Nina Minzoni, მიდი, ნინ, შენ წამოიწყე და მოგროვდება ბევრი ხალხი მე პირადად ნამდვილად ვიცი უფრო აქტიურად ჩავერთვები შემდეგში. გამოფენაც კარგი იდეაა, მოვაწყოთ ერთი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, მაგრამ ალბათ აჯობებს დათბეს ჯერ და სადმე ღია ადგილას დავგეგმოთ.
სულ არის 80 მდე ბავშვი, მარა აქდან ნახევარი მიდის სახლში საღამოობით, ნუ 40 ბავშვია სულ ამ სახლში ხალხო გავაკეთოთ, დავგეგმოთ, იდეები მომაწოდეთ, ერთად ბევრ რამეს შევძლებთ
ყოჩაღ თქვენ, ძაან კარგი საქმე გააკეთეთ და რა თქმა უნდა გაგრძელებაა საჭირო... სველი წერტილები მართალია ძვირი ჯდება, მაგრამ იქნებ ანგარიში გაგვეხსნა... და იმ ანგარიშზე გადარიცხავს ვისაც მოუნდება... მგონი სველი წერტილების გაკათება ყველაზე კარგი იქნება... ბავშვები სისუფთავეში იქნებიან... ფორუმის ორგანიზატორმა თქვა რომ მე მიკავშირდებიან და გადმომცემენ თანხასო, ასე შეგროვებას ანგარიშის გახსნა ჯობია ჩემი აზრით და ვისაც რამდენი შეუძლია გადარიცხავს და ასე უფრო მოგროვდება დიდი თანხა.... ცდა მაინც ღირს ჩემი აზრით...
ჩვენ ვიყავით იქ და ვნახეთ, საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო მთლიანად კომუნიკაციებია გამოსაცვლელი და საკმაოდ დიდ ფართობზე, თავიდანაა მილები გასაკეთებელი, შემდეგ საკმაოდ ბევრი სანტექნიკა, და ასე შემდეგ. იმ ოთახებში კი სადაჩ ბავშვები ყოველ დღე არიან და საკმაოდ დიდ დროს ატარებენ, საშინელ მდგომარეობაა. მინიმალური თანხებით შეგვიძლია ამ ოთახის ( ან ოთახების სულ 2 ) გაკეთება, ეს უახლოეს მომავალში საკმაოდ რეალურია. თვითონ პატარებსაც ჩავრთავდით ამ პროცესში, მოხატავდნენ კედლებს. ცდა ყოველთვის რა თქმა უნდა რომ ღირს.ვნახოთ
Nina Minzoni ძალიან კარგი, მაშინ ჯერ ოთახებით დავიწყოთ და მერე თუ გავძლერდებით შეგვიძლია სხვა რამეებშიც დავეხმაროთ.. ისევ სველ წერტილებს უბრუნდები, რადგან მათ ბევრი ეხმარება, ნინო არაზაშვილი, კიდევ ფორუმის ხალხი (არ ვიცი მათი სახელი) იქნებ ყველას ერთად აღებული რამე გვექნა... ანგარიშის გახსნა მაინც არ არის ურიგო საქმე მგონი
შოთა გააკეთეს, მარა ძალიან ცუდათ, რაღაც წამებში გავიელვეთ, არ ვარ კმაყოფილი მათი გაკეთებული რეპორტაჟით. ნიკუშამ ისაუბრა საკმაოდ ვრცლად, მარა ძალიან ცოტა რამ აჩვენეს, არც ის უჩვენებიათ თუ რა მონდომებით და თავდაუზოგავად ღებავდა ერეკლე ოთახს, მთელი ოთახი შეღება მოკლედ მთავარი ხომ ისაა რაც გავაკეთეთ კიდევ ერტXელ დიდი მადლობა ყველას
მართალია, მოდით ჯერ ოთახებით დავიწყოთ. მართლა უფრო რეალურია. ბოლო-ბოლო ჩვენი ხელითაც შეგვიძლია შევღებოთ კედლები და გავუკრათ შპალერი. მოკლედ დავიწყოთ უკვე მზადება ის დროა.
1)დიდი მადლობა პირველ რიგში ნინას!!! მერე ყველას თქვენ.... მეც გამაგებინეს რუსთავი 2-ის ცუდი საქციელის ამბავი, მაგრამ არაუშავს , მთავარი ეს ხომ არ არის, მთავარი ისაა რომ საქმე გაკეთდა...ძალიან მიყვარხართ ამისთვის!!! ყოჩაღები ხართ!!
2)დავიწყოთ ოთახებით....ჩვენ თვითონ შეგვიძლია გავასუფთაოთ და შევუღებოთ.... მე არ მეზარება და ფიზიკურადაც რაც შემეძლება ვიმუშავებ...
3) ეგება გამოფენის თაობაზე უკვე ვიმსჯელოთ....და თანხის მოძიების სხვა წყაროებზეც..
თქვენ გაგიმარჯოთ, ხალხო! ძალიან მადლიანი და დასაფასებელი ნაბიჯია! ამ ბავშვების მზერა არასოდეს დამავიწყდება. და ერთიც, - მსგავს საქციელში კიდევ ის არის ნიშანდობლივი, რომ სხვა ადამიანებსაც შეიძლება დაებადოთ სურვილი და ამ ბავშვებს ლამაზი წუთები აჩუქონ თქვენნაირად გმადლობთ
_Anano_, მანდ სავარაუდოდ მარტო შესაღები არ იქნება. ვინც იყავით, მოდით იმ ხალხმა კარგად ჩამოაყალიბეთ რა არის გასაკეთებელი რომ უკვე დავიწყოთ მოქმედება. ა, რას იტყვით?
ან დავიწყოთ ახალი თემა და იქ განვიხილოთ რეპორტაჟი რომ არ გავაოFოთ
აუ .. ძაან საყვარლები ხართ ხალხო.. ასეთ რაღაცას რო დააპირებთ ერთი ხმამაღლა თქვიით.. შეიძლება ჯერ ნამდვილი ბოკელი არ ვარ მააარაა... .. დიდი სიამოვნებით მივიგებ მონაილეობას.. ასეთ კეთილ საქმეში ..სურათებიც მაგარი იყო და მოყოლილი ამბებიც... .. პატივისცემით თქვენი ეკა..
Added @ KatKat, თვალი ადევნე ხოლმე ფორუმს აქტიურად. იყო ცალკე თემა მოსამზადებლად და ხმამაღლა კი არა ნინას ხმა აღარ აქვს ისე ხმამაღლა ამბობდა კარგია დახმარების სურვილი რომ გაქვს. რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესი