Help - Search - Member List - Calendar
Full Version: საახალწლო ფოტო კონკურსი ”ელიტ ელექტრონიქსისგან”
Photoclub Boke > ადმინისტრაციული ფორუმი > ფორუმის წესები, კითხვები, სიახლეები > სიახლეები
Magdu

კონკურსის წესები: ”ელიტ ელექტრონიქსის” facebook-ის მეგობრებმა საახალწლო თემაზე უნდა გადაიღონ და გამოაგზავნონ ფოტო შემდეგ მეილზე: konkursi@elitelectronics.ge

ფოტო უნდა უკავშირდებოდეს ახალ წელს, წინასაახალწლო განწყობილებას ან ზამთრის თემატიკას.

აღნიშნული ფოტო აიტვირთება ”ელიტ ელექტრონიქსის” facebook-ის გვერდზე სპეციალურად შექმნილ ფოტო ალბომში და აღწერაში მიეთითება ავტორის ვინაობა. იმისთვის, რომ მოხდეს ფოტოს განხილვა, აუცილებელი პირობაა ფეისბუქზე თქვენმა ფოტომ დააგროვოს მინიმუმ 20 like.

ფოტოები მიიღება 21 დეკემბრამდე, ამის შემდგომ ჟიური 2 დღის განმავლობაში გადაარჩევს 20 ფოტოს - აქედან 15 ფოტო გამოვლინდება like-ების სიმრავლის მიხედვით, ხოლო დანარჩენი 5 აირჩევა ”ელიტ ელექტრონიქსის” თანამშრომლების მიერ.

საკონკურსო ფოტო უნდა იყოს მაღალი რეზოლუციის (სულ ცოტა 1200 პიქსელზე ზემოთ)!!!

23 დეკემბერს კი ”ელიტ ელექტრონიქსის” სათავო ოფისში მოეწყობა აღნიშნული ფოტოების გამოფენა. ამავე დღეს ”ელიტ ელექტრონიქსი” და ”ფუჯი” გამოავლენენ 3 გამარჯვებულს.

I ადგილი FUJI Finepix 3D-W1 (3D ფოტოაპარატი)

II ადგილი FUJI Finepix S 1800 (ნახევრად პროფესიონალური ფოტოაპარატი)

III ადგილი FUJI A235 (სამოყვარულო ფოტოაპარატი)

გამოფენაში მონაწილე 20 ფოტოდან 3 გამარჯვებულ ფოტოს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. პირველი ადგილის მფლობელს ”ფუჯი” საჩუქრად გადასცემს 3D ფოტოაპარატს (აღსანიშნავია, რომ ეს არის ”ფუჯის”ინოვაციური პროდუქტი ქართულ ბაზარზე. აღნიშნული ფოტოაპარატით, ჩვეულებრივი ფოტოების გარდა, თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ სურათი 3 განზომილებაში).

სხვა პირობები:

ფოტოსთან ერთად მეილში აუცილებლად უნდა მიეთითოს ავტორის სახელი, გვარი და facebook სახელი (იმ შემთხვევაში, თუ სახელი და გვარით არ ხართ დარეგისტრირებული).

ფოტო აუცილებელად უნდა იყოს თქვენ მიერ გადაღებული (ინტერნეტით მოძიებული ფოტოები ვერ მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში).

ერთი მომხმარებლისაგან მიიღება მაქსიმუმ სამი საკონკურსო ფოტო.

Fake account – ებით მიცემული ხმები ავტომატურად გამოაკლდება ჯამურ Like-ებს.

თუ შენ ჯერ კიდევ არ ხარ ელიტ ელექტრონიქსის მეგობარი, მაშინ შემოუერთდი ჩვენს გვერდს:

http://www.facebook.com/ElitElectronics
Nino Baidauri
ისევ ფეისბუქი....
"ღმერთო დამთაგე და დამალაიქე" (ც) ავტორი არ მახსოვს
LOOSER
ფეისბუქმა დაღუპა საქართველოში კონკურსების მუღამი DDDD.gif DDDD.gif

გლობალურ მარაზმში გადაიზარდა უკვე DDDD.gif
jafara12345
II ადგილი FUJI Finepix S 1800 (ნახევრად პროფესიონალური ფოტოაპარატი)

საინტრესოა ესეც პოლუფროფია და ჩემი 20D_ც DDDD.gif
Medea Sharikadze
Nino Baidauri,



ჰაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააჰ ჩაგეთვალა :*
PINO
და აი ელიტელექტრონიკსს რომ ვერ ვპოულობ Facebook- ზე? blink.gif
Magdu
PINO,
პირველი პოსტის ბოლოს არის ლინკი
PINO
@Magdu
ეგ ლინკი კი ვნახე და დავაკლიკე კიდეც მაგრამ ჩემი საკუთარი Facebook გვერდზე ვხვდები და ძალიან გამიკვირდა. ძებნაში კიდევ იზახის არ ვიცი მე შენი ელეტელეკტრონიკსიო sad.gif ელ ფოსტაზე მაღალი რეზოლუციის ფოტოს რომ ვაგზავნი მიბრუნდება უკან მესიჯით, რომ გაგზავნილი წერილის ზომა აღემატება ადრესატის საფოსტო მოცულობას, აი ესეც ვერ გავიგე blink.gif
PINO
@ Magdu მადლობა, მაგრამ...

This content is currently unavailable
The page you requested cannot be displayed at the moment. It may be temporarily unavailable, the link you clicked on may have expired, or you may not have permission to view this page.

და რა ნებართვა მჭირდება რო? blink.gif
User-Nikala
ჩემთან ხსნის
PINO
ნიკოლოზ შენ საქართველოში ხარ?
მე არა და ჩემი მეგობარი რომელიც ასევე არ არის საქართველოში ამ გვერდს ვერ ხსნის, blink.gif ფანტასტიურად შევდივარ გო - ელექტრონიკსის , ქართული ტურისტული სააგენტოების, მინანქრის სამკაულების ფეისბუკგვერდზე, ამით იმის თქმა მინდა რომ ელიტელექტრონიკსმა ფეისბუკგვერდზე დარეგისტრირებისას შეზრუდვები აირჩია და იქნებ გაასწორონ sad.gif
User-Nikala
საქართველოში ვარ. მიწერე და გაასწორებენ, ალბათ შეცდომა გაეპარათ.
Mikheil Samkharadze
ისა და სად გაქრა ელიტ ელექტრონიქსი ვაბშე? აღიგავა უკვე პირისაგან მიწისა?
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.