20 თებერვლიდან 20 მარტამდე განათავსეთ საკონკურსო გალერეაში საქართველოში ცქრიალა ღვინოების (შამპანურის) მოხმარების ტრადიციების ამსახველი ფოტოსურათი და მიიღეთ შანსი მოიგოთ შემდეგი პრიზებიდან ერთ-ერთი: I-ლი ადგილი: 300 დოლარი + 1 ყუთი შამპანური "ბაგრატიონი" II-ე ადგილი: 200 დოლარი + 1 ყუთი შამპანური "ბაგრატიონი" III-ე ადგილი: 100 დოლარი + 1 ყუთი შამპანური "ბაგრატიონი"
საკონკურსო გალერეაში განათავსეთ შემდეგი თემატიკის ფოტო: - შამპანურით ქორწილის აღნიშვნა; - დაბადების დღის აღნიშვნა შამპანურით; - საახალწლო ღამეს აუცილებელი სასმელი - შამპანური; - რომანტიული საღამო... წყვილი... და ცქრიალა ღვინო... - ბავშვის დაბადების აღნიშვნა შამპანურით; - ტრადიციული ქეიფი შამპანურით; - ცქრიალა ღვინო და ხილის დუეტი; - შამპანური და ტკბილეულობა; - შამპანური, როგორც აუცილებელი სასმელი სხვადასხვა ღონისძიებაზე და წვეულებაზე; - როდესაც იმარჯვებ... - შამპანური პრეზენტაციებზე; - ფურშეტზე; - და სხვა ღირსშესანიშნავ მომენტებში შამპანური, როგორც შეუდარებელი სასმელი.
საკონკურსო გალერეაში ფოტოსურათების განთავსება შესაძლებელია, როგორც არსებული ლიმიტების ფარგლებში, ასევე, შეძენილი ლიმიტის საშუალებით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფოტოკლუბი ბოკეს რეგისტრირებულ მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ სტატუსი: Newbie, Amateur, Amateur+, Photographer, Master, Event Manager, Moderator. ფოტოსურათების შეფასება შეუძლია შეფასების უფლების მქონე ნებისმიერ წევრს.
20 მარტს, 21:00 საათზე, საიტზე მოქმედი შეფასების სისტემის საშუალებით გამოვლინდება სამი გამარჯვებული (ყველაზე რეიტინგული ფოტოსურათის ავტორები), რომლებიც დაჯილდოვდებიან ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი "ბაგრატიონი 1882"-ს მიერ.
პრიზის მისაღებად, გამარჯვებული ფოტოს ავტორმა უნდა გააფორმოს საავტორო უფლებების ექსკლუზიურად გადაცემის ხელშეკრულება (გამარჯვებულ ფოტოზე). აგრეთვე, თუ თქვენმა ფოტომ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ის წარმოადგენს კონკურსის სპონსორის ინტერესს, შესაძლოა კონკურსის სპონსორმა - "ბაგრატიონი 1882"-მა ცალკე აწარმოოს თქვენთან მოლაპარაკება.
ეხლა ისეთ ხასიათზე ვარ ბიძია-ბაბუებო და ისეთი ამინდია, რომ მართლა სახლში თუ გადავიღებდი რამეს და კაი იდეა ჩამაწვეთა ამ კონკურსმა და თუ სამეულში მოვხვდი ის ყუთი ცქრიალა ღვინო ბოკეს გამოფენის გახსნისთვის მისახსოვრებია ორი ბოთლის გამოკლებით ხოდა მიბალეშიკეთ ყველამ ეხლა
ფოტოს დადება მინდა,ლიმიტი არ გაქვსო,აუცილებლად 3 დღეში ერთხელ ერთი საკონკურსო ფოტო უნდა დავდო,ბატონო ადმინისტრაცია? უსამართლობა ხომ არაა? ლიმიტი მოგვეცით,გვაცალეთ,ბატონო,გვაცალეთ!! რა იცით რას ვდებთ
tandila, კაცო საქართველოში შუშხუნა ღვინოების მოხმარების კულტურაზეა და რა პახმელია არ ითვლება მოხმარების კულტურაში?
ხალხო კარგად გაიაზრეთ ამოცანა
ბაგრატიონს სურს იხილოს ფოტოები სადაც შუშხუნა ღვინოების მოხმარების ვარიანტებია, თუნდაც უცნაური, არადა საქართველოში ნამეტანი ბევრი მასალაა სამაგისო ევროპისგან განსხვავებით. ხოდა ამოცანაც ეგ არის, ვაჩვენოთ ის განსხვავებები და ჩვენში შამპანიურის მირთმევის თავისებურებანი.
მიდით მიდით, კაი ხანია სტუდიაში ქეიფი არ ყოფილა
Added @ stringer, დასალევი არ დადო ბიჭო, ჩემთAნ მოიტანე და სიუჟეტიც გაიჩითEბა