BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> გადაღება აკრძალულია !, ..

| |
nodari82
post Jul 13 2011, 20:38
#1 

Amateur+ Amateur+
1,812


მოგესალმებით ყველას და ამავდროულად მაინტერესებს თქვენი აზრი იმ ყველაფრის შესახებ რაც მიმდინარე კვირას გახდა ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი ანუ დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან დაკავშIრებით .
მაინტერესებს ვის რა პოზიცია გაქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით
პ.ს. პირადათ ჩემი აზრია რომ ისინი სრულიად უსფუძვლოტ არიან დაკავებულები!!!!!!

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Jul 13 2011, 23:21
#2 

Amateur Amateur
1,507


ნოდარ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უსაფუძვლოდ არავის აკავებს.
სახელი, რაც ამ თემას უწოდე, საერთოდ არ შეესაბამება თემას.
გადაღება არავისთვის რომ არ აუკრძალავთ ეს ყველამ კარგად იცის.
უბრალოდ უნდა იცოდე რას იღებ, სად იღებ და როგორ და მერე ვისზე ყიდი შენს გადაღებულს, ან ვის საკუთრებას ყიდი.
ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის აპარატი და სხვა ნებისმიერი სახელწიფო დაწესებულება, იქაური თანამშრომლის მიერ ყოველი გადაღებული ფოტო, (რადგან ამ შემთხვევაში ფოტო ინფორმაცის მატარებელია) კონფედენციალურად ითვლება და ეკუთვნის ამავე სამსახურებს და არა ფოტოგრაფს. ამიტომ ამ სამსახურების პრეს სამსახურის ნებართვის გარეშე არც უნდა გამოქვეყნდეს, არათუ გაიყიდოს ვიღაცაზე.
ესენი არ ყოფილან რაიმე გვერდიდან მოსული ფოტოგრაფები. იმ სამსახურების თანამშრობლები იყვნენ და ხელფასი ეძლეოდათ იმაში, რომ ფოტოებს იღებდნენ მოცემული სამსახურებისთვის. ამათ კი ფოტოების ლევად გაყიდვა დაიწყეს. რა მნიშვნელობა აქვს ვისზე...
როდესაც შენ სამოდელო სააგენტოს შეკვეთით ფოტოებს იღებ, გაქვს უფლება ამ სამოდელო სააგენტოს ნებართვის გარეშე გამოაქვეყნო ფოტოები ან ვინმეს მიყიდო?

P.S. სწორედ ამ თემის გარშემო გაიხსენა ეს თემა:
http://www.boke.ge/forum/index.php?showtopic=17424
და მეორე მსგავსი თემის გახსნა არ ღირდა. რადგან როგორც ხედავ, ხალხს საერთოდ არ სურს ამ ტემის გარშემო საუბარი. კრიმინალი ყველგან კრიმინალია, მნიშვნელობა არააქვს, ამას ქურდი ჩაიდენს, ელექტრიკოსი, ჟურნალისტი თუ ფოტოგრაფი.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Chalo
post Jul 14 2011, 02:33
#3 

Amateur Amateur
3,500


ნოდარ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უსაფუძვლოდ არავის აკავებს.
სახელი, რაც ამ თემას უწოდე, საერთოდ არ შეესაბამება თემას.
გადაღება არავისთვის რომ არ აუკრძალავთ ეს ყველამ კარგად იცის.

უკაცრავად,საქართველოშI ცხოვრობთ ამჟამად? :O
აქამდე არავინ დაუჭერიათ უსაფუძVლ-უდანაშაულოდ ხო იცი
სახელი ზუსტად მიდის...
26 მაისს არავის უკრძალავდნენ? მახსოვს ჩემი მეგობრებისგან წაუშალეს ბევრს ფოტოები,ზოგმა მოიტყუა ფირისააო და ეგრე გადარჩა....

