BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> გურამ თიკანაძე, 1933-1963

| |
beshqena
post Nov 22 2007, 17:59
#1 

Amateur+ Amateur+
7,423


ბევრი ვეძებე და ვერ ვიპოვე ბოკეზე გურამ თიკანაძეზე ინფორმაცა...


გურამ თიკანაძე, ფოტოგრაფი და ალპინისტი, დაიბადა 1933 წლის 12 სექტემბერს. ტრაგიკულად დაიღუპა 1963 წელს სვანეთში შხარადან დაშვების დროს.

30 წლის ასაკში მან ბევრის გაკეთება მოასწრო. მისი წარმატებები საყვარელ სფეროში აღმავალი ხაზით მიდიოდა. ფოტოგრაფიას ხელი მოჰკიდა მეშვიდე კლასიდან პიონერთა სასახვლეში ცნობილი ფოტოგრაფების ნიკო საღარაძისა და სერგო ახვლედიანის ხელმძღვანელობით. უნივერსიტეტში გაიტაცა ალპინიზმმა. 1959 წელს დაიწყო მუშაობა ჟურნალ “დროშის” ფოტოკორესპონდენტად. 1962 წელს გახდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფოტოსექციის თავმჯდომარე. თავის შემოქმედებაში ათავსებდა პუბლიცისტურობას პოეტურ აზროვნებასთან. იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში. მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში.

მეგობრობდა ასევე ტრაგიკულად ნადრევ ასაკში დაღუპულ ცნობილ ქართველ მწერალთან, გურამ რჩეულიშვილთან.

გურამ თიკანაძის ნაადრევმა სიკვდილმა საზოგადოებას გამოაცალა შემოქმედებითი სიმწიფის პერიოდში შემავალი ფოტოგრაფი, რომლის გემოვნება და ოსტატობა საყოველთაოდ იყო მიღებული.

ნაწყვეტი გურამის დღიურიდნ:

"მთამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან: რა გვაინტერესებს მთაში? ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. ახლა განმარტებისთვის ზოგიერთი განცდა თუ მოგვეშველება. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველი ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული. მოწოლილი ღრუბლები ჭექა ქუხილს და თოვლს ფანტავენ მწვერვალტა კალთებზე. მცხუნვარე მზე კი ქვის ცვენით და ზვავების კორიანტელით აფხიზლებს ქედებს. მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერტოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან."

გურამ თიკანაძის ფოტოები

ქურმუხი
user posted image

თეთნულდზე
user posted image

ტკბილი ნესვი
user posted image

წვიმის პარადოქსი
user posted image

უტევს მესხი
user posted image

ხტუნაობა
user posted image

ძველი თბილისი
user posted image

ჯავახიშვილის ქუჩა
user posted image

ნონა გაფრინდაშვილი
user posted image

ოთარ ჭილაძე
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dathuna
post Nov 22 2007, 18:10
#2 

Amateur Amateur
19,278


ძალიან
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
MAMONT
post Nov 22 2007, 18:45
#3 

Amateur Amateur
3,481


გურამ თიკანაძე დაიღუბა მთაში. ზუსტად არ მახსოვს რომელი მწვერვალის დაპყრობისას, კლდიდან ჩამოვარდა.

და არსებობს თქმულება რომ ჩამოვარდნის დროს სვანურ ლილეს მღეროდა.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Nov 22 2007, 18:57
#4 

Amateur+ Amateur+
7,423


MAMONT,
სვანეთში, შხარადან დაშვების დროს. sad.gif

ეგ თქმულება მეც მაქვს გაგონილი. მესტიაში მიყვებოდნენ...

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
marazmatik
post Nov 22 2007, 19:44
#5 
Unregistered





საღოლ!!! ერთერთ ფოტოზე ნონა გაფრინდაშვილია? "წვიმის პარადოქსი" ბრესონის ფოტოს მაგონებს ერთს
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
climber
post Nov 22 2007, 19:47
#6 

Amateur+ Amateur+
6,184


"თეთნულეთზე" უძლიერესი კადრია!!
ჭაოხებში თიკანაძე მწივერვლას ქვია საპატივაცემლოდ!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Nov 22 2007, 20:10
#7 

