BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
10 გვერდი < 1 2 3 4 > »  
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ქოლგაზე ვერ მოხვედრილი ფოტოები

| |
olala
post Apr 27 2011, 00:42
#31 

NewBie NewBie
219


error404,
არ ვიცი იგივე აზრის იქნებოდი თუ არა შენი ფოტოები რომ გასულიყო და ამიტომ შენს დამოკიდებულებას ვერ განვსაზღვრავ ნორმალურად.

უბრალოდ არ მესმის რაში სჭირდებათ ასე გაკეთება ქოლგის ორგანიზატორებს.

კიდევ დავამატებდი რომ ჩვენთან რაც ფოტოგრაფები არიან ის კონკურსები გვაქვს, ნურავის ეწყინება და ყველა საკუთარ თავზე იმედია არ მიიღებს, მაგრამ მიწევს ფოტოგრაფიის სფეროში ყოფნა და სამწუხაროდ ბევრი ისეთი ე.წ. ფოტოგრაფი მხვდება, რომლებსაც ძალიან დიდი ამბიციები აქვთ და წაროდგენები საკუთარ თავზე, არადა სინამდვილეში ფოტოგრაფიის აზრზე არ არიან. ფოტოგრაფია მარტო კარგი ტექნიკა არაა, თავისი ხედვა ჭირდება და ა.შ.

საერთოდ, საქართველოს სენია რომ ახლობლებს მხოლოდ ძალიან გამონაკლის შემთხვევაში აკრიტიკებენ და თუ ვინმე უნიჭო გყავს ამის თქმა მისთვის უტაქტოა. ამიტომაც ვისაც მეტი ახლობელი ჰყავს ამ სფეროში და კიდევ მსგავს საიტებზე ისინი იქაჩებიან და რაღაც შთაბეჭდილებელი ექმნებათ საკუთარ თავზე.

ყველა რა თქმა უნდა არ ეხება, ყველგან მოიძებნება რამოდენიმე კარგი ფოტოგრაფი. რომელსაც შეუძლია კიდეც საკუთარი თავით იამაყოს.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
error404
post Apr 27 2011, 01:51
#32 

Photographer Photographer
1,864


olala,

გასვლა არ გავლა არფერ შუაშია. გადიოდა აქამდე ფოტოები და მაინც იგივეს ვიძახდი.მაგას არა აქ მნიშვნელობა. იგივე განსაზღვრებით არც იმ კონკურსს ვცემ დიდ პატივს სადაც ამ ეტაპისთვის ჩემი ფოტოები გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ჯერ მართლა ვერ არის იმ დონის ნამუშევრები რაც მე მინდა რომ იყოს.

ამბიციებს რაც შეეხება, არაამბიციური ადამიანი მკვდარი ადამიანია.მეორე საკითხია რამხელა ამბიციებია და თუ არის ეს ამბიციები არგუმენტირებული.მე ვიცნობ ხალხს და რამოდენიმეს ძალიან ახლოს რომელთაც ამ სფეროში ძალიან დიდი ამბიციები აქვთ, მაგრამ საქმით ამას ვერანიარად ამტკიცებენ.თუმცა ფოტოგრაფიაში კიდე ადვილადაა საქმე.ძალიან ბევრი წყვეტს საუბარს და ივიწყებს ამბიციებს როცა გადაღებული სურათების ჩვენებას ვთხოვ. ფოტო თვითონ უნდა საუბრობდეს თავის თავზე.

ამავე დროს აქაც საიტზე და საიტის ფარგლებს გარეთ არის ბევრი (!!!) ადამიანი რომელთა ფოტოების ყურებაც მართლა მსიამოვნებს.რამოდენიმე ასეთი ადამიანის გამოც თავის დროზე გადავწყვიტე რომ აპარატი დამეჭირა ხელში სერთოდ.აბა ქოლგის კატალოგს რომ გადახედავ რა გადაღების სურვილი უნდა გაგიჩნდეს ერთი ის მითხარი smile.gif)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Apr 27 2011, 03:38
#33 

Amateur Amateur
1,507


ძალიან დიდ სისულელედ მიმაჩნია ატარებდე ფოტო კონკურსს და არქმევდე მას "თავისუფალ თემას". ეს იგივეა 1 ბოთლი მტკნარი წყლის ასაღებად შუა ზღვაში შეცურო.