დანარჩენი არ წმაიკითხავს და მეზარება... მადლობა ღმერთს სხვის მოურთმეულს(მზად-მზარეულ ინფორმაციებს,თუმდაც ტელევიზიის საშუალებით) პირდაპირ არ ვღეჭავ და ჩემითაც ვაანალიზებ(რა საკვები მავნებს და რა არა ,და ისე ვჭამ ხოლმე)
.....
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jul 14 2011, 11:34
#4 

Amateur+ Amateur+
4,684


რუსთავი 2-ის გარდა ინფორმაციის სხვა წყაროებიც მოიძიეთ და გაახილეთ თვალები მართლა და მართლა რა...
Added @
besos,

მდებარეობა: შტუდგარტი, გერმანია.
არ გამიკვირდა.. მერწმუნეთ, მანდედან ვერ შეაფასებთ ყველაფერს ზუსტად..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Jul 14 2011, 17:57
#5 

Amateur Amateur
1,507


პირიქით, აქედან უფრო ადვილია ცივ გონებაზე ყველაფრის გადაფასება და შეფასება. როდესაც მოვლენის ცენტრში არ იმყოფები და ინფორმაციის შეტევისაგან თავისუფალი ხარ. ჟურნალისტი ვარ და არასოდეს ვენდობი ერთ წყაროს.
ჭალო 26 მაისს აკრედიტაციის გარეშე თუ იღებდნენ წაუშლიდნენ და კამერები რომ არ ჩამოართვეს არ გიკვირს?
გადაიღე აბა გერმანიაში აკრედიტაციის გარეშე აღლუმი. ფოტოებსაც წაგიშლიან, კამერასაც ჩამოგართმევენ და კიდე 1 კვირის მანძილზე ქუჩებს გახვეტინებენ დიდი ცოცხით. smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nodari82
post Jul 14 2011, 19:51
#6 

Amateur+ Amateur+
1,812


QUOTE(besos @ Jul 13 2011, 23:21)
ნოდარ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უსაფუძვლოდ არავის აკავებს.
სახელი, რაც ამ თემას უწოდე, საერთოდ არ შეესაბამება თემას.
გადაღება არავისთვის რომ არ აუკრძალავთ ეს ყველამ კარგად იცის.
უბრალოდ უნდა იცოდე რას იღებ, სად იღებ და როგორ და მერე ვისზე ყიდი შენს გადაღებულს, ან ვის საკუთრებას ყიდი.
ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის აპარატი და სხვა ნებისმიერი სახელწიფო დაწესებულება, იქაური თანამშრომლის მიერ ყოველი გადაღებული ფოტო, (რადგან ამ შემთხვევაში ფოტო ინფორმაცის მატარებელია) კონფედენციალურად ითვლება და ეკუთვნის ამავე სამსახურებს და არა ფოტოგრაფს. ამიტომ ამ სამსახურების პრეს სამსახურის ნებართვის გარეშე არც უნდა გამოქვეყნდეს, არათუ გაიყიდოს ვიღაცაზე.
ესენი არ ყოფილან რაიმე გვერდიდან მოსული ფოტოგრაფები. იმ სამსახურების თანამშრობლები იყვნენ და ხელფასი ეძლეოდათ იმაში, რომ ფოტოებს იღებდნენ მოცემული სამსახურებისთვის. ამათ კი  ფოტოების ლევად გაყიდვა დაიწყეს. რა მნიშვნელობა აქვს ვისზე...
როდესაც შენ სამოდელო სააგენტოს შეკვეთით ფოტოებს იღებ, გაქვს უფლება ამ სამოდელო სააგენტოს ნებართვის გარეშე გამოაქვეყნო ფოტოები ან  ვინმეს მიყიდო?

P.S. სწორედ ამ თემის გარშემო გაიხსენა ეს თემა:
http://www.boke.ge/forum/index.php?showtopic=17424
და მეორე მსგავსი თემის გახსნა არ ღირდა. რადგან როგორც ხედავ, ხალხს საერთოდ არ სურს ამ ტემის გარშემო საუბარი. კრიმინალი ყველგან კრიმინალია, მნიშვნელობა არააქვს, ამას ქურდი ჩაიდენს, ელექტრიკოსი, ჟურნალისტი თუ ფოტოგრაფი.
*


100%
Added @
ესეტი სიმართლის ღაღადი ეკლესიაშიც კი იშვიათია
ბრავო შენ და ურიცხვი აპლოდისმენტები smile.gif)
ისადა საიდან იწერები?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jul 14 2011, 20:21
#7 
Club Founder

Administration Administration
4,838


გაფრთხილებთ,
პატივი ეცით ერთმანეთის აზრს და იყავით კორექტულები!

