IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ფოტოგრაფთა კოდექსი, კანონები...
BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> ფოტოგრაფთა კოდექსი, კანონები..., თემა მედიის ერთ-ერთ სფეროზე, ფოტოგრაფიაზე

| |
Kapo
post Nov 20 2010, 21:32
#1 

Amateur Amateur
1,281


ამასწინ პირველ არხზე "წითელ ზონას" ვუყურებდი. გოგი გვახარია თავის სტუმრებთან ერთად მედიის თავისუფლებაზე, უფლებებსა და ფასეულობებზე საუბრობდა.
შეიძლება თუ არა, რომ თავისუფლება ნიშნავდეს უფლებების გადამეტებას? რა თქმა უნდა. მე იმას ვერ ვიტყვი, რომ ჟურნალისტებს მორალი არ აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ბევრ რამეს კადრულობენ ფულის გულისთვის.
როდესაც მედიაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს საზოგადოებრივი ინტერესებიც. მოგეხსენებათ, არავინ "იყიდის" იმ გაზეთსა თუ სატელევიზიო გადაცემას, რომელიც მაყურებლის ინტერესებს არ დააკმაყოფილებს. სწორედ საზოგადოებრივ განვითარებაზეა დამოკიდებული მედიის განვითარება. თუმცა, ჩემი აზრით, ეს პირიქითაც შეიძლება მოხდეს.
"რადიო თავისუფლების" გადაცემის შემდეგ გოგი გვახარიამ ტელე-ეკრანზე გერმანული ფილმი, "კატარინა ბლუმის შერაცხული ღირსება", აჩვენა. ამ ფილმში ნათლად ჩანს თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვს ჟურნალისტს და როგორ მოქმედებს ადამიანზე მედიის "თამაში".

ახლა კი მოგახსენბთ იმას, რის გამოც ამ თემის გახსნა გადავწყვიტე. მინტერესებს თუ არსებობს ზოგადად მედიის, ჟურნალისტთა ან ფოტოგრაფთა კოდექსი.
მე მინდა გავიხსენო ერთი ფოტო-გამოფენა, რომელიც ერთმა აქტიურმა ბოკელმა და არც თუ ისე ცუდმა ფოტოგრაფმა შარშან თუ შარშAნწინ გააკეთა. გამოფენის თემატიკა სულით დაავადებულთა ცხოვრებას ეხებოდა. ავტორმა გადაიღო ავადმყოფები და საზოგადოებას წარუდგინა მათი ცხოვრება. ამ გამოფენამ ხალხში დიდი აღტაცება გამოიწვია. დიახ სწორედ ასე, ამ წინადადებაში ეტევა და ნათლად ჩანს საზოგადოების აზრი. მე დღემდე მიკვირს ვინ მისცა ფოტოგრაფს საავადმყოფოში შესვლის და გადაღების ნებართვა. ასევე, მაინტერესებს რა უფლებით გამოფინა ავტორმა ეს ფოტები ხალხში? იქნებ გამოდგეს ვინმე ჭკვიანი და მითხრას, რომ მან ნებართვა პაციენტებისგან აიღო.

ეს ფაქტი, ჩემი აზრით, ადამიანთა უფლებების დარღვევის სამწუხარო მაგალითია.

მოკლედ, მაინტერესებს რა მოვალეობები და ვალდებულებები აქვს ფოტოგრაფს, არსებობს თუ არა ფოტოგრაფთა კოდექსი?

მე ასევე მაინტერესებს, ირღვევა თუ არა ადამიანის უფლება, როდესაც მას დაუკითხავად ვუღებთ ფოტოს.

და მოდით განვმარტოთ ტერმინი - პაპარაცი.
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
Kapo   ფოტოგრაფთა კოდექსი, კანონები...   Nov 20 2010, 21:32
Lasha Palavandishvili   Kapo, რომელ ფოტოგრაფზე უბნობ, ეგებ ჩენც გ...   Nov 21 2010, 12:44
tsumbusha   ფოტოდოკუმენტალისტს მე ვფიქრობ უფფლე...   Nov 21 2010, 14:27
Kapo   RE: ფოტოგრაფთა კოდექსი, კანონები...   Nov 21 2010, 15:35
Mishka Ramishvili   ალბათ კი არ ამახინჯებენ ისე როგოც მა...   Nov 21 2010, 15:55
tsumbusha   ძაან საკამათო თემაა, რომელიც საბოლოო...   Nov 21 2010, 17:17
Lasha Palavandishvili   Kapo, შეგიძლია შეკიტხვაზე გამცე პასუხი? ...   Nov 21 2010, 22:25
tsumbusha   დოკუმენტალისტიკა და პაპარაცობა რა შუ...   Nov 21 2010, 22:38
Kapo   რა შუაშია ვინ იყო, მე რომ მდომოდა ამის ...   Nov 21 2010, 23:27
Lasha Palavandishvili   Kapo, გმადლობთ. გააგრძელეთ პიზდეცინტელე...   Nov 22 2010, 02:18
tavadi   აქ რა ამბები ყოფილა :))) მეც ქენონს ვემხ...   Nov 22 2010, 14:03


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 2nd May 2025 - 02:37

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'