეიძლება?
Shota Megrelishvili
Zura Kartvelishvili,
ანუ, რომელიმე პროდუქტის არსებული სარეკლამო ფოტო?

კონკურსის მიზანი არის გამოავლინოს "ბაგრატიონი 1882"-ისთვის მისაღები სარეკლამო ფოტო(ები).
Zura Kartvelishvili
გასაგებია : )

ავტორები ანონიმური იქნება?
Shota Megrelishvili
Zura Kartvelishvili,
არა, ანონიმურობის საჭიროება ამ შემთხვევაში არ არის.
Guja
tandila,
კაცო საქართველოში შუშხუნა ღვინოების მოხმარების კულტურაზეა
და რა პახმელია არ ითვლება მოხმარების კულტურაში?


ხალხო კარგად გაიაზრეთ ამოცანა

ბაგრატიონს სურს იხილოს ფოტოები სადაც შუშხუნა ღვინოების მოხმარების ვარიანტებია, თუნდაც უცნაური, არადა საქართველოში ნამეტანი ბევრი მასალაა სამაგისო ევროპისგან განსხვავებით.
ხოდა ამოცანაც ეგ არის, ვაჩვენოთ ის განსხვავებები და ჩვენში შამპანიურის მირთმევის თავისებურებანი.

მიდით მიდით, კაი ხანია სტუდიაში ქეიფი არ ყოფილა DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif

Added @ [mergetime]1203584965[/mergetime]
stringer,
დასალევი არ დადო ბიჭო, ჩემთAნ მოიტანე და სიუჟეტიც გაიჩითEბა
DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
SOPUSHKA
მე მაქ ბაგრატიონის ყველა პრეზენტაციის ფოტოები და მე მოვიგეეეეებ DDDD.gif photoaparati-patara-sharpit.gif
SOPUSHKA
ვერ ავტვირთე ფოტო ესაა საქეეე? angry.gif
Added @ [mergetime]1203610125[/mergetime]
angry.gif angry.gif angry.gif angry.gif angry.gif angry.gif რა უბედურებააააა?
Shota Megrelishvili
SOPUSHKA,
რატომ, რა პრობლემა შეგექმნათ? შეგიძლიათ PM-ი მომწეროთ.
Goderdzi Makharashvili
SOPUSHKA,
QUOTE
ვერ ავტვირთე ფოტო ესაა საქეეე?

ალბათ ლიმიტის ბრალია...

QUOTE
მე მაქ ბაგრატიონის ყველა პრეზენტაციის ფოტოები და მე მოვიგეეეეებ 

ამხელა წარმოდგენა ...... აუცილებლად გაიმარჯვებ
Levan Sikharulidze
მე გადავიღებ და დავდებ რაღAც იდეა მაქვს DDDD.gif
stringer
ეხ არაო ეგ ფოტოო,ისეტი პიროვნებაა ზედ შამპანით ხელში,მტრისას lol.gif
Rebecca
ისა და რა მაინტერესებს იცით??
აი იდეა მაქვს მარა არც ერთ იმაში რა ქვია აი იმაში რა არ ჯდება და ისა მაინც გავაკეთო??

ჯასთ იდეინი ცოტა სახალისო და ძალიან საყვარელი კადრი იქნება და....

Tarkhan Gasviani
საავტორო უფლების გაფორმება სად და როგორ ხდება?
რებეკა
და სხვა ღირსშესანიშნავ მომენტებში შამპანური, როგორც შეუდარებელი სასმელი.
Tarkhan Gasviani
და კიდე რა მაინტერესებს
ეხლა უკვე რო დადებს ადამიანი ფოტოს უკვე მოქმედებს შეფასების სისტემა?თუ სულ სხვა სისტემა იქნება მერე?
ერთროულად არ უნდა ჩაერთოს ყველა ფოტოს შეფასება?
ანუ შეფასების სისტემა ისეთი არ აჯობებს რო ვერ აკლებ ვერაფერს?
ანუ ვიღაც უბრალოდ რო არ დაწერს 0 ებს
Leonsio
Tarkhan Gasviani,