პირველ რიგში მიჩნდება აზრი, რომ "ქოლგის" ორგანიზატორებს თავად ნამდვილად აქვთ არჩეული თემა, რომელსაც არ ახმაურებენ, "დევნილების" არ იყოს, და ჟიურისაც ამასვე ტენიან, რომ ფოტოები აარჩიონ რაღაც გარკვეული თემატიკის მიხედვით. ნუ შესაძლოა გამონაკლისების დაშვებაც თუ ფოტომ ვიღაცა "გადარია". ეს კი ხელს უწყობს ძალიან ბევრი კარგი ფოტოს კონკურს გარეშე დატოვებას, რადგან მათ ჩაფიქრებულ თემას არ პასუხობს. ვფიქრობ რომ ეს ერთგვარი მახეა იმისთვის რომ ბევრი ფოტო არ მოხვდეს საკონკურსო ფოტოების სიაში და არჩევანის გაკეთება გაიადვილონ. მე ვმუშაობდი აქ ერთ-ერთ ორგანიზაციაში, სადაც ზუსტად ასეთი პრინციპით ხდებოდა "ინფორმაციის" დამუშავება და გაცხრილვა.

ჟიურის რაც შეეხება, ძალიან მაინტერესებს ვინ ყავთ ჟიურიში?! უცხოეთიდან ჩამოყვანილი ჟიური არ ნიშნავს, რომ კონკურსი მიუკერძოებელი იქნება. საერთოდ როდესაც უცხოეთიდან ვინმე ჩაგყავს, ის შენზეა დამოკიდებული, მას ფულს უხდი, აჭმევ-ასმევ, "აგულავებ" და ამიტომ ისე "დაგსდევს კუდში" როგორც წიწილა კრუხს. აქედან გამომდინარე ნურავის შეექმნება იმის ილუზია, რომ უცხოელი თუ იქნა, ნამდვილად მიუკერძოებელი იქნება. ცხადია არსებობენ გამონაკლისებიც, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. სამწუხაროდ ჯერჯერობით საქართველოში არსებობს ეს ასე ვთქვათ "უცხოელების კულტი", მაგრამ დამერწმუნეთ ყველგან ერთი "ნაგავია". ამიტომ არ ღირს იმაზე დარდი, რომ ვიღაცამ ფოტო არ მიიღო ან არ მოიწონა. აკეთეთ თქვენი საყვარელი საქმე, მიიღეთ სიამოვნება და დრო მოვა ყველაფერი შესაბამისად შეფასდება და დაფასდება.

---------------------------------

რაც შეეხება შეფასებებს, აქ ერთმა მეგობარმა თქვა, რომ მეგობრები ერთმანეთს აძლევენ კარგ შეფასებებს და იმათაც მერე ილუზია უჩნდებათ, რომ მაგრები არიანო. მეც ძალიან დამაფიქრა იმ გარემოებამ, რომ იმ დღიდან, როდესაც ამ კლუბში გავწევრიანდი და პირველივე ფოტოზე ქულები დამიწერეს, არავინ არ დამიწერა რატომ მიწერდა ამა თუ იმ ქულას. არც დადებითს წერენ, არც უარყოფითს.
ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ მსგავსი პოსტები, როგორიცაა მაგალითად "!!!" და "5/5" ბევრს არაფერს ნიშნავს. მეც და დარწმუნებული ვარ 90%-ს თუ 100-ს არა ჩვენი კლუბის წევრებისას ძალიან აინტერესებს რატომ "5/5" ან "!!!"?! ისეთი შემთხვევაც უამრავია, როცა ფოტო შეაფასა 15-მა წევრმა, მაგრამ ფოტოს სულ 3 პოსტი აქვს ქვეშ მიწერილი. დამეთანხმებით ალბათ, რომ უნაკლო ფოტო ძალიან ცოტაა, ნაკლოვანებებზე ლაპარაკს კი ყველა ერიდება. ეს კი საქმეს აფუჭებს, რადგან ნამუშევრის ავტორს მართლაც უჩნდება ილუზია, რომ მართლა უნაკლო ნამუშევარი შექმნა და აგრძელებს ამ ტემპში და ამ ნაკლოვანებებით.

