BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> რატომ ვიღებთ ხელში კამერას?, ფოტოკამერა - მიზანი თუ საშუალება? :)

| |
Nata
post Mar 8 2006, 02:33
#31 

Amateur+ Amateur+
3,075


თუ მისი აზრი საზოგადოდ მიუღებელია, მაშინ გაქვს უფლება, რომ შეაცვლევინო! (პრინციპში, არც მაშინ არა გაქვს!) დღესდღეობით ფოტოგრაფია საკმაოდ ხელმისაწვდომ დარგია ხელოვნებისა, ამიტომ ვერავის ვერაფერს დაუშლი, და, ეგ, მგონი, კარგიცაა!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Bidzia Babua
post Mar 8 2006, 02:33
#32 

Photographer Photographer
1,559


ოკ, ჯერჯერობით ასეთი აზრი გამოიკვეთა:
კამერას ხელში ვიღებთ იმისათვის რომ გავაშეშოთ კადრი, ჩავიდინოთ მკვლელობა, გავუსინჯოთ გემო, ვიცოცხლოთ ბოლოს და ბოლოს...
ეხლა წავალ და დავიძინებ. ეგეც საჭიროაsmile.gif
დროებით!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Tabutsadze
post Mar 8 2006, 02:35
#33 

Amateur+ Amateur+
5,922


კარგი დისკუსია გაგიჩაღებიათsmile.gif
სანამ პასუხს გასცემ კითხვაზე, რატომ აიღე კამერა ხელში, ჯერ იმ მიზეზებზე უნდა იფიქრო, რამ მიგიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ კამერა აიღე ხელში. მაგის თქმა კი თითქმის შეუძლებელია. მხოლოდ იმის შემდეგ შეძლებ გასცე პასუხი კითხვაზე - რამ ამაღებინა კამერა ხელში, როცა შენი Fოტოები რაღაცას მოგცემს. ეს რაღაცა კი უნდა იყოს საწყისი - რა დევს შიგ. როცა ადამიანის შემოქმედება მის სულთან ერთიანდება [და არა, როცა მისი სულის ნაწილი ხდება], მხოლოდ მაშინ სწვდება ის ამის გამომწვევ მიზეზს, როგორც დაავადების ეტიოლოგიის დადგენაა შეუძლებელი კულმინაციამდე, სანამ საინკუბაციო პერიოდი გავა. ყველაზე მაგარი FოტოგრაFებიც და არა მარტო, ხომ თითქმის "პერედ სმერტი" ხვდებოდნენ თავისი არსებობის მიზანს და შედეგს...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ka_ta_rina
post Mar 8 2006, 02:35
#34 

Amateur Amateur
5,259


მე არ ვცდილობ ვინმეს აზრი შევაცვლევინო
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Mar 8 2006, 02:36
#35 

Photographer Photographer
8,572


Nata,----- egre rom ar yofiliyo sheileba ar c momekida am saqmistvis xeli!!! kargia magi kargi!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
n.n.n.
post Mar 8 2006, 02:37
#36 
Unregistered





მე ვფიქრობ ადმიანი თავის უსუსურობას გაურბის, თავს აფარებს რაღაც-რუღაცეებს იქნება ეს აინშტაინის თეორია თუ ფოტოგრაფია თუ სანტეხნიკობა, რომ თავისი არსებობა გაამართლოს და აზრი შესძინოს და ასე შემდეგ.
ზოგი კამერით ხელში გრძნობს ალბათ თავს დაცულად ზოგი იარაღით.
კარგად რომ დაფიქრდე ეს კამერით სრბილი არ არის ჯანსაღი, რაღაც მანიის მსგავსია მგონი ჯობია დროზე შევეშვა smile_060.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Nata
post Mar 8 2006, 02:39
#37 

Amateur+ Amateur+
3,075


ოჰო, ნინოც მოსულააა!
მართალი ხარ, ჩემო კარგო!
თუმცა ერთი გამონაკლისი არსებობს, რომელმაც მანამდე იცოდა, რატომ იღებდა ხელში აპარატს, სანამ აიღებდა ! biggrin.gif
პ.ს. როგორ ხარ? გავიგე ქუთეისშე ,,საწარმოო ტრავმა" მიუღიაო? რიგზეა ყველაფერი?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Mar 8 2006, 02:45
#38 

Photographer Photographer
8,572


კამერით სირბილს რაც შეეხება მანიაა რაგაც ასპექტში!!! ყველა მანიაკიც სიამოვნებას ღებულობს ამისგან და შენ თუ მართლა დაავადებული ხარ ფოტოგრაფიით მაშინ ასე ადვილად ვერ დაანებებ თავს biggrin.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Tabutsadze
post Mar 8 2006, 02:47
#39 

