QUOTE(Nino Baidauri @ Jul 15 2011, 18:38)
besos,
კი ბატონო, მეც გეთანხმებით.
ამიტომ უნდა მოისმინო ინფორმაცია, შეაგროვო ფაქტები, გამოიტანო დასკვნა და მერე ვიღაცის ანალიზს შეგიძლია ან დაეთანხმო, ან არა.
მე ასე ვიქცევი და ამიტომ გვჭირდება ყველას გამჭვირვალობა ამ საქმესთან დაკავშირებით. ხელისუფლებას ცარიელ სიტყვაზე დღეს ვერავინ ენდობა ამ ქვეყანაში.
ნუ.. ვერავინ რა.. ასეთებიც არიან, მაგრამ რაც გინდათ მითხარით, მაგრამ ეს არ არის ნორმალური.
საქმე რანაირად იქნება გახსნილი, როცა ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების გაცემას ეხება მხოლოდ. მანამდე თუ კიდევ ნარკოტიკების რეალიზაცია შესტენეს ვინმეს და ეს საქმე გაგვიხსნეს, არ ვიცი...
Added @ [mergetime]1310737273[/mergetime] 26 მაისი რომ თენდებოდა, მაშინაც მშვიდად ეძინა ბევრს და მეორე დღეს მრავალს დავესწროთო, ერთმანეთს ულოცავდნენ.
მე არ მინდა ასეთი სიმშვიდე.

სულ რაღაც სახელმწიფოებრივი საიდუმლობაა ტო
ამის გამო კაცის დაჭერა შეიძლება?

ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან. ყველას აზრის წაკითხვა ვერ მოვასწარი იმდენად მომინდა ნინო ბადიაურისათვის პასუხის გაცემა:
ჩემო ნინო, ჩემო მეგობარო

იცი რომ ძალიან მიყვარხარ და ძალიან გაფასებ

მაგრამ გული მწყდება იმის გამო რასაც წერ. რა იცი ან შენ ან აქ მყოფებმა თუ ვის რაზე მიუწვდებოდა ხელი?

ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო ირაკლის დაკავების ცნობა, ჩემზე ახლოს არცერთი არ იყავით მასთან. დღეს გადავწყვიტე პირველად დამეფიქსირებინა ჩემი აზრი..
ირაკლი გედენიძე იყო არა დაქირავებული მუშაკი, არამედ - ოფიციალური თანამშრომელი, პირადი ფოტოგრაფი. ის იყო იმ ადამიანების მცირე ჩამონათვლაში, რომელიც არცთუ იშვიათად მგზავრობდა ქვეყნის პრეზიდენტის თვითმფრინავით, ესწრებოდა თითქმის ყველა შეხვედრას. იყო ინფორმაციისა და მოვლენების ცენტრში. ის შედიდა იმ მცირე ადამიანების სიაში ვინც უშუალო სიახლოვეს იყო ქვეყნის პირველ პირთან და სარგებლობდა ყველა უფლება-მოსილებით, რომ მისი საქმიანობა არასოდეს არანაირი მიზეზით არ შეყოვნებულიყო, ჰქონდა სრული თავისუფლება მოქმედებაში. არ იყო კარი რომლის შესასვლელშიც ეტყოდნენ რომ "იქ შესვლა არ შეიძლება".
ასე რომ არაა საჭირო ეს პათეთიკური გამოსვლები რა. ერთ სამსახურში ვმუშაობდით მე და ირაკლი და იქ ყველამ კარგად იცის როგორ ვმუშაობთ. ადამიანების სია ვინც უშუალოდ იღებს ინფოს მომავალი მოვლენების შესახებ (რაც მხოლოდ შიდა სამსახურებრივი მოხმარებისათვის გაიცემა და ისიც კონფიდენციალურად) საკმაოდ შეზღუდულია, ირაკლიც ერთ-ერთი იყო იმ მცირე ჩამონათვალიდან რომელსაც ჰქონდა მსგავსი უფლება პრეზიდენტის ადმინისტრციაში.
სხვა საკითხია ფოტოების გაყიდვა. ის მუშაობდა ადმინისტრაციისათვის და არავითარ შემთხვევაში არ ჰქონდა უფლება სამსახურებრივი საქმიანობის დროს გადაღებული სურათი ვინმე მესამე პირისათვის გადაეცა ან გაეყიდა. ამ ყველაფერს წესდება არეგულირებს. და ირაკლი ბავშვი არ იყო (42 წლის კაცია)რომ ეგეთი რამეები შეშლოდა.
ასე რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს არ აქვთ ინტერესი საქართველოში ჯაშუშური ქსელის გაფართოებისა, ის ძალიან ცდება და საერთოდ ვერ აღიქვამს სიტუაციის სირთულეს, ზოგადად საქართველოს როგორც ქვეყნის და სუვერენული სახელმწიფოს წინასე არსებულ საშიშროებას ვერც კი გრძნობს.
ხალხს ვისაც შეიძლება მიშა არ გიყვარდეთ, ამავდროულად თქვენდაუნებურად თქვენი ქვეყანაც არ გიყვართ. იმდენად გაბრმავებთ თქვენი სიბიეტური სწორხაზოვანი ხედვა, რომ ვერც კი აანალიზებთ რამდენად არასწორად უდგებით ერთი რიგირთი ჯაშუშის საქმეს.
ადამიანები, რომლებიც მოქმედებდნენ ქვეყნის საწინააღმრდეგოდ - ესე იგი მოქმედებს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის საწინააღმრდეგოდაც, არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის არიან ისინი. მე არ მეცოდება ეს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო და ჩვენ ძალიან კარგი მზიანი სიცილითა და მხიარულებით სავსე მომენტები გვაკავშირებს. ეს დამიჯერეთ ძალიან მტკივნეულია.
როცა ქვეყანას აქვს საომარი სიტუაცია, ცოტა სხვანაირად უნდა აზროვნებდეს ხალხი და საზოგადოება (თუმცა ჩვენს ქეყანაში საზოგადოება არ არსებობს), თუმცა სამწუხაროდ ასე არ ხდება. არსებობს ხალხის მასა ვისაც სულაც არ მიჩნია, რომ საომარი სიტუაციაა და ფიქრობს რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ზრაპრებია

მშურს თქვენი სიბრმავის..
თვალხილულად ყოფნა ბევრად მტკივნეულია..
ასე რომ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, თქვენ ეს არ გემუქრებათ