Ninukala
Apr 26 2010, 00:45
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია გიწვევთ ფოტოგამოფენაზე "წეროვნის ფოტოდღიურები".
გამოფენა გაიმართება 2010 წლის 29 აპრილს, 18 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში. მისამართი: თბილისი, ელიას მთა.
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ფოტოპროექტი ”წეროვნის ფოტოდღიურები” რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა ფოტოსესიების სერიას წეროვნის დევნილთა დასახლებაში. ფოტოპროექტი განხორციელდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით. ფოტოდღიურები ასახავს ფოტოგრაფთა თვალით დანახულ დევნილთა ცხოვრების ყოველდღიურობას. პროექტი უნიკალურია იმით, რომ ფოტოგადაღებები განხორციელდა ფოტოფირზე და დაიბეჭდა ხელით მონაწილეების მიერ პროექციული ბეჭდვის მეთოდით. ფოტოპროექტში მონაწილეობდა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრი 12 ფოტოგრაფი: კახა ფხაკაძე, ზურაბ თვაური, ლიკა ლეჟავა, დიმიტრი ვალიშვილი, მარიტა მერკვილაძე, ნინი მელაძე, ინა ნერსესიანი, ქრისტინა ფირუმოვა, პაატა სივსივაძე, ანუკა ტეტელოშვილი, ირინა ანდრეევა, ნინო მღებრიშვილი. ამავე პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი (www.tserovanilife.ge), სადაც განთავსებულია ფოტო- და ვიდეო რეპორტაჟები.
User-Nikala
Apr 26 2010, 01:30
სამება სადაც დგას ეგაა ელიას მთა ))
DIKARKA
Apr 26 2010, 01:39
ვახ ჩჰემი
-)))
კაი და ეს საგამოFენო დარბაზი სადღაა?!
-)))))))))))))))))
ძაან ჩამოვრჩი ეტყობა ცხოვრებას
just me
Apr 26 2010, 01:57
სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზი, ტაძარშივეა, ქვემოთ ჩასასვლელი
DIKARKA
Apr 26 2010, 02:20
ვაიმე გავგიჟდი
ტაძრებში საგამოFენო დარბაზებიც არიის?!
ძაან ჩამოვრჩი ეტყობა ძაააააააალიან
-))))
წესით უნდა მოვიდე მაინტერესებდა ეგ პროექტი
მაგრამ ისე როდემდეა?
თუ ერთ Dღიანია?
Ninukala
Apr 26 2010, 14:44
დინ რამდენ ხანს გაგრძელდება ნამდვილად არ ვიცი და საგამოფენო დარბაზი ნამდვილად არის

სამება საკმაოდ დიდია და საგამოფენა დარბაზსაც იტევს
just me
Apr 26 2010, 16:00
გამოფენა გაგრძელდება 1 მაისამდე
ძალიან კარგი, ალბათ მოვალ.
Added @ [mergetime]1272289709[/mergetime] ძალიან კარგი, ალბათ მოვალ.
nat_nat
Apr 27 2010, 13:23
www.tserovanilife.ge <<<< ვერ შევდივარ ამ საიტზე, შეცდომით ხო არ გიწერია?
არადა მაინტერესებს
QUOTE(nat_nat @ Apr 27 2010, 14:23)
www.tserovanilife.ge <<<< ვერ შევდივარ ამ საიტზე, შეცდომით ხო არ გიწერია?
არადა მაინტერესებს

+1
ვერც მე შევდივარ.
marlene
Apr 27 2010, 21:46
საიტი მზადების პროცესშია. სამების საკათედრო ტაძარს კი ქვედა სართულზე აქვს საგამოFენო დარბაზი სადაც გამოფეენბი, ლექციები და სხვადასხვა სახის საინტერესო პროექტები იმართება . ძალიან საინტერესო გამოფენა იქნება მერწმუნეთ

))
just me
Apr 27 2010, 22:25
საიტი გამოფენის დამთავრებისთანავე გაიხსნება