აქედან გამომდინარე იქნებ ვთხოვოთ კლუბის ადმინისტრაციას, რომ შეფასებების წესებში შეიტანოს დამატება, რომ ყოველ შემფასებელს უნდა ევალებოდეს მოცემულ ფოტოზე, პოსტის სახით, თავისი შეფასების არგუმენტირებაც. თუ მოეწონა - რატომ მოეწონა, თუ არ მოეწონა - რატომ არ მოეწონა ან რა მოეწონა და რა არ მოეწონა. ამას ძალიან ცოტა თუ აკეთებს. ამითი ჯერ ერთი ჩემნაირ მოყვარულ და დამწყებ ფოტოგრაფებსაც შეუწყობს კლუბი ხელს ცოდნის გაღრმავებასა და დაოსტატებაში და მიკერძოებულობაც ადვილად გამოჩნდება.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
error404
post Apr 27 2011, 04:48
#34 

Photographer Photographer
1,864


besos,


შეფასებებს მე თუ მკითხავ დიდი მნიშვნელობა არც უნდა ენიჭებოდეს.მე მაგალითად სულ მკიდია.ერთი ორჯერ ძაან ლაითად ,რჩევის სახით, დავწერე რაღაც კომენტარი და ამან ისეთი რეაქცია გამოიწვია.....ერთი გავიფიქრე კისერიც გიტეხიათქო და იმის მერე ძალიან იშვიათად ვაკომენტებ რამეს.მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ავტორი მოითხოვს.

მგონი სომერსეტ მოემმა თქვა რომ როცა ადამიანი კრიტიკას მოითხოვს გულის სიღრმეში ქებას ელისო. მართლაც მასეა.

სასტავობანას რაც შეეხება, რაც არ უნდა წესი შემოიღო მაგას მაინც ვერ გადააგვარებ.თავისანს ნებისმიერი ადამიანი უფრო გაუწევს ანგირიშს ვიდრე უცხოს.

შენ რაც თქვი ისიც კარგი აზრია, მაგრამ ეგრე რომ გაკეთდედს მერე ზოგს საერთოდ შეეზარება დაკომენტება და საბოლოოდ ფოტო შეიძლება ერთამ დაუზარებელმა შეაფასოს და მარტო მასზე იქნება დამოკიდებული ამ ფოტოს ავკარგიოანობა.

მე მაინც უფრო ინდიფირენტულად ვარ განწყობილი ლაიქების მიმართ გინდ აქ და გინდ ფეისბუქში.უბრალოდ ვდებ და ვაკეთებ იმას რაც მე მომწონს (მეტ-ნაკლებად) და შეძლებიდაგვარად ვინტერესდები მხოლოდ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხალხის აზრით ამათ გარშემო.თქვენც იგივეს გირჩევდით და დაიკიდეთ თუ ვინმე 2/2-ს დაგიწერთ, თუმცა 5/5 ყოველთვის სასაიამოვნოა თუნდაც სრულიად დილეტანტი ადამიანისგან smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
olala
post Apr 27 2011, 09:28
#35 

NewBie NewBie
219


error404,
მთლად ასე ნუ გადაწურავ ქოლგის საკონკურსო ფოტოებს, DDDD.gif მე ბევრი მომეწონა, და ყველა ვერ მომეწონება რათქმაუნდა.

საიტებზეც იშვიათად რო რამე ფოტომ მომხიბლოს.

შეიძლება კაი ფოტოგრაფი არ ვარ, აპარატიც არც მაქვს, მაგრამ იმდენი მაინც შემიძლია კარგი და ცუდი ფოტოები გავარჩიო , ზოგადად მაინც.

