ხალხო ერთი თხოვნა მაქ, მარა თუ რამე გამომრჩა და არ ვიცი ბოდიში, პასუხსაც ნუ გამცემთ და მივხვდები მაგით.
ძალიან გთხოვთ, ვინც წერს ლათინური ასოებით ბანი დაადეთ რა. არ გაგიკვირდეთ, მე ყოველთვის ბანის ვორნის და ასეთი სახის დასჯის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ კიდევაც, მარა ახლა განსაკუთრებული შემთხვევაა. ბანი დაადეთ იმდენი ხნით რამდენ ხანსაც მოანდომებენ ქართული კლავიატურის დრაივერის დაყენებას. გამონაკლისი არ უნდა იყოს არავისთვის. თუ რაღაც ავარი აქ ადამიანს კომპში და სასწრაფოთ ვერ შეძლებს გამოსწორებას იმასაც დაადეთ, დაისვენოს ბოკედან პაწა ხანი არაფერი მოუვა, უფრო მეტ დროს ფოტოების გადაღებას დაუთმობს და სასარგებლოთ გამოიყენებს დროს ავარიის პერიოდში.( ზოგი ჭირი მარგებელიაო )
ბანი დაადეთ წესების დარღვევის დროსაც თუ ეს უხეში დარღვევაა, ვფიქრობ ყველამ უნდა წაიკითხოს
ეს ყველაფერი გაფრთხილების გარეშე, არ ვიცოდი და რატო არ მითხარით არგუმენტებად არ უნდა იყოს მიღებული.
მე ვიცი, რო თქვენ მუშაობთ, ბევრს აკეთებთ და შესაძლოა გამოგრჩეთ რამე მაგი არაფერი.
ამას დამატებით მიტო გთხოვთ, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია!
აი, ესაა ქართული ტოლერანტობის ნამდვილი სახე! ზუსტი ანალოგია იმ ანტი-ლიბერალური და თუ კარგად დაუკვირდები, ანტი-ეროვნული აზროვნებისა, რომლის ტყვეობაშიც დღეს საზოგადოება იმყოფება და ამგვარად ეპყრობა ნაც.მენშისტვების ლინგვისტურ საკითხებს!!! ო, არა! მე ამას ვერ ვუკმევ, ვერა! მეგობრებო, მე მინდა გავემიჯნო ამხანაგ ელგუჯას და პარტიის უახლოეს ყრილობაზე დავსვა მისი საკითხი კომიტეტის აღმასრულებელი უჯრედის წინაშე! :ნათალ ჭიქაში გრაფინიდან წყლის დასხმის და მოყუდების სმაილიკი:
ketusha, იმიტომ, რომ ბუნებრივად აღიქმება, გულს ახარებს, უფრო ლამაზია, იოლი წასაკითხი და უბრალოთ ეს ქართული რესურსია და ქართულადაც უნდა ვწეროთ
მე ფოტოსაიტ.რუ ზე დავწერე რამოდენიმეჯერ ქართულად და ქარტველებმა კი წაიკითხეს სხვებმა კიდე დედა რა ლამაზე შრიფტი ფქონიათო, ზოგმა კიდე ჩვენ რო გავიგოთ ისე დაწერეო მოდერმაც მითხრა რომ გასაგებ ენაზე დაწერეო
აქ არაფერი არ არი გაუგებარი და შენც გესმის კარგად
და არანაირი თავისუფლების შეზღუდვის ნიშანწყალი არ აქვს არაქართველი ფორუმელი ლათინური ასოებით თუ წერს ქართულად ქართულითაც დაწერს
ახლა აერთი კიდე
აქ რამოდენიმე უცხოელია დარეგისტრირებული ვასაბი ყველა ფოტოს ქვეშ წერს საცოდავი არ მესმის ქართულიო და თუ შეგიძლიათ რუსულათ ან ინგლისურათ დამიწერეთ კომენტარებიო, ხოდა ვერაფრით ვერ გაიგო ზოგიერთმა ეს თხოვნა ვფიქრობ ეს არც სიჯიუტის ბრალია და არც რუსულის ან ინგლისურის სიძულვილის ეს უტვინობის ბრალია მარტო. ერთხელ გამოგრჩება და მერე რა, მეორეთაც შესაძლებელია და თუ ვერასდროს ვერ შეუსრულე ადამიანს თხოვნა მაშინ გონებანაკლულობის ბრალია მარტო, თან ამასობაში ლათინურით წერენ . კარგია არა?