Amateur+ Amateur+
5,922


კი კი გადავრჩი, სლავა ბოგუsmile.gif ეგეთი აღმოჩნდა ჩემი დოსკონალნოე ზნაკომსტვო ს კუტაისიbiggrin.gif ხვალ იქნება რეპორტაჟი smile.gif
მე როგორც ყოველთვის, აბდაუბდა შემოვაგდე და იჩხუბოს ეხლა ხალხმაbiggrin.gif
წავედი აბა მე, თქვენ იცით, დამხვდება ხვალ დილით ეს თემა გატენილიsmile_116.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nata
post Mar 8 2006, 02:50
#40 

Amateur+ Amateur+
3,075


არა, რატომ აბდაუბდა! მართალი ნათქვამი იყო ეგ! ღმერთმა დაიფაროს ყველა შემოქმედი, რომ მალევე ჩასწვდეს თავისი ნამოქმედარის და ,,სამოქმედარის" არსს, თორემ უნდა დაიკრიფოს გულზე ხელი და ეგაა!

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Mar 8 2006, 02:53
#41 

Photographer Photographer
8,572


აქ რაც არ უნდა ვიჯაბაასოთ მაინც ვერავინ ვერ მიხვდება რატომ ავიგე ფოტოაპარატი!! არც მე არ ვიცი და იმიტომ!! biggrin.gif
Added @
არაა ეგრე??? ------------------ ეგრეა!!! biggrin.gif
Added @
მემგონი ამ ფრაზით თემაც მივასტოპე !!!! ბოდიში არ მინდოდა biggrin.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
n.n.n.
post Mar 8 2006, 02:58
#42 
Unregistered





მე ზუსტად ვიცი რატომაც ავიღე და დროზე გავედი აქედან biggrin.gif არ არის საჭირო ყველაფერში ჩაღრმავება გსიამოვნებს გადაიღე!!! ბევრი თუ ვიფიქრე ეხლა ამაზე გადაღებაც შემზიზღდება და უაზრობად ჩავთლი smile.gif ბიძია-ბაბუა შეეშვით ინტრიგას smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Mar 8 2006, 03:00
#43 

Photographer Photographer
8,572


მეც მანდავარ!!! ერთია ძალიან მაგარი რომ ბოკეზე ყველას ერთი რაგაც გვამოძრავებს!!! ერთი ინტერესი გვაქ და ერთმანეთსაც ადვილად ვუგებთ!!!! ეს შეუფასებელია!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nata
post Mar 8 2006, 03:02
#44 

Amateur+ Amateur+
3,075


,,აიყარენიიით!...თორმეტი ზარბაზანი ქუხს და მძვინვარებს!' (ნაწყვეტი კ/ფ ,,მაია წყნეთელი")
დავიშალეთ, თორემ ....
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Mar 8 2006, 03:06
#45 

Photographer Photographer
8,572


რა გაყვირებს !!!ორნიღა დავრჩით !!!!! ხოდა რომ გახვალ მეც წავალ აბა ჩემთავთან ამ თემაში ლაპარაკს არ ვაპირებ smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
n.n.n.
post Mar 8 2006, 03:11
#46 
Unregistered





smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Mar 8 2006, 03:11
#47 

Photographer Photographer
8,572


ai mesamec ________ n.n.n biggrin.gif
mokled bidzia babua aai ra gamovida ----- imitorom yvela chventagans tavisi cxovrebis garkveul etapze dagvainteresa photografiam!!! zogi adre dainteresda zogi gvian !!!( amas arcaaq mnishvneloba)
MAGRAM ERTI CXADIA BOKE CHEMTVIS PIRADAD DIDI STIMULI IYO DA ARIS DA IQNEBA!!!

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Gajet
post Mar 8 2006, 10:28
#48 

Amateur Amateur
3,793


მე პროფესიით მომავალი რეჟისორი ვარ და ფოტო კამერა მეხმარება ვისწავლო!
ვისწავლო კადრი, დავინახო! ვცდილობ ყოველთვის შინაარსიანი ფოტოები გადავიღო და არა უბრალო გაცვეთილი და შაბლონური!
არ მაქვს კარგი კამერა და ამიტომ არაა მარალი ხარისხიც!
მაგრამ მაინც მიუხედავად ყველაფრისა მე ჩემი ნამუშევრები იდეურად საკმაოდ გამართული და არც თუ ურიგო მგონია! ამიტომ ვაგრძელებ გადაღებას და აქ ატვირთვას!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nachkebia
post Mar 8 2006, 12:24
#49 

Master Master
13,119


კაცი ხელში კამერას რო დაიჭერ ის სხვა რამესაც დაიჭერსოო ამბობენ smile_060.gif smile_060.gif
შენ რისთვის იჭერ ეგ გვანახე თორე ფეტიშისტების მეტი რა ვართ! smile_060.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Mar 8 2006, 13:35
#50 

Photographer Photographer
8,572


nachkebia,
smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Mar 8 2006, 13:37
#51 
Unregistered





QUOTE
"რატომ ვიღებთ ხელში კამერას?"