Amateur+ Amateur+
7,423


marazmatik,
კი, ნონა გაფრინდაშვილია. "წვიმის პარადოქსი" მართლა გქვს ბრესონის ფოტოს.
საინტერესოა, რომელი უფრო ადრეა გადაღებული smile.gif

და ასეთი ფოტო საუკუნის პრესის ფოტოებშია კიდევ ერთი. არ მახსოვს ავტორი ოღონდ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
lama
post Nov 22 2007, 20:19
#8 

Amateur Amateur
6,485


beshqena,
ძალიან ძლიერი ადამიანი იყო გურამი მე მიყვარს ასეთი თავისუფალი ადამიანები smile.gif

ღირსეულად იცხოვრა და ღირსეულად დაასრულა თავისი სიცოცხლე

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Kipiani
post Nov 22 2007, 21:00
#9 

Amateur+ Amateur+
21,742


!!!!!!!!!!!!!!!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nata
post Nov 22 2007, 21:33
#10 

Amateur+ Amateur+
3,075


დიდებული ადამიანი იყო და დიდებული ფოტოგრაფი, სხვათაშორის. "ტკბილი ნესვი" მართლაც საუცხოო ფოტოა! bravo.gif bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Nov 22 2007, 23:08
#11 

Amateur+ Amateur+
7,423


lama,
100%
და კიდევ გურამ რჩეულიშვილი და მთელი სამეგობრო!

რჩეულიშვილის მოთხრობები ამათ სამეგობროს რეალურ ისტორიებზეა აგებული...

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
marazmatik
post Nov 22 2007, 23:10
#12 
Unregistered





უშბაზე "სარკიდანაა" ნამყოფი კაცი,ძალიან ძლიერი ყოფილა
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
GeGa Chumburidze
post Nov 22 2007, 23:16
#13 

For Delete
4,756


ძალიანნ. ,,წვიმის პარადოქსი'' ბრესონი გაამხსენა ბესოსი არ იყოსს!!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Nov 23 2007, 00:26
#14 

Amateur+ Amateur+
7,423


QUOTE(GeGa Chumburidze @ Nov 22 2007, 23:16)
ძალიანნ. ,,წვიმის პარადოქსი'' ბრესონი გაამხსენა ბესოსი არ იყოსს!!!!
*


"წვიმის პარადოქსი" გადაღებულია 50 წლებში. ვინმემ იცის ბრესონმა მსგავსი ფოტო როდის გადაიღო? ძაან მაინტერესებს ვინ იყო პირველი...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Nov 23 2007, 00:27
#15 

Amateur+ Amateur+
28,968


beshqena,
გამახარე ამ თემის გახსნით : )
ნება მომეცი ორიოდე სურათი მეც დავამატო: )
user posted image

user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Nov 23 2007, 16:22
#16 

Amateur+ Amateur+
7,423


DIKARKA,
ჯიგარი ხარ!

აუ, ხალხო, გურამ თიკანაძის მთაში გადაღებული ფერადი ფოტოების ელექტრონული ვერსია თუ გაქვთ ვინმეს დადეთ რა...

მე მაქვს წიგნი, მაგრამ რომ დავასკანირო საშIნელი ხარისხი გამოვა.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Nov 23 2007, 16:33
#17 

Amateur+ Amateur+
7,423


თვითონ გურამი
user posted image

ეს გურამის ერთ-ერთი უცნობი ფოტო
ბეკეკა მთაში
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Hot Chocolate
post Nov 23 2007, 16:59
#18 

Amateur Amateur
1,204


beshqena- ს დიდი მადლობა ასეთი თემისთვის და ფოტოებისთვის
bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Nov 23 2007, 17:02
#19 

Amateur+ Amateur+
7,423


Hot Chocolate,
madloba.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
anika-zeppelin
post Nov 23 2007, 19:07
#20 

Amateur Amateur
6,513


კაიია ბეექ..
მომწონს Fოტოები..
განსაკუთრებით: "თეთნულდზე", "წვიმის პარადოქსი", "ხტუნაობა". . . პრინციპში ყველა მომწონს . . .
ძნ მაგრებიაა . . . bravo.gif
: )))
ბეკეკა რა საყვარელია angel.gif


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
fani
post Nov 23 2007, 19:20
#21 

Amateur+ Amateur+
11,521


ვაა!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika Pkhakadze
post Nov 23 2007, 19:27
#22 

