ფორუმში - "ციფრული ფოტოგრაფია" - "სტატია გაფრთხილება" ასე დავამთავრე:
"-მგონი ძალიან გავცდით თემას, მითუმეტეს რომ თემაც კი არ იყო. იყო მხოლოდ გაფრხილება ციფრული აპარათების მფლობელთათვის, რომ ბრმად არ შეეძინათ ფართეკუთხიანი ოპტიკა თავიანთი "სუპერ ბოლიდებისათვის". დამიჯერეთ ეს არ არის ბოღმიანი კაცის სარკაზმი - მე თქვენ ყველას დიდ პატივს გცემთ თქვენი აპარატებიანად. სამაგიეროდ ასევე მოვითხოვ თქვენგან პატივი სცეთ "უმცირესობის უფლებებს" რომ გვიყვარდეს ჩვენი უპრეტენზიო დისკრეტნიკები და არ გვეზარებოდეს ტრ....ის განძრევა to meter, to compose ... და ასე შემდეგ
ასე რომ რადგან თემა მე გავხსენი და როგორც ჩანს ასევე ჩემს გამო "გაოფტოპიკდა", თავს უფლებას მივცემ გავხსნა ახალი თემა სადაც შევეცდები: 1) პირველ რიგში მე თვითონ გავერკვე რატომ "ჩამოვრჩი ასე ცხოვრებას" & 2) რა არის ჩვენთვის ფოტოგრაფია და რატომ ვახარჯავთ მას დროს
არ ვიცი რას დავარქმევ ახალ ტოპიკს..."
მოკლედ, ასე დავარქვი - "რატომ ვიღებთ ხელში კამერას?" რა სულელური კითხვაა არ შეგვიძლია ბატონო სხვაგვარად და მიტომ! იქნებ ვინმემ უფრო ჭკვიანური ახსნა მოძებნოს
ამ შეკითხვას (ან გამოკითხვას) მილიონი სხვადასხვა პასუხი გააჩნია... მე პირადად ვერ ვუპასუხებ ამ შეკითხვას, რადგან რთულია ამზე საუბარი როცა უბრალო ლამერი ხარ
Bidzia Babua, შენი რა მაინტერესებს იცი (არამარტო შენი ) ძალიან ბევრს წერ. შენს ნაწერს რო ვკითხულობ, ბრესონის ძმაკაცი, ან ახლობელი მაინც მგონიხარ. გადაღებით კი არაფერს იღებ...
Bidzia Babua, შენი რა მაინტერესებს იცი (არამარტო შენი ) ძალიან ბევრს წერ. შენს ნაწერს რო ვკითხულობ, ბრესონის ძმაკაცი, ან ახლობელი მაინც მგონიხარ. გადაღებით კი არაფერს იღებ...
"Gogia" ოჰო! ეგ უკვე საინტერესოა! მადლობის მეტი რა მეთქმის ბრესონებში რომ გამიყვანე 2 კვირაც არაა რაც დავრეგისტრირდი და 4 ფოტო დავდე, მეტის საშუალებას მაძლევთ როო?! არ მეგონა ბევრს თუ ვწერდი. სხვათა შორის დამაფიქრებელი და შეიძლება გამაღიზიანებელი კითხვები დავსვი. კითხვები ცხოვრებაში ხშირად და ბევრი ჩნდება, აი პასუხებში მოვისუსტებთ
"Gottfried Lenz" მე და ფოტოგრაფიაზე წიგნი?! სად ვიცი მაგდენი...
მინდა ყველა დაფიქრდეს ჩემს დასმულ კითხვაზე. სასარგებლო კითხვაა. შენი პასუხიც გასაგებია - "რთულია პასუხი..." - რატომ გიყვარს დედა, მამა? აბა თუ ბიჭი ხარ უპასუხე შენ ასე გაიგე ეს კითხვა და ცამდე მართალი ხარ, იმიტომ რომ გიყვარს. მაგრამ არის მაინც რაღაც მთავარი. მაგალითად ერთი შეიძლება ის, რომ უბრალოდ მოდურია ფოტოგრაფიით გატაცება... ან რაღაც გამოუცნობი გაწუხებს, სულში გიღიტინებს, გინდა სხვებს გაუზიარო, მაგრამ თვითონაც ვერ გაგიგია და უცბად აღმოაჩენ რომ ბოლო გადაღებულ კადრში შენდა უნებურად გითქვამს სათქმელი;... ან მთელი შენი "ფოტოამუნიციით" სარკეში საკუთარი თავს რემბოს შეადარებ და ამაყი ხარ... შეიძლება ანსელ ადამსის ფოტომ მოგხიბლა და გინდა შეეჯიბრო, თანაც ვაჟკაცურად - ფოტო ფირი + როდინალი....
სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ფოტოგრაფიის დაუფლების ძლიერმა სურვილმა სიცოცხლე შემინარჩუნა, პირდაპირი გაგებით! ამიტომ, მიხვდებით ალბათ, რომ ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს! ყველას თავისი მიზეზი აქვს! გადაღების უფლებაც, ჯერჯერობით, არავის ჩამოურთმევია ჩვენთვის! მთავარია ამბიციები მოვთოკოთ და რეალურად მივუდგეთ საქმეს!
გააჩნია როგორია კამერე შოკოლადის რო იყოს დაუფიქრებლად შევჭამდი,ისე რაღაც ძაან უცნაური კამერა მაქვს რომელსაც ვერაფერი ვერ გავუგე მართკუთხედის ფორმაა და მგონი ფირიც არ იდება სახლში აღმოვაჩინე ადრე და შევინახე
საინტერესო ტოპიკია. ფოტოგრაფიას ადარებენ მკვლელობას, ანუ შენ შენი SHOT -ით სილამაზეს კლავ, აკონსერვებ.. ისევე როგორც კოლექციონერობას. აქედან გამომდინარე ყველა ფოტოგრაფი ქვეცნობიერად მკვლელია Added @ კატარინა მეც ეგრე, ხელოვნება ძაან მიყვარს. მეორეს მხრივ არ ვარ დარწმუნებული, რომ ფოტოგრაფია ხელოვნებაა
მე ვფიქრობ რომ ხელოვნებაა. იმედი მაქვს რომ კინოსთანაც მექნება ოდესმე შეხება ახლო .გმირები გადასაღებად უკვე დიდიხანია არჩეული მყავს.და საერთოდ ვფიქრობ(ვიცი რომ დას წინ წერტილი არ იწერება)რომ ყველაფრის დაყვანა შეიძლება ხელოვნების დონემდე ანუ ყველა დარგის
ka_ta_rina, თუ მართკუთხაა და თანაც არც ფირი იდება შიგ, ესე იგი შოკოლადისაა! გემო არ გაუსინჯე? დაპოსტე კამერის იმიჯი, საინტერესოა. გეტყვი რა არის და "რასთან ერთად იჭმევა".
Nata, ო, რა დამაინტრიგებელია! იქნებ მოგვიყვე კიდეც?
archigio, n.n.n., რატომ არის წამის გაშეშება საინტერესო? ეგ ხომ სასწაული აღარაა უკვე 100 წელზე მეტია?! იმიტომ ხომ არა, რომ იმ გაშეშებული წამის სილამაზეა სწორედ მთავარი? ცხოვრება რომ კინოფირივით წამში 24 კადრით გარბის, სად გვცალია თითოეულ კადრს გამოვეკიდოთ. აი 36 კადრში რომ დავიჭერთ იმ ერთს და განუმეორებელს და დავასამუდამოფიქსირებთ ესაა მკვლელობა?!
შოკოლადის არაა დიდიხანია მიდევს და არ დადნა ,შოკოლადისაც რომ იყოს ვადა ექნება გასული ,ეხლა ძაან მეზარება უზრდელობაში არ ჩამითვალოთ და მერე აუცილებლად მოვწერ რა არის თუ რამე ციფრის ან სახელის მაგვარი ეწერა
Bidzia Babua,--- მერე რა რომ 100 წელია წამის გაშეშება ვისწავლეთ! მასე რომ მივუდგეთ მაშინ ჭადრაკი რამდენი ხანია არსებობს მაგრამ დგემდე საინტერესოა !!! არის რაგაც რაგაცეები რაც ყოველტვის საინტერესო იქნება! და ადამიანს მიიზიდავს!!