110 pokcet ნიშნავს აპარატის კლასს - 13 X 17მმ ფორმატის "ჯიბის" კამერა. სხვა მის ფლეშს შეეხება. არ ვიცი გააჩნია თუ არა საკოლექციო ღირებულება. სხვა მხრივ არა მგონია რამე მნიშვნელოვანი იყოს. მე მაქვს Minox-ის სუბმინიატურული კამერა. კლასიკაა, თან თანამედროვე, მაგრამ რად გინდა?! არასოდეს გადამიღია თუნდაც ერთი კადრი. ეგენი უფრო ტექნიკის საოცცრებებს მიეკუთვნებიან. კარგად შეინახე... ვინ იცის
ინდიელების ზოგიერ ტომს ჰქონდათ ასეთი ტრადიცია..... მოკლული მტრის თვალებს ჭამდნენ რომ მათი მტრის თვალით დაენახათ მსოფლიო.... მეც რაღაც ეგეთი მჩირს მაგრამ s tochnostiu da na oborot.... ja pitaius pakazat drugim jisn moim vzgliadom... eta tak....... no a kameru ja vzial v ruki davnim davno.... vdetstve.... tagda mne nravilis urodi.... i ja na ulica snimal urodov!.... a vo vremia voini ix bilo mnoga... nu potom papa mne kupil mini laboratoriu... i praiavliat plionku i pechatat fotki dlia menia bilo celim ceremonialam.... mne eta ochen nravilos eta bilo moei pachti edinstvenoi zabavoi... potom ja zabrosil eta delo mnogo let spustia.... karoche 5 let tamu nazat kagda ja upal s 6 mertovoi vertikalnoi rampoi u slamal nogu... i ne mog bolshe katatsa na sleite... sidia v kaliaske invalida i smotrev na pacanov katorie katalis... komde podashol odin pacan i poprasil sniat evo triuki odaljil fotoaparat.... ja skateboarding znal iz nutri karoche chtio kak delalos i kakoi rakurs bil bi samim krutim.... tak sdelal paru fotok.... na sleduishi den on menja opiat poprasili snimat patom ktot drugoi podoshol.... itak daleeee..... vse shitali chto ja klasno snimaiu.... nu ja toj tak shital.... nu a patom gdeta 4-5 mesiacov tamu nazat xotia mojet i 3 ne pomniu sashol siuda... posmotrel vse eti fotki i mne pokazalos chto tut slishkom vialo i nadoo podbodrit rebiat.... podkinut extreme.... no ne tut ta bilooo... snachala kagda gavarili chto maia fotka ne kuda ne gaditsa ja zlilsia... upotrebliali kakieta termini vrode peresvet expozicia i tak daleee..... nu podumal ja.... chtota tut ne tooo. ili ja duraki ili oni vse durakiii... no potom podumal ne vse je oni pogalovna duraki znachit ja vchomta ne prav tak posmotrel chto tut bilo za chtiva....... prochital malok...... potom esho pochital potom film posmatrel potom esho knijku.... i chital vsio podriad....... i ponjal chto ja ne kakoi na xren ne klasni fotograff.... i shas pitaius vot kapnut po glubje... chtob uznat esho bolsheee. extrim snimat trudnavato... i ne tolko.... i seju shas i dumaiu.... kakovaje figa ja vzial kameru vruki??
მაპატიეთ, გუშინ ძალიან ვჩქარობდი და მაინც სურვილმა მძლია ორი სიტყვა დამეწერა, სიჩქარე თანაც რაჭველის აჩქარება აპრიორი გაუგებრობამდე მიდის ხოლმე j/k
თქვენ მართალი ბრძანდებით, მე მართლაც ორი სხვადასხვა ადამიანის ნათქვამი დავწერე. კარგად მესმის რომ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ არასოდეს სულ რომ ერთი წამით იყოს ერთი კადრი მეორესგან დაშორებული დამეთანხმეთ რომ ის უკვე სხვა კადრია, ანუ უკვე სხვა ფოტო, სხვადასხვა დროს საგნები სინათლეს სხვადასხვა ნაირად ირეკლავენ სწორედ ეს სინათლის თამაშია ფოტოგრაფიაში რაც ჩვენ ძალიან მოგვწონს კარტიე ბრესონის ფოტო თუ გახსოვთ, ჭაობი აქვს კვატით გადაღებული, ფოტო შავთეთრია მაგრამ იქ სინათლის მონაცვლეობა, მზის და ჩრდილების სიჭრელის თამაში სრულ განცდას ქმნის რომ ფოტო ფერადია, უყურებ ფოტოს და ხედავ გენიოსს რომელიც თავის საქმეში PELEა. მე ამ სინათლეებზე ვლაპარაკობ და ამ სინათლეების აღქმაზე, ესეც ერთერთი მიზეზია ალბათ რატომაც მიყვარს შავთეთრი ფოტოები...