სხვისი არ ვიცი და მე ასე მახსოვს:

ბავშვობიდან საშინლად მიყვარდა კინო (თეატრი - არა, ჩემთვის გადაჭარბებული არტისტიზმის გამოვლინებაა და უმრავლეს შემთხვევაში მაღიზიანებს, თუმცა ეს ცალკე განხილვის თემაა).

კინო იმდენად მიყვარდა (და დღესაც მიყვარს), რომ კარგა ხანს სარეჟისოროზე მინდოდა ჩაბარება. თუმცა მერე მივხვდი, რომ ჩემში არ იყო საკმარისი რესურსები biggrin.gif საამისოდ და გადაწყვეტილება იურისტობის სასარგებლოდ მივიღე. (ისე, ეხლა ამის შეცვლაზეც ვფიქრობ biggrin.gif)

კინოს სიყვარულმა ფოტოგრაფიითაც დამაინტერესა. არ ვთვლი, რომ მე განსაკუთრებული პრეტენზია შეიძლება მქონდეს ფოტოგრაფიაში, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების შემადგენელ ნაწილია, რაც სიამოვნებას მანიჭებს. და ბედნიერი ვარ რომ როგორღაც, შემთხვევით თუ არაშემთხვევით მოვხვდი BOKE-ზე და იმას რაც მანამდე მხოლოდ სურვილი იყო, ცოტათი მაინც ვისრულებsmile.gif)

რატომ ვიღებ ხელში ფოტოაპარატს - პრინციპში პასუხგაუცემელი დამრჩა.

ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრება გავიხანგრძლივო.
წამის შეჩერება მოკვლას კი არა, პირიქით, მისთვის სიცოცხლის სამუდამოდ შენარჩუნებას ნიშნავს ჩემი აზრითsmile.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Sopho Nadareishvili
post Mar 8 2006, 14:38
#52 
Club Founder

Administration Administration
14,588


ოფტოპიკები smile_038.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nachkebia
post Mar 8 2006, 14:41
#53 

Master Master
13,119


მოვიდა... გილოცავ სოფო რვა მარტს! smile_060.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Barry
post Mar 8 2006, 14:53
#54 

Photographer Photographer
4,912


QUOTE
კაცი ხელში კამერას რო დაიჭერ ის სხვა რამესაც დაიჭერსოო ამბობენ


smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
IKI
post Mar 8 2006, 16:25
#55 
Unregistered





ჰმმ რატომ ვიღებ კამერას ხელში? მდაა სიმართლე გითხრა არ ვიცი რატომ უბრალოდ დროთაგანმალობაში კამერით ხელში აღმოვჩნდები ხოლმე ისეთ სიტაციაში სადაც რაღაც მომენტს ვხედავ და მინდა დავაფიქსირო, უფრო სწორდ ჩემ წარმოსახვაში ვხედავ იმ მომენტს და მინდა ეს ყველაფერი კამერაში გადავიტანო მეტ ნაკლებად შემთხვევით თუ ძალით გამომდის ხოლმე რაღაცა smile.gif

  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Sopho Nadareishvili
post Mar 8 2006, 16:33
#56 
Club Founder

Administration Administration
14,588


რატომ ვიღებ კამერას ხელში ამაზე ჯერ არ დავწერ, სამაგიეროდ შემიძლია ის გითხრათ ამჟამად რატომ არ ვიღებ კამერას ხელში smile_060.gif smile_060.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
KRAFT
post Mar 8 2006, 20:17
#57 

Amateur Amateur
1,332


Bidzia Babua smile.gif

საინტერესო დისკუსიას შევესწარი smile.gif
კარგია !

მე გადაღების პროცესში მაინტერესებს , ის ობიექტი, რასაც ვიღებ როგორ ირეკლავს სინათლეს, და სადამდე შეუძლია სინათლეს თამაში, და საერთოდ რასაც ვიღებთ მხოლოდ სინათლეების ანარეკლია? smile.gif
და რაც უფრო დიდი ხანია ვიღებ მით უფრო ვრწმუნდები რომ წამის გაჩერება , მოკვლა და e.t.c. საერთოდ არაფერ შუაშია!!!