ისე საინტერესოა თქვენ რომელ ფოტოებს გაიყვანდით და რატომ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
paatavar
post Apr 27 2011, 10:48
#36 

Photographer Photographer
3,606


რამდენიმე წლის წინ ქოლგაში როზოვის და რამდენიმე ცნობილი რუსი ფოტოგრაფის 10-ზე მეტი ფოტო შეიტანე და ასეულში არ მოხვდა არცერთი

ჩემი ფოტოები რო არ გავიდა არც მაქვს პრეტენზია

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Apr 27 2011, 11:10
#37 

Amateur+ Amateur+
9,666


ბიჭო ამდენს რა გაწერინებთ? DDDD.gif
ფოტოკონკურსი მართლაც რომ დასახვეწია და ბევრი რამ არის გამოსასწორებელი. მაგალითად საპრიზო ფონდი. ჩემი აზრით გაცილებით უფრო მეტს უნდა იგებდეს გამარჯვებული ნომინაციაში ვიდრე 700 თუ 800 ლარი DDDD.gif შარშანწინ გავაგზავნე პირველად რაღაც რუღაცეები არაფერი გავიდა შარშან არ გამიგზავნია საერთოდ. წელს 19 ფოტო გავაგზავნე DDDD.gif და 4 გავიდა. გამიკვირდა რო საერთოდ გამომეხმაურნენ DDDD.gif 4 ფოტოდან 3 ფერადია კეშა ვიცი გაგიკვირდება DDDD.gif

აქ რა ფოტოებიც დაიდო არ გასული, 80% არ იმსახუხურებს მაგრამ მართლა ისეთი ფოტოები არ გაუშვიათ რო რავიცი DDDD.gif ჟიური უცნაური რამ არის შეიძლება მასტერას ფოტო არ გაუშვას და ვიღაცის ნაგავი გამოკიდოს DDDD.gif
წარმატებებს გისურვებთ ყველას, ქოლგაზეც და სხვა ფოტოკონკურსებში.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Apr 27 2011, 11:41
#38 

Amateur+ Amateur+
22,472


რამე განსაკუთრებული ფოტოები არ მაქვს და არც არასოდეს გასულა ჩემი ფოტოები ქოლგაზე. უბრალოდ მეორედ ვცადე წელს.
ჩემი ფოტოები რომლებიც ვერ გავიდნენ:


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tavadi
post Apr 27 2011, 11:54
#39 

Amateur Amateur
4,340


ჩემი ვერცერთი ფოტო დაბრაკეს..
იიიშ, გასკდით გულებზე lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Apr 27 2011, 12:00
#40 

Amateur+ Amateur+
22,472


რამე განსაკუთრებული ფოტოები არ მაქვს და არც არასოდეს გასულა ჩემი ფოტოები ქოლგაზე. უბრალოდ მეორედ ვცადე წელს.
ჩემი ფოტოები რომლებიც ვერ გავიდნენ:

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Apr 27 2011, 12:08
#41 

Amateur+ Amateur+
9,666


1,2,5,6,7 და ბოლო. აქედან ერთი როგორ არ აარჩიეს ეხლა DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Apr 27 2011, 12:23
#42 

Amateur+ Amateur+
22,472


Avtandil Mamulia,
მე არ ვამბობ, რომ აქედან რომელიმე უნდა აერჩიათ DDDD.gif lol.gif
მე იმაზე ვატრაკებ, რომ ზოგადად ირჩევენ მდარე და ერთფეროვან ნაწარმს.. თორე, ჩემზე უკეთესი პეიზაჟისტები რომ არსებობენ მაგაში ვინმეს ეჭვი ეპარება? smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Apr 27 2011, 12:27
#43 

Amateur+ Amateur+
1,081


ბოდიში off ისთვის

kesha

შენი პირველი ფოტო გადაუჭარბებლად უნაკლოა, ძალიან მომეწონა

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Apr 27 2011, 12:38
#44 

Amateur+ Amateur+
22,472


Giorgi Dadiani,
მადლობა

გავა თუ არ გავა ქოლგაზე ჩემი ფოტოები მაგით არაფერი არ მაკლდება მე და არც ჩემს ფოტოებს, ის ისევე მოეწონებათ და ისევ გაიყიდება.. იიიშ DDDD.gif DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Apr 27 2011, 12:44
#45 

Amateur+ Amateur+
9,666


მე შენკენ ვარ და შენ სად ეშმაკებში იყურები DDDD.gif რომელი ფოტოებიც ჩამოვთვალე ყველას გავიყვანდი 100 ეულში მე პირადად.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Apr 27 2011, 12:57
#46 

Amateur+ Amateur+
4,684


გეუბნებით მოვაწყოთ ალტერ-ქოლგა დაბრაკული ფოტოებით მეთქი და რატო არ მისმენთ? DDDD.gif
შევადაროთ მერე რომელი გამოფენა აჯობებს lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Apr 27 2011, 13:00
#47 