Bidzia Babua, დიდი მადლობა შენ ამ თემისთვის! დიდი მადლობა მონაწილეებს უღრმესი სიმსუბუქისთვის! ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა ლომზე ამხედრებულ ამორძალს:
QUOTE(e.k.a.t.e.r.i.n.a @ Mar 8 2006, 13:37)
წამის შეჩერება მოკვლას კი არა, პირიქით, მისთვის სიცოცხლის სამუდამოდ შენარჩუნებას ნიშნავს ჩემი აზრით
ერთი პაწია შენიშვნაც: აქ სიტყვა "ჩემი აზრით" სრულიად ზედმეტია. ნება მიბოძეთ, სწორედ აქედან გავაგრძელო ეს თემა. ახლა კი, დილა მშვიდობისა, "რა ლამაზად თენდება..."
ფოტოებს რომ ვიღებ ვმშვიდდები, შეიძლება ითქვას ჩემ შექმნილ სამყაროში გადავდივარ,სადაც ყველაფერი ფერადია ცუდი ხასიათიდან გამოვყავარ. შეიძლება ითქვას თერაპიის მსგავსი რაღაცაა ჩემთვის
ფოტოებს რომ ვიღებ ვმშვიდდები, შეიძლება ითქვას ჩემ შექმნილ სამყაროში გადავდივარ,სადაც ყველაფერი ფერადია ცუდი ხასიათიდან გამოვყავარ. შეიძლება ითქვას თერაპიის მსგავსი რაღაცაა ჩემთვის
კამერა იმიტომ ავიღე ხელში რომ მქონდა. მაგალითად ერთი ჩემი მეგობარი არ იღებს კამერას ხელში, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ არ აქვს კამერა. ვინაიდან მე მაქვს კამერა ხშირად ვიღებ ხელში და არა ფეხში. ჩემი ცხოვრება შეცვალა ერთმა ღილაკმა, არ ვიცი ღილაკს რა ქვია, ალბათ მითიური ღილაკს ეძახიან ფოტოგრაფები. ასე რომ კამერის აღება ხელში გამოიწვია უსაქმურობამ.
რატომ? რატომ და რაღაც ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ, როცა კამერა მიჭირავს ხელში, როცა ვიუფაინდერში ვიხედები და ღილაკს ვაჭერ ხელს, შემდეგ მისტიური ხმაა და დადებითი გრძნობების მოზრვავებას ვგრძნობ (ალბათ ადრენალინის ბრალი უნდა იყოს) , რომ ძნელია არ მომწონდეს
მოკლედ ფოტოგრაფია, ფოტო კამერა ჩემთვის ახალი შთაბეჭდილებების, ახალი შეგრძნებების, აღმოჩენების როგორც სამყაროში ისე საკუთარ თავში საშუალებაა, მომწონს ის სამყარო რომელსაც ვიუფაინედრში ვხედავ, როგორსაც მევაფიქსირებ და არა მარტო მე როგორსაც სხვები აფიქსირებენ, მოკლედ ეს ერთ-ერთი საშუალებაა თვითრეალიზების, საკუთარი თავის შეცნობის, სამყაროს აღმოჩენის.... და ამ აღმოჩენების მრავალფეროვნებისა და მრავალჯერადობის გამო უფრო და უფრო მიზიდავს ეს ჩემი შავი ზენიტი და მისი ჰელიოსის "პიდისიატკა"
მოკლედ პოტოგრაფიისადმი დამოკიდებულება ჯერ მაინც გაუცნობიერებელი მაქვს და მაინც სტიქიური, თუმცა ვფიქრობ ეს ასეც იქნება ბოლომდე და მინდა გითხრათ მე ეს სტიქიურობა მომწონს კიდეც
ისეთი კითხვაა დაახლოებით რომ მკითხონ რატომ ლოცულობო... მეც ვუპასუხებ იმიტომ რომ შევინარჩუნო სულის სიმშვიდე და გადავცე ჩემი ემოცია გაჩერებულ კადრს... ოღონდ გულით უნდა აკეთო ეს, თორე ნერვებს აიშლი და დაანებებ ამ ლოცვას თავს...