დროა ხალხნო ვიფიქროთ იმაზე რომ ჩვენი გვაქვს სასწაული და განუმეორებელი. აღარ მოგვბეზრდა ეს უცხო ხილი რომელიც ყოველთვის "მშობლიურზე უფრო გემრიელია" ლაპარაკი უკვე ხომ დავივიწყეთ, ეხლა წერაც გვავიწყდება საკუთარს ენაზე. ამდენი უცხო და უაზრო სიტყვა დღეს რომ იხმარება ყოველდღიურ ენაში არასდროს ყოფილა. იქნებ იმაზეც ვიფიქროთ რომ რაიმეთი წახალისდეს კიდევაც გამართული და ლამაზი ქართული კომენტარები ნამდვილი ქართული სიტყვებითა და ფრაზეოლოგიებით. გუჯა დროული წინადადებაა და შენ გაგიმარჯოს!!! Added @ ბოკე - წმინდა ქართულით მოსაუბრე ფოტოგრაფთა სახლი
Gottfried Lenz, ნუ ხართ ბიჭო ძალათ სვეწკი ბლატნოები ნეაჟიდალ ონ აბა რა ჯანდაბა აჟიდალ ქართულ საიტზე ერთი ეს მითხარი? და სად დაინახე აქ ნაციონალური საკითხი თუ ძაან გინდა იყოს ნაციონალური საკითხი ინებე მე ვარ ნაციონალისტი ზუსტად ისეთი როგორც სხვა ერის შვილებია თავიანთი ერების მიმართ მე ქართველებზე ვლაპარაკობ და შენ თუ მაპუტუელი ხარ კი ბატონო სუახილზე დაწერე და ილაპარაკე ვინ დაგიშალა რო? პატარა ხარ ჯერ ძაან მე ჭკუა მასწავლო რა და როგორ უნდა იყოს, მით უმეტეს ნაციონალურ საკითხში.
მე ვატყობ ბარეორს ესირცხვილება ქართველობა და ქართული ენა ბევრი ყოფილა მაგისთანა წინა საუკუნის დასაწყისში, ვითომ ინტელექტუალები და კიდეც დაგვღუპეს ისე რო ჯერაც აზრზე ვერ მოვსულვართ. ეს წერილი მიტო დავწერე ღია თემაში მინდოდა არგუმენტები მომესმინა თუ რატო შეიძლებოდა ქართველს სურვილი არ ქონოდა ქართული შრიფტით ეწერა. კუდის ბზიკვები ჩანს არგუმენტები არა.
lolski, ნეტსკეიპი 8.1 უფასოა და ძაან კარგი ბროუზერი ჩaმოტვირთე დააყენე და იყავი ბედნიერი თუ მიუთითებ რომ ექსპლორერის ბაზა გამოიყენოს მაშინ კროპებიც მუშაობს და ყველაფერი არის კიდე სრულად გაქართულებული სეამანკეი ისიც უფასოა და იქაც არ არის პრობლემები მე ნეტსკეიპს გირჩევ ძალიან კარგად მუშაობს
აი, ესაა ქართული ტოლერანტობის ნამდვილი სახე! ზუსტი ანალოგია იმ ანტი-ლიბერალური და თუ კარგად დაუკვირდები, ანტი-ეროვნული აზროვნებისა, რომლის ტყვეობაშიც დღეს საზოგადოება იმყოფება და ამგვარად ეპყრობა ნაც.მენშისტვების ლინგვისტურ საკითხებს!!! ო, არა! მე ამას ვერ ვუკმევ, ვერა! მეგობრებო, მე მინდა გავემიჯნო ამხანაგ ელგუჯას და პარტიის უახლოეს ყრილობაზე დავსვა მისი საკითხი კომიტეტის აღმასრულებელი უჯრედის წინაშე! :ნათალ ჭიქაში გრაფინიდან წყლის დასხმის და მოყუდების სმაილიკი:
რელაააააქს მენ!
ნუ რა ხართ მაინც ეს ენჯეოშნიკები :ლოლ: :ლოლ: :ლოლ: (ქართულად წერეო ხომ გვითხრეს, ხოდა აწი სმაილიკი და უბედურება არ გავიგონო :თვალებკვარკვალა ანგელოზის ხარხალაკი: )
გუჯა,
მე გეთანხმები აბსოლუტურად, არა, შემეშალა, გეთანხმები სავსებით :სრულიად სერიოზული ხარხალაკი:
უბრალოდ, ვისაც ფორუმზე არა და მარტო გალერეაში უჭირს ქართულად წერა, იქნებ იმათთვიაც მიგვეცა ინსტრუქციები და მერე დავადოთ ბანი :ღიმილაკი:
lolski, მე გოგო ლინუქსი მაქ და მაგ მელიაც მიყენია და მოზილაც და კონქერორიც, ხშირად ვხმარობ მელიას, მარა ნეტსკეიპი 8.1 ვინდოუზში უკეთ მუშაობს ვიდრე მელია, დამიჯერე თAნ კროპის საშუალებაც გაქ და გალერეის ყველა სიკეთის
გუჯა, ქროპი არაა დიდი პრობლემა, არ მიყვარს და ძალიან იშვიათად ვნახულობ IE-თი! ცეცხლოვანი მელია კიდევ ძალიან მიყვარს ჰოდა ეხლა რომ მორჩება ჩემს ფოტოებზე კომენტარები აღარ დავწერ და ეგაა და თუ ძალიან დამეწერინა PM-ში გავუშვებ!