დაიცადე მაქსიმუმ 1 დღე და ყველაფერზე მიიღიბ პასუხსsmile.gif
Rebecca
Tarkhan Gasviani,
QUOTE
და სხვა ღირსშესანიშნავ მომენტებში

აი არც მაგაში არ ჯდება ფაქტიურად რა smile.gif

ანუ კი ნაწილ ნაწილ შეიძლება რაღაცეებში გაეკვეხოს თემასთან ახლოს ასე ვთქვათ მაგრამ ეგეც ვერაა და ამიტომ ისა დავინტერესდი smile.gifნუ მაშინ მე განვახორციელებ მაინც ისე მომწონს საკუტარი იდეა და დანარჩენს ვნახავ DDDD.gif
Shota Megrelishvili
Rebecca,
ღვინო, სასმელი თუ არის კადრში, წავა smile.gif

Tarkhan Gasviani,
ამასთან დაკავშირებით ბაგრატიონის წარმომადგენლები მოილაპარაკებენ გამარჯვებულებთან.
QUOTE
საავტორო უფლების გაფორმება სად და როგორ ხდება


ახალი შეფასების სისტემა პარალელურ რეჟიმში უკვე ითვლის რეიტინგებს, ამიტომ ამ მხრივ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ smile.gif
Rebecca
Shota Megrelishvili,
მადლობა შოთა , არის bissss.gif
Tarkhan Gasviani
ანუ შოთა ეხლა რო დავდო ფოტო,ეხლა რო შემიფასონ 0 ებით სიტყვაზე
ეს არ იმოქმოდებს მთავარ რეტინგზე?
Tarkhan Gasviani
ანუ ფოტოს დადების დროს აქვს მნიშვნელობა თუ შეფასება ერთროულად ჩაირთვება?
Shota Megrelishvili
ბაგრატიონის კონკურსი მოკლე ვადაში ტარდება, ამიტომ შეფასება უკვე ჩართულია და რაც ადრე დადებ ფოტოს, მით უკეთესი შენთვის wick.gif
zvios suli
რეკლამისთვის სამასი დოლარი იაფი არ არის?
Shota Megrelishvili
zvios suli,
ეგ ყოველმა ფოტოგრაფმა თავად განსაზღვროს.

ამ სფეროში საკმარისი ინფორმაცია მაქვს და ეს ფასი არ ითვლება დაბალ ფასად საქართველოში (ჯერ-ჯერობით ასეა).
Guja
ხალხო თAვს იკატუნებთ თუ მართლა ვერ გებულობთ პირველ პოსტს და კონკურსის თემატიკას (დავალებას)!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

რა გჭიიიიიიირთ!!!!!!!!!!


არ აინტერესებს ბაგრატიონს თქვენი რეკლამაააააააა!!!!!!!!!

ბაგრატიონს აინტერესებს ზოგადად შუშხუნა ღვინოების მოხმარების ამსახველი კადრებიიიიი!!!!
არ აინტერესებს იმ ხალხს ჭურმარანი და კახური ღვინო თიხის ჯამჭურჭელში

გალერეას გადავხედე და მოხმარება კიარა , როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა ბრძანა
რა ხდებაო, "ბაგრატიონის" ბიომეტრიული ფოტოების კონკურსიაო?

Goderdzi Makharashvili
QUOTE
გალერეას გადავხედე და მოხმარება კიარა , როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა ბრძანა
რა ხდებაო, "ბაგრატიონის" ბიომეტრიული ფოტოების კონკურსიაო?

lol.gif
dave
ნატურმორტებში დაინტერესებულია "ბაგრატიონი" თუ ტყუილად ვდებ?
Guja
ვენაცვალე საქართველოს

მწერლები გვყავს ყოველ ფეხის ნაბიჯზე

რა საჭიროა მკითხველები კაცმა არ იცის
angry.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.