გურამ თიკანაძე, ფოტოგრაფი და ალპინისტი, დაიბადა 1933 წლის 12 სექტემბერს. ტრაგიკულად დაიღუპა 1963 წელს სვანეთში შხარადან დაშვების დროს.
30 წლის ასაკში მან ბევრის გაკეთება მოასწრო. მისი წარმატებები საყვარელ სფეროში აღმავალი ხაზით მიდიოდა. ფოტოგრაფიას ხელი მოჰკიდა მეშვიდე კლასიდან პიონერთა სასახვლეში ცნობილი ფოტოგრაფების ნიკო საღარაძისა და სერგო ახვლედიანის ხელმძღვანელობით. უნივერსიტეტში გაიტაცა ალპინიზმმა. 1959 წელს დაიწყო მუშაობა ჟურნალ “დროშის” ფოტოკორესპონდენტად. 1962 წელს გახდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფოტოსექციის თავმჯდომარე. თავის შემოქმედებაში ათავსებდა პუბლიცისტურობას პოეტურ აზროვნებასთან. იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში. მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში.
მეგობრობდა ასევე ტრაგიკულად ნადრევ ასაკში დაღუპულ ცნობილ ქართველ მწერალთან, გურამ რჩეულიშვილთან.
გურამ თიკანაძის ნაადრევმა სიკვდილმა საზოგადოებას გამოაცალა შემოქმედებითი სიმწიფის პერიოდში შემავალი ფოტოგრაფი, რომლის გემოვნება და ოსტატობა საყოველთაოდ იყო მიღებული.
ნაწყვეტი გურამის დღიურიდნ:
"მთამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან: რა გვაინტერესებს მთაში? ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. ახლა განმარტებისთვის ზოგიერთი განცდა თუ მოგვეშველება. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველი ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული. მოწოლილი ღრუბლები ჭექა ქუხილს და თოვლს ფანტავენ მწვერვალტა კალთებზე. მცხუნვარე მზე კი ქვის ცვენით და ზვავების კორიანტელით აფხიზლებს ქედებს. მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერტოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან."
გურამ თიკანაძის ფოტოები
ქურმუხი

თეთნულდზე

ტკბილი ნესვი

წვიმის პარადოქსი

უტევს მესხი

ხტუნაობა

ძველი თბილისი

ჯავახიშვილის ქუჩა

ნონა გაფრინდაშვილი

ოთარ ჭილაძე
