საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია გიწვევთ ფოტოგამოფენაზე "წეროვნის ფოტოდღიურები". გამოფენა გაიმართება 2010 წლის 29 აპრილს, 18 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში. მისამართი: თბილისი, ელიას მთა.
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ფოტოპროექტი ”წეროვნის ფოტოდღიურები” რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა ფოტოსესიების სერიას წეროვნის დევნილთა დასახლებაში. ფოტოპროექტი განხორციელდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით. ფოტოდღიურები ასახავს ფოტოგრაფთა თვალით დანახულ დევნილთა ცხოვრების ყოველდღიურობას. პროექტი უნიკალურია იმით, რომ ფოტოგადაღებები განხორციელდა ფოტოფირზე და დაიბეჭდა ხელით მონაწილეების მიერ პროექციული ბეჭდვის მეთოდით. ფოტოპროექტში მონაწილეობდა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრი 12 ფოტოგრაფი: კახა ფხაკაძე, ზურაბ თვაური, ლიკა ლეჟავა, დიმიტრი ვალიშვილი, მარიტა მერკვილაძე, ნინი მელაძე, ინა ნერსესიანი, ქრისტინა ფირუმოვა, პაატა სივსივაძე, ანუკა ტეტელოშვილი, ირინა ანდრეევა, ნინო მღებრიშვილი. ამავე პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი (www.tserovanilife.ge), სადაც განთავსებულია ფოტო- და ვიდეო რეპორტაჟები.
საიტი მზადების პროცესშია. სამების საკათედრო ტაძარს კი ქვედა სართულზე აქვს საგამოFენო დარბაზი სადაც გამოფეენბი, ლექციები და სხვადასხვა სახის საინტერესო პროექტები იმართება . ძალიან საინტერესო გამოფენა იქნება მერწმუნეთ ))