დამიჯერეთ, არ მინდა ვორნების და ბანები დარიგება.


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nodari82
post Jul 14 2011, 20:29
#8 

Amateur+ Amateur+
1,812


QUOTE(Magdu @ Jul 14 2011, 20:21)
გაფრთხილებთ,
პატივი ეცით ერთმანეთის აზრს და იყავით კორექტულები!

დამიჯერეთ, არ მინდა ვორნების და ბანები დარიგება.
*


რამე ამის საცინააღმდეგო წაიკითხე მაგდუ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jul 14 2011, 20:40
#9 
Club Founder

Administration Administration
4,838


nodari82,
ტენდენცია შევამჩნიე და ამიტომ დავწერე.
კონკრეტულად რამე რომ ყოფილიყო არ მომერიდებოდა ბანი და ვორნი smile.gif

გულრწფელად მინდა, რომ თუ იქნება დისკუსია - იყოს ცივილური.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Jul 15 2011, 02:40
#10 

Amateur+ Amateur+
7,355


ჩემი აზი პირადად ისაა რომ ამ ქვეყანაში თუ რამე ხდება არ შუქდება და არ ამბობენ ზუსტად ისე როგორც არის. და აზრს გვიყალიბებენ სხვადასხვა ასევე ამ სხვადასხვადან გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციას, და მერე ჩვენ სულ სხვა აზრი გამოგვყავს. (მათ ასეც ჭირდებათ ალბათ)

მოკლედ რომ ვთქვა, თუ დაკავება ხდება კანონიერად, ტელევიზიიტ იქნება თუ ინტერნეტ საინფორმაციოთი იქნება გაშუქებული, ყველას უნდა ქოდეს ერთიდაიივე ზუსტად ის არგუმენტი მიცემული რისგან გამომდინარედაც მოხდა დაკავება, აქ ასე არ ხდება, ყველას სხვადასხვა არგუმენტი აქვს მიწოდებული და ყველა სხვადასხვას წერს და ამბობს.


აი მეკი არცერთს არ ვენდობი. იმიტომ რომ ზუსტი მიზეზები და რაცმთავარია არაეჭვქვეშ მყოფი მიზეზები არასდროს არ ვრცელდება.


არ ვიცი და არც ვამბობ რომ დამნაშავეა და არაა დამნაშავე. მიუხედავად იმისა რომ პირადად ვიცნობ ირაკლის გინდაც ფოტოგრაფიიდან გინდაც ოფროუდიდან და ნამდვილად კარგი თავის საქმის პროფესიონალის შტაბეჭდილება დატოვა ჩემში.

უბრალოდ რეალურად და ნამდვვილად რაც ხდება არ ვიცი იმიტომ რომ ყველგან სხვადასხვას ამბობენ და შეიძლება სინამდვილეში სულ სხვა რამ ხდება.
Added @
QUOTE
გადაღება აკრძალულია!



აქ ბოდიშით smile.gif

ამას არ ვემხრობი, მარტივი მიზეზის გამო რომ გადაღებას ვერავინ და ვერაფერი ვერ ამიკრძალავს smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jul 15 2011, 11:36
#11 

Amateur+ Amateur+
4,684


besos,
უკაცრავად და... ქუჩაში გადაღებას აკრედიტაცია სჭირდება?
აქ 26 მაისის აღლუმზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია წინა ღამეზე, როცა სპეცნაზმა უმოწყალოდ ჩეხა, ხოცა ადამიანები და ბევრი მათგანი დღემდე უკვალოდ გამქრალია.