ძმებო და დებო! არ ვარ მენტორი, მაგრამ ორიოდ სიტყვას მეც გეტყვით....
ხომ არის ბატონი გუჯა ჩვენთვის ავტორიტეტი ფოტოგრაფიაში და მისი შეფასება თუ რეპლიკა ყურადსაღები? მგონი რომ მეთანხმებით... და რატომ? ვფიქრობ, იმიტომ რომ უმეტესობა ჩვენთაგანზე მეტი გამოცდილება აქვს ამ სფეროში (ახლა ნიჭზე და გემოვნებაზე არ მაქვს საუბარი); ამ ტოპიკში ძალიან მნიშვნელოვანს შევეხეთ და ძალიან სათუთს. ისეთ რამეს, რის გააზრებასაც ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა, წლები და ასაკი თუნდაც. რაულიტომ შეიცხადა, მაგრამ დარწმუნებული ვარ "გააჯაზა" თემა, თორემ არა მგონია იგი ვერ გრძნობდეს, რომ საკუთარ სახლშია და ამ საკუთარს თავისი წმიდა საზღვრები აქვს. ამ საზღვრებს კი დაცვა სჭირდება. საზღვარი იმისაა, რომ სადაც შენი მთავრდება, იქ სხვისი იწყება. ეგ შენი საზღვრები რომ იცოდე ამას სჭირდება ასაკი და გამოცდილება. ამას შენი ქვეყნის ყველა კუთხის ტკივილსა და სიხარულთან, წეს-ადათან შეხება უნდა. ასევე რა ძევს საზღვარს იქეთ და რას შემოგვიტანს ოჯახში ამის დანახვა-გააზრებაც ხომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია? მოდით ნუ გავხსნით უპასუხისმგებლოდ ამ საზღვრებს. ტოლერანტობა კომპრომისია, კომპრომისი კი დათმობა უფრო მნიშვნელოვანის სანაცვლოდ. რას ვთმობთ? რას ვიგებთ სანაცვლოდ? ან რა კომპრომისია სამარცხვინო გახადო ჯანმრთელი ნაციონალიზმი გაუაზრებელი და მოდური გლობალიზმის (კოსმოპოლიტიზმის) სასარგებლოდ? ასე ვაპირებთ თუნდაც ნაციონალისტური იდეით აყოლიებული და ამხედრებული აფხაზების და ოსების მოხიბვლას?! ქართული სახელმწიფო ძალიან ახალგაზრდაა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და ეს არის ჩვენი უბედურებაც და ბედნიერებაც. პარადოქსია ხომ? ბედნიერებაა, რადგან ჯერ კიდევ გვაქვს შანსი მოვაღონიეროთ ქართული სახელმწიფოს ჩანასახი, გამოვკვეთოთ ის საზღვრები, რომელშიც ჩვენ ქართველებმა, იგივე საქართველოს მოქალაქეებმა საყოველთაო გლობალიზაციის ხანაში, თავი საკუთარ სახლში და ოჯახში მყოფად ვიგრძნოთ.
ბიძია ბაბუა! მოდი მაინცდამაინც ნაციონალიზმს ნუ დავარქმევთ იმას რაზეც ვსაუბრობთ რადგან ამ სიტყვამ უამრავი უარყოფითი სტერეოტიპი შეიძინა და გასაგებია მის მიმართ უსიამოვნო დამოკიდებულება. ვაჟა ფშაველას უწერია: კოსმოპოლიტიზმი არაა საგინებელი სიტყვა და მისი გასიგრძეგანება მხოლოდ პატრიოტიზმის გავლითაა შესაძლებელიო. თუ შენი გიყვარს სხვისიც გეყვარება რადგან სიყვარულია თავად უსაზღვრო. ამიტომ აქ ვინმეს ლათინური ანბანის აუტანლობა კი არ ამოძრავებს არამედ საკუთარის სიყვარული გვალაპარაკებს ალბათ! კარგია რომ ასეთი მსჯელობის საგანი გახდა ეს არტიკლი
[quote=GURU LI,Apr 19 2006, 02:21] "მოდი მაინცდამაინც ნაციონალიზმს ნუ დავარქმევთ იმას რაზეც ვსაუბრობთ რადგან ამ სიტყვამ უამრავი უარყოფითი სტერეოტიპი შეიძინა და გასაგებია მის მიმართ უსიამოვნო დამოკიდებულება."