Amateur+ Amateur+
22,472


Avtandil Mamulia,
შენ ახლა მეგობრობა გალაპარაკებს DDDD.gif ტენდენციური ხარ DDDD.gif DDDD.gif lol.gif

ქოლგის ჟიურის თქვა არ ვარგაო DDDD.gif დაახვიე და ... DDDD.gif
Added @
Nino Baidauri,
მე ვეთანხმები ამ იდეას diax.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
levani7
post Apr 27 2011, 13:06
#48 

Amateur+ Amateur+
5,587


სად მაქ იმდენი ფული 15 ფოტო A2 ზე დავბეჭდო smile.gif)))))))))))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Apr 27 2011, 13:14
#49 

Amateur+ Amateur+
9,666


lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Apr 27 2011, 13:22
#50 

Amateur+ Amateur+
4,684


ო ეხლა მთლად 15 ფოტოს ნუ დაბეჭდავ კაცო DDDD.gif
ჟიური დავნიშნოთ და ასი ფოტო ავარჩიოთ DDDD.gif
მერე ვისი ფოტოებიც ამ ასეულში ვერ მოხვდება, იმათ ალტერ-ალტერ-ქოლგა მოაწყონ და ასე. გამოვცოცხლდებით ცოტა და გამოფენა გამოფენაზე გვექნება lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Apr 27 2011, 13:47
#51 

Amateur+ Amateur+
22,472


QUOTE(Nino Baidauri @ Apr 27 2011, 14:22)
ო ეხლა მთლად 15 ფოტოს ნუ დაბეჭდავ კაცო DDDD.gif
ჟიური დავნიშნოთ და ასი ფოტო ავარჩიოთ DDDD.gif
მერე ვისი ფოტოებიც ამ ასეულში ვერ მოხვდება, იმათ ალტერ-ალტერ-ქოლგა მოაწყონ და ასე. გამოვცოცხლდებით ცოტა და გამოფენა გამოფენაზე გვექნება lol.gif
*



ლოოოლ lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
error404
post Apr 27 2011, 20:56
#52 

Photographer Photographer
1,864


kesha,


ნუ თავმდაბლობ,მაგის ნახევარი მაინც რომ შემეძლოს, რაც შენ გაქ გადაღებული იცი რამხელა ამბიციები მექნებოდა smile.gif)


მაგარი ფოტოებია,ყოველ ხუმრობის გარეშე.

olala,

მე არ ვარ ჯერ იმ ეტაპზე რომ სხვისი ფოტოები ესე საჯაროდ შევაფასო.

და არც იმიმ მომხრე ვარ რომ ჟიურიში უბრალოდ კარგი გემოვნების ადამიანი იჯდეს. როგორც ყველა მრბოლელმა უნდა იცოდეს ბოლიდის მექანიკური აგებულება, ისე ყველა ფოტოს შემფასებელს უნდა ესმოდეს ფოტოს ფარული ინჟინერია და ტექნიკა. მე ჯერ-ჯერობით ამათ ვსწავლობ და შესაბამისად ჩემი აზრი მთლად ობიექტური ვერ იქნება თუნდაც ამ გარემოების გამო.

კარგი აზრია ალტერ ქოლგა. თუმცა პიარით კონკურენცია გაჭირდება ვგონებ.თუმცა სერიოზულად თუ მოვკიდებთ ამას ხელს შეიძლება რაღაცის წამოწყება.


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Apr 27 2011, 21:17
#53 

Amateur+ Amateur+
3,330


Eრთ რამეში Vერ დაგეთAნხმებით რომ ფოტო აიცილებლად ლამაზი და Eსთეტიური უნდა იყოს მაგნუმის ფოტოებს გადაავლეთ თვალი რომელი ფოტოა ლამაზი იქ? 99პროცენტი არც ერთი თUმცა უძლიერესი კადრებია რომლებმაც ისტორია შEქმნეს. Vერ ვიტან ლამაზ ფოტოებს smile.gif)))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Chalo
post Apr 27 2011, 21:17
#54 

Amateur Amateur
3,500


olala
მარინას კურსს გულისხმობ?რომელიც მეც გავლილი მაქვს smile.gif


ხმამაღლა ვერ ვიტყვი რომ კარგი გემოვნება მაქვს და ვარჩევ კარგ და ცუდ ფოტოებს,თუმცაღა მეც მაქვს ჩემი გარკვეული თუ გაურკვეველი გემოვნება...