თავი და თავი ისაა, რომ ხელისუფლება სრულიად დისკრედიტირებულია ამ ქვეყანაში და ნდობით არ სარგებლობს. ამას აქვს საფუძველი უამრავი თეთრი ძაფით ნაკერი საქმითდა ა.შ. არ დავიწყებ აქ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პათეტიკით საუბარს. ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, სრულიად ნათელია, რაზეა ლაპარაკი.
ამიტომაა, რომ ეჭვს იწვევს მათი ყველა ქმედება, ზოგჯერ იქნებ უსაფუძვლოდაც, არ უარვყოფ.

სხვა საქმეა, ირწმუნოთ ფოტოგრაფების აბსოლუტური უდანაშაულობა, მაგრამ დავიჯერო ეჭვი მაინც არ გიჩნდებათ, კითხვები მაინც არ გებადებათ?
როდესაც ვანო მერაბიშვილი ფოტოგრაფების დაკავებიდან ამდენი დღის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას აცხადებს, რომ ჰოი, საოცრებავ, რას ამბობთ, საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს??? რომ პრეზიდენტმა, რომელიც პირადად წყვეტს, რა ფრად შეიღებოს ფასადები და რა კაბა ჩაიცვას სოფო ნიჟარაძემ, არ იცოდა, რომ მის პირად ფოტოგრაფს ჯაშუშობის ბრალდებით აკავებდნენ??? როცა მიცხადებენ, რომ ფოტოგრაფები ჩინოვნიკები არიან??? როდის აქეთ მიუწვდებათ დაქირავებულ ფოტოგრაფებს საიდუმლო დოკუმენტაციაზე ხელი??? რა, შეხვედრაზე ისხდნენ, ფოტოგრაფებს დაუძახეს, მოდით დოკუმენტებს ფოტო გადაუღეთ, სკანერი გაგვიფუჭდაო??? ასე ყრია სამინისტროებში, სახელმწიფო აპარატებში და ა.შ. საიდუმლო დოკუმენტაცია და ნებისმიერ შემსვლელსა და თანამშრომელს, დამლაგებელი იქნება ეს, შუშების მწმენდავი, ფოტოგრაფი თუ მინისტრი, ხელი მიუწვდებათ???

რა საიდუმლო? საიდუმლო, რომელიც გაცხადებულია, საიდუმლო აღარ არის. საიდუმლო, რომლის შესახებაც კრემლში იციან, ჩვენთვის არის საიდუმლო???
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jul 15 2011, 11:52
#12 

Amateur+ Amateur+
4,684


ზურაბ ქურციკიძე თურმე 2004 წლიდან ჯაშუშობს. ტელეფონით ელაპარაკება გრუ-ს აგენტებს, მართალია სამინისტრომ ამ სატელეფონო საუბრების შინაარსი არ იცის (!), მაგრამ მაინც!..
მათ იციან, რომ ამდენი წელია ქურციკიძე ჯაშუშია და მას ისე შეუძლია საიდუმლო დოკუმენტაციის მოპოვება, როგორც დაგიბარებია. რა კარგია?!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Jul 15 2011, 12:25
#13 

Amateur+ Amateur+
7,355


Nino Baidauri,
QUOTE
ზურაბ ქურციკიძე თურმე 2004 წლიდან ჯაშუშობს. ტელეფონით ელაპარაკება გრუ-ს აგენტებს


საიდან ეს ინფო?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jul 15 2011, 12:34
#14 

Amateur+ Amateur+
4,684


ლევან, ეგ მე არა, ვანოს უნდა ვკითხოთ.

http://www.liberali.ge/node/7044
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Jul 15 2011, 12:42
#15 

Amateur+ Amateur+
7,355


Nino Baidauri,

რასაც ამბობენ ყველაფერი არ დაიჯერება ნინ gavcitldi2.gif

და რატომ გჯერა მაგ ნათქვამის რაც წერია რომ 2004 დან იყო ჯაშუშობაში შემჩნეულიო?

არავის და არაფერს არ ვიცავ )))) ურბალოდ მაინტერესებს.

