კონკურსის წესები: ”ელიტ ელექტრონიქსის” facebook-ის მეგობრებმა საახალწლო თემაზე უნდა გადაიღონ და გამოაგზავნონ ფოტო შემდეგ მეილზე: konkursi@elitelectronics.ge
ფოტო უნდა უკავშირდებოდეს ახალ წელს, წინასაახალწლო განწყობილებას ან ზამთრის თემატიკას.
აღნიშნული ფოტო აიტვირთება ”ელიტ ელექტრონიქსის” facebook-ის გვერდზე სპეციალურად შექმნილ ფოტო ალბომში და აღწერაში მიეთითება ავტორის ვინაობა. იმისთვის, რომ მოხდეს ფოტოს განხილვა, აუცილებელი პირობაა ფეისბუქზე თქვენმა ფოტომ დააგროვოს მინიმუმ 20 like.
ფოტოები მიიღება 21 დეკემბრამდე, ამის შემდგომ ჟიური 2 დღის განმავლობაში გადაარჩევს 20 ფოტოს - აქედან 15 ფოტო გამოვლინდება like-ების სიმრავლის მიხედვით, ხოლო დანარჩენი 5 აირჩევა ”ელიტ ელექტრონიქსის” თანამშრომლების მიერ.
საკონკურსო ფოტო უნდა იყოს მაღალი რეზოლუციის (სულ ცოტა 1200 პიქსელზე ზემოთ)!!!
23 დეკემბერს კი ”ელიტ ელექტრონიქსის” სათავო ოფისში მოეწყობა აღნიშნული ფოტოების გამოფენა. ამავე დღეს ”ელიტ ელექტრონიქსი” და ”ფუჯი” გამოავლენენ 3 გამარჯვებულს.
I ადგილი FUJI Finepix 3D-W1 (3D ფოტოაპარატი)
II ადგილი FUJI Finepix S 1800 (ნახევრად პროფესიონალური ფოტოაპარატი)
III ადგილი FUJI A235 (სამოყვარულო ფოტოაპარატი)
გამოფენაში მონაწილე 20 ფოტოდან 3 გამარჯვებულ ფოტოს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. პირველი ადგილის მფლობელს ”ფუჯი” საჩუქრად გადასცემს 3D ფოტოაპარატს (აღსანიშნავია, რომ ეს არის ”ფუჯის”ინოვაციური პროდუქტი ქართულ ბაზარზე. აღნიშნული ფოტოაპარატით, ჩვეულებრივი ფოტოების გარდა, თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ სურათი 3 განზომილებაში).
სხვა პირობები:
ფოტოსთან ერთად მეილში აუცილებლად უნდა მიეთითოს ავტორის სახელი, გვარი და facebook სახელი (იმ შემთხვევაში, თუ სახელი და გვარით არ ხართ დარეგისტრირებული).
ფოტო აუცილებელად უნდა იყოს თქვენ მიერ გადაღებული (ინტერნეტით მოძიებული ფოტოები ვერ მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში).
ერთი მომხმარებლისაგან მიიღება მაქსიმუმ სამი საკონკურსო ფოტო.
@Magdu ეგ ლინკი კი ვნახე და დავაკლიკე კიდეც მაგრამ ჩემი საკუთარი Facebook გვერდზე ვხვდები და ძალიან გამიკვირდა. ძებნაში კიდევ იზახის არ ვიცი მე შენი ელეტელეკტრონიკსიო ელ ფოსტაზე მაღალი რეზოლუციის ფოტოს რომ ვაგზავნი მიბრუნდება უკან მესიჯით, რომ გაგზავნილი წერილის ზომა აღემატება ადრესატის საფოსტო მოცულობას, აი ესეც ვერ გავიგე
This content is currently unavailable The page you requested cannot be displayed at the moment. It may be temporarily unavailable, the link you clicked on may have expired, or you may not have permission to view this page.
ნიკოლოზ შენ საქართველოში ხარ? მე არა და ჩემი მეგობარი რომელიც ასევე არ არის საქართველოში ამ გვერდს ვერ ხსნის, ფანტასტიურად შევდივარ გო - ელექტრონიკსის , ქართული ტურისტული სააგენტოების, მინანქრის სამკაულების ფეისბუკგვერდზე, ამით იმის თქმა მინდა რომ ელიტელექტრონიკსმა ფეისბუკგვერდზე დარეგისტრირებისას შეზრუდვები აირჩია და იქნებ გაასწორონ