ეს ხელოვნებაა და სულიერებასთანაა პირდაპირ კავშირში(ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა)
ვიღაცამ შეიძლება დაიწუნოს ჩემი ფოტოები და ეგ არაფერი
მართლაც რომ საინტერესო კითხვაა. მამამ შემაყვარა ფოტოგრაფია, მასაც ძალიან უყვარდა... ჩემს მეხსიერებაში წარუშლელ კვალად დარჩა პატარაობისას მამასთან ერთად წითელი შუქით განათებულ ოთახში (მაშინ ასე აღვიქვამდი) თითოეული სურათის გამჟღავნებისა და შედეგის მოუთმენელი მოლოდინი. ექვსი წლის ვიქნებოდი ალბათ პირველი კადრი რომ გადავიღე სმენით, შემდეგ ვილია-ავტო, მოგვიანებით ზენიტი... ახლა, კამერის ხელში აღება და რაიმე, თუნდაც სულ უბრალო კადრის გადაღება (აბა შედევრების შექმნისაგან ძალიან შორსაა ჩემი ხედვა, ნიჭი და მონაცემები) ჩემთვის სულიერი საზრდოს მიღებასთანაა გაიგივებული. მარტივად რომ ვთქვა ისეა, კარგად რომ შია ადამიანს და ლაზათიანად დანაყრდება . მოკლედ ბავშვობიდან მიყვარს ფოტოგრაფია.
დარწმუნებული ვარ, ყველას, ვისაც უჩნდება ეს სურვილი, ქვეცნობიერად მაინც იცის რატომ
მაგრამ ეს ისეთი ფაქიზი რამეა და ისე ღრმად დევს რომ ძალიან ძნელია ასე თქმა... რატომ ჩნება ფუნჯის აღების სურვილი? რატომ გარბიან თითები კლავიშებისკენ? რატომ გვიყვარს? რატომ..? რატომ...? და ასე უსასრულოდ... და რატომაა ეს ყველაფერი ასე ძლიერად და ღრმად ჩადებული ჩვენში? ეს ყველაფერი განასხვავებს ადამიანს ცხოველისგან. ეს ყველაფერი ჩვენი არსებობის რაობა და არსია. ზოგს სულ არ აინტერესებს, თუ "რამ შეჰქმნა ადამიანად", რად არის ადამიანი. რაღაცა აზრით ეს ყველაფერი ჩვენი ადამიანობის გამართლებაა; შემოქმედმა ჩვენ თავის ხატად შეგვქმნა და მოგვანიჭა უნარი შევქმნათ რაღაც თუნდაც სულ მცირე, როგორც თვითონ შეგვქმნა ჩვენ.
ეხლა სერიოზულად დავფიქრდი მასზე თუ რატომ ვიღებ ხელში ფოტოკამერას...
ეს ნამდვილად განპირობებულია ერთობ მნიშვნელოვანი ძვრებით ჩემს ნერვული სისტემის ნეირონული ნაწილის კანტონალურ-ფიზიონორმატიულ კვარკების ნაცრისფერ ნაწილში, ერთი შეხედვით ეს ცხადია მაგრამ თუ ცოტა ღრმად ჩავიხედავთ საკითხში აღმოვაჩენთ რომ კანტონალური ჰიპერ-ქოლეოსტერული მონოგამების ზეიდეალისტური ლუმინოღერძული კვეთა არ არის ტოლდიდი სირიული წარმოების ტურბოხრახნული ძრავის ტურბინის ფრთის მოძრაობაში მომყვანი ანტიგრავიტონული ნუივთიერებების ქიმიურ რეაქციაში შესვლის შედეგად განოყოფილი არაბუნებრივი, ლიგოსტრატეგიული, და მონოქრომატული სინდიოფალიზმის ქარტიისა. ზემოაღნიშნულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ თეოასტრალური სინდიკატიზმის კოპირებაა შიშველ რეალობაში და ლაქტოგენური სტრომბოციტების არსებობა სრულიად ცხადია.
იტოგში ერთი სიტყვით რომ ვთქვათ მევასება გადაღება და იმიტომ ვიღებ ხელში კამერას