Help - Search - Member List - Calendar
Full Version: BMW საახალწლო ფოტოკონკურსი
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
Magdu
user posted image


///დაიწყო სურათების მიღება საახალწლო ფოტოკონკურსისთვის

"BEST BMW 2011"

რომელიც გამოავლენს საუკეთესო BMW-ს სურათს რაც კი ჩვენს ფოტოგრაფებს გადაუღიათ. კონკურსს კი გვთავაზობს ჩვენი პარტნიორი "ბოულინგ ცენტრალი". საპრიზო ფონდია 500 ლარი. იქნება 2 გამარჯვებული: 1) ყველაზე მეტი LIKE-ის მქონდე (100 ლარის ღირებულების ჩეკი) და 2) ბოულინგ ცენტრალის სიმპატია (400 ლარის ღირებულების ჩეკი) - აირჩევენ ფოტოხელოვნებაში პროფესიონალი პირები... წესები მდგომარეობს შემდეგში: 19 დეკემბრამდე ვაგზავნით საკონკურსო მხოლოდ 1 ცალ სურათს + ფოტოს ავტორს მაილზე gt@bmwclub.ge და 19 დეკემბერს იტვირთება ყველა საკონკურსო ფოტო საქართველოს BMW-ს კლუბის Page-ზე. 25 დეკემბერს (23:30-ზე) კი გამოცხადდებიან გამარჯვებულები. ვდებთ მხოლოდ ჩვენს გადაღებულ სურათებს. არ შეიძლება სხვისი გადაღებული სურათის დადება. შეგიძლიათ გამოაგზავნოთ სხვისი სურათი მხოლოდ ფოტოს ავტორთან შეთანხმებით. ნებისმიერი საეჭვო სურათის შემთხვევაში მოვითხოვთ დამამტკიცებელ საბუთებს (გადაღებულ მანქანას, დროს, ორიგინალ ფაილს და ა.შ.). წინა კონკურსისგან განსხვავებით აღარ დაიდება არაპროფესიონალურად გადაღებული სურათები - მოსალოდნელი დიდი აქტივობის გამო... ნებისმიერ საქართველოს BMW-ს კლუბის წევრს თუ წარმომადგენელს აქვს უფლება თავისი სახელით ხმა მისცეს, გაარეკლამიროს და მიიღოს მონაწილეობა კონკურსში...

კონკურსების გამარჯვებული სურათები სპონსორის სურვილის შემთხვევაში დაიკიდება თბილისის ქუჩებში არსებულ ბანერებზე, რასაც ჩვენი პარტნიორი Outdoor.ge უზრუნველყოფს. ბოულინგ ცენტრალს და საქართველოს BMW-ს კლუბს აქვს უფლება ნებისმიერი გამოგზავნილი სურათი გამოიყენოს საკუთარი ორგანიზაციის სარეკლამოდ და შეხედულებისამებრ.

გისურვებთ წარმატებებს კიდევ ერთ ლამაზ კონკურსზე და დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს ამ წარმატებული იდეის განხორციელებისათვის!

საქართველოს BMW-ს კლუბის ადმინისტრაცია

სურათის გამოსაგზავნად: gt@bmwclub.ge
FB-ს გვერდის ბმული: /// BMW Club Georgia
IGT
ამ ეტაპზე მიღებული სურათების პატარა ვერსიებს დავდებ...

user posted image


levani7
ყელშია უკვე ლაიქები
LOOSER
ჩემი ფოტოც უნდა იყოს მანდ წესით.
IGT
levani7,
შენ ყელში რა გაქ არვიცი მეგობარო, მაგრამ 100 ლარიანი ლაიქების მიღმა 400 ლარია საუკეთესო სურათზე!

LOOSER,
რომელი სურათი? ის წითელი ისევ?
LOOSER
IGT,

კი ეგ არის.
IGT
დაიწყო ფოტოკონკურსი..........................


http://www.facebook.com/media/set/?set=a.3...29&type=3&saved
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.