რახან ვანომ თქვა?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jul 15 2011, 12:56
#16 

Amateur+ Amateur+
4,684


ვაი... blink.gif
ლევან, რო არ მჯერა, მაგას ვყვირი მეც DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Jul 15 2011, 13:05
#17 

Amateur+ Amateur+
7,355


Nino Baidauri

diax.gif diax.gif diax.gif

ბოლომდე დიდი პოსტების წაკითხვა დღემდე ვერ ვისწავლე რა gavcitldi2.gif

გაფასებ kiss3.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
D_A_D_A
post Jul 15 2011, 13:14
#18 

Amateur+ Amateur+
7,957


ვაოფტოპიკებ მაგრამ რა კარგი იქნებოდა ფორუმშიც რომ იყოს ლაიკის ფუნქცია :P DDDD.gif ჯინჯერ wub.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Palavandishvili
post Jul 15 2011, 14:35
#19 

Validating
5,589


აგენტი ფოტოგრაფები... -დ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Jul 15 2011, 15:51
#20 

Amateur Amateur
1,507


Nino Baidauri,
ბევრ რამეში გეთანხმები. მთავრობას ნდობა აქვს დაკარგული მოსახლეობის დიდი ნაწილის და ამიტომ რაც არ უნდა გააკეთონ და თქვან, თითქმის ყველა სკეპტიკურად უყურებს. უბრალოდ ძალიან ცუდი ფაქტი ხდება ქვეყანაში პრესასა-ტელევიზიასთან დაკავშირებით. მიუკერძოებელი და მართლა თავისუფალი და ობიექტური პრესა რომ არ არსებობს ჩვენთან, ალბათ ყველა ხვდება ამას. სამთავრობო არხებია და პრესაა და თავიანთ აზრს (ბოდიში და) "გტენიან" და გიმტკიცებენ, რომ გინდა თუ არა ასეაო და სხვა მასმედიაა და ყოველთვის საპირისპიროს გიმტკიცებს, ასე არა ისეაო. საერთოდ მასმედია ხალხის აზრით მანიპულირების იარაღია დღესდღეობით. (გაიხსენეთ რუსეთი სადაც იქაური მასმედიის გამოისობით, ნებისმიერ ქართველს როგორც ტერორისტს და მკვლელს უყურებენ.) ასე რომ 2 საწინააღმდეგო აზრი როცა მუსირებს ქვეყანაში, იქ ყოფნისას ობიექტური აზრის გამოტანა ძალიან ძნელია.
მსჯავრდებულებს საიდუმლო მასალებზე ხელი მიუწვდებოდათ თუ არა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ სპეცსამსახურები რომ პეიზაჟების და ყვავილების ფოტოებს არ ითხოვს, ეგეც ცხადია.
ხომ დაუშვეს ღია სასამართლო ამ საქმესთან დაკავშირებით. მხოლოდ ის ნაწილი, სადაც სახელმწიფო საიდუმლოებაზე იქნება ლაპარაკი, დახურული იქნება. სახელმწიფო საიდუმლოებას კი რაც შეეხება, ის ფაქტი, რომ თუ რუსეთმა იცის ესეიგი გამომჟღავდნდა და თურმე ყველას შეუძლია იცოდეს, ეგრე ნამდვილად არ ხდება. სახელმწიფო საიდუმლოების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობას მშვიდად ეძინოს, ("ცოტა იცი მშვიდად გძინავს" პრინციპი) და ქვეყანაში პანიკა და ქაოსი არ იყოს.

nodari82
საქართველოში არ ვარ. თუმცა დამიჯერე, ქვეყნის გარედან, როცა პროცესების მონაწილე არ ხარ, უკედ შეიძლება მოვლენებზე დაკვირვება და ობიექტური აზრის გამოტანა.

Lasha Palavandishvili
აგენტი შეიძლება ფოტოგრაფიც იყოს, დამლაგებელიც, მძღოლიც და ლიფტიორიც.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ დისკუსიაში მეტს ვეღარ ჩავებმები (გარკვეული ხნით უინტერნეტობის გამო). დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შეძლებისდაგვარად ვიყოთ მიუკერძოებლები. ყველას წარმატებებს გისურვებთ!