აქ ისტერიკა ხალხი არაა შეკრებილი და არც ბოღმა,იმიტომ გაიხსნა ეს თემა რომ გვენახა თუ რა ვერ გავიდა და მოვახდინოთ ჩვენის მხრიდან შეფასება და გაგება იმისა რომ რა გემოვნებისაა ჟიური
უმეტესობამ ვიცით რაც ფოტოები გავიდა,და რაც გავიდა იმათი უმეტესობა ისეთია,მე მომიტევეთ ქედმაღლობა და ეგეთ ფოტოებს აპარატში მახ 20 წამი ვაჩერებ,არც ვიტოვებ,ვშლი
მე არ გამიტანია ფოტოები,ვთვლი რომ არ მაქვს იმ დონის ფოტოები რომ ქოლგაზე მოხვდეს(რაც არ უნდა დაბალ დონედ ჩავთვალოთ) მიმაჩნია რომ ვერ ვარ ის დონე რომ ძალიან ბევრის(კარგი ფოტოგრაფის) გვერდით ჩემი ფოტო დაიდოს(თუნდაც გავიდეს ჟიურის გადაწყვეტილებით)
აქ რაც ვნახე,უმეტესობა საკმაოდ კარგი,ზოგი ნორმალურია და რამოდენიმე ძალიან მაგარია
გამოფენაზე წავალ ვნახავ ფოტოებს,მაინტერესებს რა გავიდა,იმედი ის ნაწილი რაც ნანახი არ მაქვს უკეთესი იქნება,ვნახოთ...ღმერთმა ქნას იმედები არ გამიცრუვდეს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
David Giorgadze
post Apr 27 2011, 21:25
#55 

Amateur Amateur
4,497


ვახ ძალიან უაზრობაა რა!!!!!!

საერთოდ უმეტესობა იმსახურებდა!

ნინოს ფოტოებზე გავგიჟდი ვაფშე ვერცერთი რომ ვერ გადავიდა
და შენ ფოტოებზეც და არამრტო! იმიტომ არ გავიტანე მე smile.gif მაინტერესებს
რა ფოტოები გავიდა საერთოდ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
batukela
post Apr 27 2011, 21:32
#56 

Amateur Amateur
15,132


აუუუუ ბაიდაუროოო DDDD.gif

ალტერ ქოლგა ძალიან კარგი იდეაა! : ))))

ჰაჰააა )) რა გამოხმაურება ექნება წარმოიდგინე : )))) lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Peso
post Apr 27 2011, 21:32
#57 

Amateur+ Amateur+
6,305


არ ვიცი ვინ, მაგრამ აქ ფორუმზე ერთ-ერთმა დაწერა "ქოლგა" კი არა "ზონტიკია"-ო, ხოდა ვეთანხმები !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
noslogan
post Apr 27 2011, 21:38
#58 

Amateur Amateur
294


ამ ფოტოებს რომ გადავხედე მივხვდი რომ საერთოდ არაფერ შუაში ვარ აქ DDDD.gif DDDD.gif
მაგრამ მეც თემის შესაბამისად დავდებ ფოტოებს .

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

გავიდა
user posted image


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DiiiToOo
post Apr 27 2011, 22:39
#59 

Amateur Amateur
1,319


უეჭველია რომ ჩეემი გასული ფოტოების ხილვის მერე თქვენს სალანზღავ სიაში მეც მოვხვდები, მაგრამ რა ვქნა გავიდა და smile.gif) სულ 11 ფოტო გავიტანე


ვერ გავიდა:
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image


გავიდა:

user posted image

user posted image

რავიცი smile.gif))
წარმატებები ყველას smile.gif)

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Archer
post Apr 27 2011, 23:13
#60 
Прощай цыганка Серааа!

Amateur+ Amateur+
5,002


მეგონა კაი ფოტოებს ვიღებდი raviaba.gif

წავედი თავი მოვიკლა ar varga.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 11th May 2024 - 00:53

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'