ერთმა კარგმა ადამიანმა თქვა:

როცა მიხვდები, რომ შენს პატარა ოთახში იმდენი ფოტოს გააღება შეგიძლია რომ შეიძლება ამას მთელი შენი ცხოვრება დასჭირდეს და მაინც არ გეყოსო, ფოტოგრაფი მაშინ ხაროო smile.gifsmile.gifsmile.gif

ეს მენიშნა, რაღაც, რომ, არც წამებს ვაჩერებთ და არც რეალობას ვაფიქსირებთ.
დღეს ვაკისპარკის ფოტოებს ვათვალიერებდი, ძალიან კარგებია, და რამდენი ადამიანიც იღებდა იმდენნაირად არის დანახული, ერთიდაიგივე წერტილებიც კი რადიკალურად განსხვავდება სხვადასხვა ადამინის დანახულიდან.

ანუ "გაცურებული კადრები" ჩვენს ობიექტივებში არეკლილი სინათლეებია მხოლოდ.

მე ძალიან მიყვარს ეს ძიება და ამიტომაც ვიღებ ფოტოებს smile.gif


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Bidzia Babua
post Mar 9 2006, 00:48
#58 

Photographer Photographer
1,559


QUOTE(nachkebia @ Mar 8 2006, 12:24)
კაცი ხელში კამერას რო დაიჭერ ის სხვა რამესაც დაიჭერსოო ამბობენ  smile_060.gif  smile_060.gif
შენ რისთვის იჭერ ეგ გვანახე თორე ფეტიშისტების მეტი რა ვართ!  smile_060.gif
*



ეგ თუ იუმორია, მგონი უადგილოა და ეგეც სულ მცირე. ხომ ასეა?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Bidzia Babua
post Mar 9 2006, 00:59
#59 

Photographer Photographer
1,559


QUOTE(KRAFT @ Mar 8 2006, 20:17)
Bidzia Babua smile.gif
მე გადაღების პროცესში მაინტერესებს , ის ობიექტი, რასაც ვიღებ როგორ ირეკლავს სინათლეს, და სადამდე შეუძლია სინათლეს თამაში, და საერთოდ რასაც ვიღებთ მხოლოდ სინათლეების ანარეკლია? smile.gif

როცა მიხვდები, რომ შენს პატარა ოთახში იმდენი ფოტოს გააღება შეგიძლია რომ შეიძლება ამას მთელი შენი ცხოვრება დასჭირდეს და მაინც არ გეყოსო, ფოტოგრაფი მაშინ ხაროო smile.gifsmile.gifsmile.gif
*



თითქოს ორი სხვადასხვა ადამიანის დაწერილიაsmile.gif
პირველი არადამაჯერებელია... smile.gif
მეორე ძალიან პესიმისტური. შენი ფოტოები კი მშვენიერი.... ვერაფერი გავიგეsmile.gif

ეკატერინესი უფრო მესმის როდესაც ამბობს:
"-რატომ ვიღებ ხელში ფოტოაპარატს - პრინციპში პასუხგაუცემელი დამრჩა."

Added @
QUOTE(Gajet @ Mar 8 2006, 10:28)
არ მაქვს კარგი კამერა და ამიტომ არაა მარალი ხარისხიც!
მაგრამ მაინც მიუხედავად ყველაფრისა მე ჩემი ნამუშევრები იდეურად საკმაოდ გამართული და არც თუ ურიგო მგონია! ამიტომ ვაგრძელებ გადაღებას და აქ ატვირთვას!
*



იქნებ მითხრას მაინც ვინმემ ბოლოს და ბოლოს - რა ჯანდაბას გულისხმობთ აქ მაღალ ხარისხში?????
იქნებ მაშინ საერთოდ აღარც გამოვგზავნო არაფერი?! smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ka_ta_rina
post Mar 9 2006, 01:34
#60 

Amateur Amateur
5,259


ბიDია ბაბუა ეხლა ვწერ დანაპირებს აპარატის შესახებ აპარატის ყუთია სტაფილოსფერი აწერია 110 pocket
camera
color lens made in japan
electroflash
თვითონ აპარატს აწერიაMIKONAაქვს მრგვალი სტაფილოსფერი ღილაკი ასევეON და OFF კიდე აცერია700
Iso200 4_7Ft
iso400 5_11ft
მე აზრზზე არ ვარ რას ნიშნავს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 13th May 2024 - 16:43

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'