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jul 15 2011, 17:38
#21 

Amateur+ Amateur+
4,684


besos,

კი ბატონო, მეც გეთანხმებით.
ამიტომ უნდა მოისმინო ინფორმაცია, შეაგროვო ფაქტები, გამოიტანო დასკვნა და მერე ვიღაცის ანალიზს შეგიძლია ან დაეთანხმო, ან არა.
მე ასე ვიქცევი და ამიტომ გვჭირდება ყველას გამჭვირვალობა ამ საქმესთან დაკავშირებით. ხელისუფლებას ცარიელ სიტყვაზე დღეს ვერავინ ენდობა ამ ქვეყანაში.
ნუ.. ვერავინ რა.. ასეთებიც არიან, მაგრამ რაც გინდათ მითხარით, მაგრამ ეს არ არის ნორმალური.
საქმე რანაირად იქნება გახსნილი, როცა ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების გაცემას ეხება მხოლოდ. მანამდე თუ კიდევ ნარკოტიკების რეალიზაცია შესტენეს ვინმეს და ეს საქმე გაგვიხსნეს, არ ვიცი...
Added @
26 მაისი რომ თენდებოდა, მაშინაც მშვიდად ეძინა ბევრს და მეორე დღეს მრავალს დავესწროთო, ერთმანეთს ულოცავდნენ.
მე არ მინდა ასეთი სიმშვიდე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Palavandishvili
post Jul 16 2011, 01:24
#22 

Validating
5,589


besos,

სგ, სგ, სგ დსმი...
კიდე დადე შენეული ანალიზი... :-|
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Gogia
post Jul 16 2011, 22:12
#23 

Master Master
7,645


besos,
QUOTE
ქვეყნის გარედან, როცა პროცესების მონაწილე არ ხარ, უკედ შეიძლება მოვლენებზე დაკვირვება და ობიექტური აზრის გამოტანა

ქვეყნის გარედან მარტო საინფორმაციოებიდან ანუ ისევ სუპერ პრო მთავრობის არხებიდან იგებ ამბებს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tavadi
post Jul 16 2011, 22:33
#24 

Amateur Amateur
4,340


ქვეყანაში სადაც მედიას თავიდან ბოლომდე მთავრობა კარნახოს რა გამოაცხადოს და როგორ, სადაც შეთითხნილი საქმეების და დაკავებების ჩამოსათვლელად დრო და მათემატიკაც კი არ გვეყოფა, სადაც სასამართლო გახდა ბიზნესის საუკეთესო საშუალება, სულ რომ კაცის მკვლელობისთვის დამიჭირონ ვიფიქრებ, რომ ტყუილად დამაკავეს DDDD.gif DDDD.gif დაწყებით კლასებში გვასწავლიდნენ მგონი "ცრუს" და იმედია ყველას გაგონილი გაქვთ.. როცა ასეთი ხელისუფლება გყავს პუტინიც რომ დაიჭირონ აღარ გწამს კაცს..
ცოტაც მოვითმინოთ და პირველი ღამის უფლებასაც დაგვიკანონებენ ალბათ..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Jul 24 2011, 00:28
#25 

Amateur+ Amateur+
22,472


QUOTE(Nino Baidauri @ Jul 15 2011, 18:38)
besos,

კი ბატონო, მეც გეთანხმებით.
ამიტომ უნდა მოისმინო ინფორმაცია, შეაგროვო ფაქტები, გამოიტანო დასკვნა და მერე ვიღაცის ანალიზს შეგიძლია ან დაეთანხმო, ან არა.
მე ასე ვიქცევი და ამიტომ გვჭირდება ყველას გამჭვირვალობა ამ საქმესთან დაკავშირებით. ხელისუფლებას ცარიელ სიტყვაზე დღეს ვერავინ ენდობა ამ ქვეყანაში.
ნუ.. ვერავინ რა.. ასეთებიც არიან, მაგრამ რაც გინდათ მითხარით, მაგრამ ეს არ არის ნორმალური.
საქმე რანაირად იქნება გახსნილი, როცა ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების გაცემას ეხება მხოლოდ. მანამდე თუ კიდევ ნარკოტიკების რეალიზაცია შესტენეს ვინმეს და ეს საქმე გაგვიხსნეს, არ ვიცი...
Added @
26 მაისი რომ თენდებოდა, მაშინაც მშვიდად ეძინა ბევრს და მეორე დღეს მრავალს დავესწროთო, ერთმანეთს ულოცავდნენ.
მე არ მინდა ასეთი სიმშვიდე.
*



lol.gif სულ რაღაც სახელმწიფოებრივი საიდუმლობაა ტო
ამის გამო კაცის დაჭერა შეიძლება? DDDD.gif


ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან. ყველას აზრის წაკითხვა ვერ მოვასწარი იმდენად მომინდა ნინო ბადიაურისათვის პასუხის გაცემა:

ჩემო ნინო, ჩემო მეგობარო smile.gif იცი რომ ძალიან მიყვარხარ და ძალიან გაფასებ smile.gif მაგრამ გული მწყდება იმის გამო რასაც წერ. რა იცი ან შენ ან აქ მყოფებმა თუ ვის რაზე მიუწვდებოდა ხელი? smile.gif

ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო ირაკლის დაკავების ცნობა, ჩემზე ახლოს არცერთი არ იყავით მასთან. დღეს გადავწყვიტე პირველად დამეფიქსირებინა ჩემი აზრი..

ირაკლი გედენიძე იყო არა დაქირავებული მუშაკი, არამედ - ოფიციალური თანამშრომელი, პირადი ფოტოგრაფი. ის იყო იმ ადამიანების მცირე ჩამონათვლაში, რომელიც არცთუ იშვიათად მგზავრობდა ქვეყნის პრეზიდენტის თვითმფრინავით, ესწრებოდა თითქმის ყველა შეხვედრას. იყო ინფორმაციისა და მოვლენების ცენტრში. ის შედიდა იმ მცირე ადამიანების სიაში ვინც უშუალო სიახლოვეს იყო ქვეყნის პირველ პირთან და სარგებლობდა ყველა უფლება-მოსილებით, რომ მისი საქმიანობა არასოდეს არანაირი მიზეზით არ შეყოვნებულიყო, ჰქონდა სრული თავისუფლება მოქმედებაში. არ იყო კარი რომლის შესასვლელშიც ეტყოდნენ რომ "იქ შესვლა არ შეიძლება".

ასე რომ არაა საჭირო ეს პათეთიკური გამოსვლები რა. ერთ სამსახურში ვმუშაობდით მე და ირაკლი და იქ ყველამ კარგად იცის როგორ ვმუშაობთ. ადამიანების სია ვინც უშუალოდ იღებს ინფოს მომავალი მოვლენების შესახებ (რაც მხოლოდ შიდა სამსახურებრივი მოხმარებისათვის გაიცემა და ისიც კონფიდენციალურად) საკმაოდ შეზღუდულია, ირაკლიც ერთ-ერთი იყო იმ მცირე ჩამონათვალიდან რომელსაც ჰქონდა მსგავსი უფლება პრეზიდენტის ადმინისტრციაში.

სხვა საკითხია ფოტოების გაყიდვა. ის მუშაობდა ადმინისტრაციისათვის და არავითარ შემთხვევაში არ ჰქონდა უფლება სამსახურებრივი საქმიანობის დროს გადაღებული სურათი ვინმე მესამე პირისათვის გადაეცა ან გაეყიდა. ამ ყველაფერს წესდება არეგულირებს. და ირაკლი ბავშვი არ იყო (42 წლის კაცია)რომ ეგეთი რამეები შეშლოდა.

ასე რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს არ აქვთ ინტერესი საქართველოში ჯაშუშური ქსელის გაფართოებისა, ის ძალიან ცდება და საერთოდ ვერ აღიქვამს სიტუაციის სირთულეს, ზოგადად საქართველოს როგორც ქვეყნის და სუვერენული სახელმწიფოს წინასე არსებულ საშიშროებას ვერც კი გრძნობს.