Photographer Photographer
8,492


ყველა მომწონს, წიგნიც მაქ და იმაშიც ყველა მომწონს, ფედ -ით იღებდა მე მგონი ? მაინტერესებს და თუ ვცდები გამისწორეთ, დიდი მადლობა beshqena -ს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Nov 24 2007, 15:29
#23 

Amateur+ Amateur+
7,423


გურამ რჩეულიშვილი
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Tato
post Nov 24 2007, 16:43
#24 

Photographer Photographer
534


QUOTE(beshqena @ Nov 23 2007, 01:26)
"წვიმის პარადოქსი" გადაღებულია 50 წლებში. ვინმემ იცის ბრესონმა მსგავსი ფოტო როდის გადაიღო? ძაან მაინტერესებს ვინ იყო პირველი...
*



ბრესონს მაგდაგვარი კადრი 1932-ში აქვს გადაღებული
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Nov 24 2007, 17:30
#25 

Amateur+ Amateur+
7,423


QUOTE(Tato @ Nov 24 2007, 16:43)
ბრესონს მაგდაგვარი კადრი 1932-ში აქვს გადაღებული
*


sad.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
makuku
post Nov 24 2007, 21:13
#26 

Amateur Amateur
3,628


სხვათა შორის მურმან ლებანიძეს აქვს მაგარი ლექსი გურამზე, სათაურით "ვოი". ვფიქრობ, ამ თემაში უნდა იყოს ეს ლექსიც.

"- ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!..

ვოი, კალა-უშგული შეკრებილა -
ყანას და სათიბს მომცდარა.
მთელი სვანეთი შეკრებილა,
მთლად საქართველო შეკრებილა,
შხარასთან ღრუბელივით მომდგარა...
ვოი, შხარა სისხლით შეღებილა -
კოხტა თიკანაძე მომკვდარა...

ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი
უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში.

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
საკუთარ ხელით პალო დაუგია,
საკუთარ პალოზე მომწყდარა...

ცოცხლისგან საყვედური აუგია -
თოკი ერთადერთი ჩაუბია -
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!..

ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი
უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში...

"ხოჩა საკაცე გამითალეთ,
დავაწყო ხორცი და ძვალი,
სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ,
აღმართში კვნესით ამიტანეთ,
ვაკეზე მითხარით ზარი!.."

უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,
შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა;
ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი
საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:

"თეთნულდმა რა მოგცა? უშბაზე რა გქონდა?
შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!
ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა -
რამ დაგაპატარავა, შვილო?!"

ასი ცხენოსნით
უშგული გახლავს
და ბეჭზე მიდევს
შენი საკაცე...
შენ დაგეუფლა
ძილი და დაღლა,
შენ დასახარჯი
უკვე დახარჯე...
შენ გაიელვე
ღრუბლებზე მაღლა,
შენ საქართველოს
ღამე გახაზე...
ასი ცხენოსნით
უშგული გახლავს
და მიტივტივებს
შენი საკაცე...

ვოი, რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!..

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, გურამი მომკვდარა...
ცოცხლისგან საყვედური აუგია,
ჩაუქი მკვდარიც ჩაუქია -
ვარსკვლავი
ვარსკვლავებს მომწყდარა."
1964წ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Nov 27 2007, 11:09
#27 

Amateur+ Amateur+
7,423


makuku,
bravo.gif bravo.gif bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Linda
post Nov 27 2007, 11:42
#28 

Amateur Amateur
2,339


makuku beshqena

bravo.gifbravo.gifbravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
beshqena
post Nov 28 2007, 20:26
#29 

Amateur+ Amateur+
7,423


გურამ თიკანაძის ფერადი ფოტოები არავის გაქვთ? sad.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Tourist
post Dec 12 2007, 14:55
#30 

NewBie NewBie
5


[ქუოტე=ბესჰქენა,Nოვ 28 2007, 20:26]
გურამ თიკანაძის ფერადი ფოტოები არავის გაქვთ? sad.gif
[რიგჰტ][სნაპბაცკ]164989[/სნაპბაცკ][/რიგჰტ]
[/quote]

პატარა შესწორება - დაიბადა 1932 წლის 12 სექტემბერს.
რომელი ფერადი ფოტო გაინტერესებთ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 22nd May 2024 - 18:46

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'