BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> BMW საახალწლო ფოტოკონკურსი

| |
Magdu
post Dec 15 2011, 22:24
#1 
Club Founder

Administration Administration
4,838


user posted image


///დაიწყო სურათების მიღება საახალწლო ფოტოკონკურსისთვის

"BEST BMW 2011"

რომელიც გამოავლენს საუკეთესო BMW-ს სურათს რაც კი ჩვენს ფოტოგრაფებს გადაუღიათ. კონკურსს კი გვთავაზობს ჩვენი პარტნიორი "ბოულინგ ცენტრალი". საპრიზო ფონდია 500 ლარი. იქნება 2 გამარჯვებული: 1) ყველაზე მეტი LIKE-ის მქონდე (100 ლარის ღირებულების ჩეკი) და 2) ბოულინგ ცენტრალის სიმპატია (400 ლარის ღირებულების ჩეკი) - აირჩევენ ფოტოხელოვნებაში პროფესიონალი პირები... წესები მდგომარეობს შემდეგში: 19 დეკემბრამდე ვაგზავნით საკონკურსო მხოლოდ 1 ცალ სურათს + ფოტოს ავტორს მაილზე gt@bmwclub.ge და 19 დეკემბერს იტვირთება ყველა საკონკურსო ფოტო საქართველოს BMW-ს კლუბის Page-ზე. 25 დეკემბერს (23:30-ზე) კი გამოცხადდებიან გამარჯვებულები. ვდებთ მხოლოდ ჩვენს გადაღებულ სურათებს. არ შეიძლება სხვისი გადაღებული სურათის დადება. შეგიძლიათ გამოაგზავნოთ სხვისი სურათი მხოლოდ ფოტოს ავტორთან შეთანხმებით. ნებისმიერი საეჭვო სურათის შემთხვევაში მოვითხოვთ დამამტკიცებელ საბუთებს (გადაღებულ მანქანას, დროს, ორიგინალ ფაილს და ა.შ.). წინა კონკურსისგან განსხვავებით აღარ დაიდება არაპროფესიონალურად გადაღებული სურათები - მოსალოდნელი დიდი აქტივობის გამო... ნებისმიერ საქართველოს BMW-ს კლუბის წევრს თუ წარმომადგენელს აქვს უფლება თავისი სახელით ხმა მისცეს, გაარეკლამიროს და მიიღოს მონაწილეობა კონკურსში...

კონკურსების გამარჯვებული სურათები სპონსორის სურვილის შემთხვევაში დაიკიდება თბილისის ქუჩებში არსებულ ბანერებზე, რასაც ჩვენი პარტნიორი Outdoor.ge უზრუნველყოფს. ბოულინგ ცენტრალს და საქართველოს BMW-ს კლუბს აქვს უფლება ნებისმიერი გამოგზავნილი სურათი გამოიყენოს საკუთარი ორგანიზაციის სარეკლამოდ და შეხედულებისამებრ.

გისურვებთ წარმატებებს კიდევ ერთ ლამაზ კონკურსზე და დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს ამ წარმატებული იდეის განხორციელებისათვის!

საქართველოს BMW-ს კლუბის ადმინისტრაცია

სურათის გამოსაგზავნად: gt@bmwclub.ge
FB-ს გვერდის ბმული: /// BMW Club Georgia
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·



Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 18th May 2024 - 05:46

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'