ხალხს ვისაც შეიძლება მიშა არ გიყვარდეთ, ამავდროულად თქვენდაუნებურად თქვენი ქვეყანაც არ გიყვართ. იმდენად გაბრმავებთ თქვენი სიბიეტური სწორხაზოვანი ხედვა, რომ ვერც კი აანალიზებთ რამდენად არასწორად უდგებით ერთი რიგირთი ჯაშუშის საქმეს.
ადამიანები, რომლებიც მოქმედებდნენ ქვეყნის საწინააღმრდეგოდ - ესე იგი მოქმედებს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის საწინააღმრდეგოდაც, არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის არიან ისინი. მე არ მეცოდება ეს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო და ჩვენ ძალიან კარგი მზიანი სიცილითა და მხიარულებით სავსე მომენტები გვაკავშირებს. ეს დამიჯერეთ ძალიან მტკივნეულია.

როცა ქვეყანას აქვს საომარი სიტუაცია, ცოტა სხვანაირად უნდა აზროვნებდეს ხალხი და საზოგადოება (თუმცა ჩვენს ქეყანაში საზოგადოება არ არსებობს), თუმცა სამწუხაროდ ასე არ ხდება. არსებობს ხალხის მასა ვისაც სულაც არ მიჩნია, რომ საომარი სიტუაციაა და ფიქრობს რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ზრაპრებია smile.gif მშურს თქვენი სიბრმავის..

თვალხილულად ყოფნა ბევრად მტკივნეულია..
ასე რომ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, თქვენ ეს არ გემუქრებათ smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Palavandishvili
post Jul 24 2011, 04:19
#26 

Validating
5,589


kesha,

თო ბოკე იარსებსბს კიდევ კარგა ხანს , დაახლოებით 7-8 წელი, ამ პოსტს დაგიდებს ნინო/// '"=)))

კი არა და არც ჩვენ ვართ ჭურში მიხეილ... :-))))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Jul 24 2011, 10:28
#27 

Amateur+ Amateur+
7,355


სახალისო სტატიაა smile.gif))))

და არცთუისე აზრს მოკლებული

gavcitldi2.gif

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/38997-ra-...mis-auzshi.html
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jul 24 2011, 13:38
#28 

Amateur+ Amateur+
4,684


Lasha Palavandishvili,
DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif jigarixar.gif

კეშ, ჩემს პოსტში, რომ დააკოპირე და გაამუქე, იმ ფრაზაში "მხოლოდ" "სულ რაღაც"-ას არ ნიშნავდა. სხვა კონტექსტში იყო და ვფიქრობ, სრულიად გასაგებად : ))

"ხალხს ვისაც შეიძლება მიშა არ გიყვარდეთ, ამავდროულად თქვენდაუნებურად თქვენი ქვეყანაც არ გიყვართ."
მარტო ეს რომ დაგეწერა, სრულიად საკმარისი იქნებოდა : ))))

დანარჩენზე, მოვა დრო, როცა გიპასუხებ, მე თუ არა, ვინმე სხვა.
მანამდე კი.. "ვაი შენს პატრონს!" არ მიწყინო, მიშელ-ლუი XIV-ეს ვციტირებ gavcitldi2.gif

მეც მიყვარხარ : )
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Jul 24 2011, 13:56
#29 

Amateur+ Amateur+
9,666


DDDD.gif სააკაშვილის პირად ფოტოგრაფზე ვაკანსია არ გამოცხადებულა ჯეერ? DDDD.gif მაგრად მოვირგებდი რა მაგ პოსტს და იასნია არ ვიჯაშუშებდი DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Palavandishvili
post Jul 24 2011, 17:11
#30 

Validating
5,589


Avtandil Mamulia,

შანსი არ გაქვს... -დ

დვორჟაკი იღებს... -დ

ყველაზე სასწაული იმ საქმეში ისაა, რომ 10 k გირაოთი გამოუშვეს..
არა და მძიმე, განზრახ დანაშაულზე კანონშიც კი წერია, როპ საპროცესო შეთანხმება არ ხდება... lol.gif

2-ჯერ აღიარებები...
არა პირველი ვერისა არ ვარგა, შეცდომებია, მეორედ ვცადთ...
ძეცკი სად, ბლინ... lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 10th May 2024 - 10:21

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'