ნაციონალიზმი არაა საუბრის თემა გეთანხმები, უბრალოდ "შეეხენ" თვარა....
ციტირება გავაკეთე შენი. აბა დააკვირდი: -"უამრავი უარყოფითი სტერეოტიპი შეიძინა და გასაგებია მის მიმართ უსიამოვნო დამოკიდებულება"
და ვისთვისაც არ არის უსიამოვნო? ან ვისთვისაც არ არის გასაგები? და თუკი შეიძინა და თან სტერეოტიპია, არ გავათავისუფლოთ?!
ვაჟა ფშაველა კოსმოპოლიტიზმს არასოდეს განიხილავდა როგორც ალტერნატივას -აკი თვითონვე ხსნი აქვე.
გამორიცხული ვარიანტია ჩემ სამსახურის კომპში ყველაფერი მუშაობს რაფერც საჭიროა
Added @ თქვნი ჭირიმე, ყველაფერს კარგად მიხვდით და უჩემოთაც ყველაფერი მშვენივრად იცით მე სხვას არ ვეხები, მე ჩემი მინდა. არ მითხრას ვინმემ გინდა კაიაო, უნდა გეკუთვნოდესო მეკუვთნის!!!!!!!!!!! და მიტომაც მინდა!!!!!!!
ის რაც ასე ძლიერ სტერეოტიპულია მოდი ახლა პირდაპირ ვთქვათ მე და შენ (იმედია არ გწყინს შენობით რომ მოგმართავ) ნუ ვეცდებით მის შეცვლას და ნამდვილი არსის დაბრუნებას. უარყოფითი სტერეოტიპი ეს ძალიან ძლიერი სენია და მისი ამოძირკვა არაა ადვილი საქმე. თუმც ცდა ბედის მონახევრეა. კოსმოპოლიტიზმი არაა ალტერნატივა მართალი ხარ მაგაში მაგრამ არც მასონიზმის მამტკიცებელი ცნებაა როგორც მას ისევ და ისევ სტერეოტიპულად განიხილავენ. მთავარი ერთია ქართველებმა უნდა გავიხსენოთ ერთი რამ, რომ ჩვენი, საკუთარი გვაქვს ისეთი მდიდარი არ უნდა გვჭირდებოდეს სხვისი არაფერი. ცოტა კი გადოუხვიეთ თემას ჩემო ბატონო მარა ჩვენი კეთილგონივრული დებატი მაინც იქამდე მიდის რაც გუჯამ თქვა საკუთარი უნდა დავიცვათ თუნდაც ხანდახან ამისთვის თავისუფლების შეზღუდვაც გახდეს საჭირო.
მასონიზმი მე არ მიხსენებია და ყველა გიჟი რასაც იტყვის ის არაა სტერეოტიპი... თუმცა ამ დარეხვილების ქვეყანაში ეგება ქეც!
რაც შეეხება ნაციონალიზმთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს, უკაცრავად მარა გვერდზე ვერ დავდგები. ისევე როგორც სახლში ჩემი შვილების და მათი მომავალი შვილებისათვის, მეგობრების წრეში თუნდაც გულის მოსაფხანად, აქაც მინდა ამ ლამაზ საზოგადოებაშიც ვიყვიროთ (შენი თქმისა არ იყოს), რომ გვაქვს!!!!!!!!!!!!! ჩვენია, ჩვენ გველამაზება და გვიყვარს! მორჩა და გათავდა, მარტივია ყველაფერი
კი ბიძია ბაბუა მაი მასეა მარა საკუთარის სიყვარული ნაციონალიზმისგან ნამეტანი შორს დგას მაინც და მომკალი ისე ერთიდაიგივეს ვღაღადებთ მაგრამ ტერმინზე ვერ შევთანხმდით მხოლოდ არაა მაი პრობლემა ღმერთმა მოგცეს სიკეთე და ყოლიფერი კაი
"-ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს"-ო, ითქვა ერთხელ... ვისაც სმენა აქვს ისმინოს....
ერთს გეტყვი კიდევ: "ნაციონალიზმის" უკეთური გაგება (სტერეოტიპები) იმის შექმნილია, რომლის დოქტრინაში საკუთარი იდეოლოგიის დასანერგად ნიადაგის შემზადებისათვის ამ სტერეოტიპებით ერების დაკომპლექსება შედის. ვიღაც ეფემერულ მასონებზე არ ვლაპარაკობ მე. გაიხსენეთ ბოლშევიზმი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ნაციონალიზმი პატრიოტიზმია. ფრთხილად! რაც გვაქვს ისიც არ დავკარგოთ Added @ გამოვედი გონია პახმელიაზეც ხო იცი დავიძინებ აწი! სიკეთე მოგცეთ ღმერთმა და ტკბილი ძილი