Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ფოტოგრაფთა კოდექსი, კანონები...
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Kapo
ამასწინ პირველ არხზე "წითელ ზონას" ვუყურებდი. გოგი გვახარია თავის სტუმრებთან ერთად მედიის თავისუფლებაზე, უფლებებსა და ფასეულობებზე საუბრობდა.
შეიძლება თუ არა, რომ თავისუფლება ნიშნავდეს უფლებების გადამეტებას? რა თქმა უნდა. მე იმას ვერ ვიტყვი, რომ ჟურნალისტებს მორალი არ აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ბევრ რამეს კადრულობენ ფულის გულისთვის.
როდესაც მედიაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს საზოგადოებრივი ინტერესებიც. მოგეხსენებათ, არავინ "იყიდის" იმ გაზეთსა თუ სატელევიზიო გადაცემას, რომელიც მაყურებლის ინტერესებს არ დააკმაყოფილებს. სწორედ საზოგადოებრივ განვითარებაზეა დამოკიდებული მედიის განვითარება. თუმცა, ჩემი აზრით, ეს პირიქითაც შეიძლება მოხდეს.
"რადიო თავისუფლების" გადაცემის შემდეგ გოგი გვახარიამ ტელე-ეკრანზე გერმანული ფილმი, "კატარინა ბლუმის შერაცხული ღირსება", აჩვენა. ამ ფილმში ნათლად ჩანს თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვს ჟურნალისტს და როგორ მოქმედებს ადამიანზე მედიის "თამაში".

ახლა კი მოგახსენბთ იმას, რის გამოც ამ თემის გახსნა გადავწყვიტე. მინტერესებს თუ არსებობს ზოგადად მედიის, ჟურნალისტთა ან ფოტოგრაფთა კოდექსი.
მე მინდა გავიხსენო ერთი ფოტო-გამოფენა, რომელიც ერთმა აქტიურმა ბოკელმა და არც თუ ისე ცუდმა ფოტოგრაფმა შარშან თუ შარშAნწინ გააკეთა. გამოფენის თემატიკა სულით დაავადებულთა ცხოვრებას ეხებოდა. ავტორმა გადაიღო ავადმყოფები და საზოგადოებას წარუდგინა მათი ცხოვრება. ამ გამოფენამ ხალხში დიდი აღტაცება გამოიწვია. დიახ სწორედ ასე, ამ წინადადებაში ეტევა და ნათლად ჩანს საზოგადოების აზრი. მე დღემდე მიკვირს ვინ მისცა ფოტოგრაფს საავადმყოფოში შესვლის და გადაღების ნებართვა. ასევე, მაინტერესებს რა უფლებით გამოფინა ავტორმა ეს ფოტები ხალხში? იქნებ გამოდგეს ვინმე ჭკვიანი და მითხრას, რომ მან ნებართვა პაციენტებისგან აიღო.

ეს ფაქტი, ჩემი აზრით, ადამიანთა უფლებების დარღვევის სამწუხარო მაგალითია.

მოკლედ, მაინტერესებს რა მოვალეობები და ვალდებულებები აქვს ფოტოგრაფს, არსებობს თუ არა ფოტოგრაფთა კოდექსი?

მე ასევე მაინტერესებს, ირღვევა თუ არა ადამიანის უფლება, როდესაც მას დაუკითხავად ვუღებთ ფოტოს.

და მოდით განვმარტოთ ტერმინი - პაპარაცი.
user posted image
Lasha Palavandishvili
Kapo,

რომელ ფოტოგრაფზე უბნობ, ეგებ ჩენც გაგვიმხილო. :-)))

მედიის კოდექსი არსებობს, ფოტოგრაფთა არა.
საერთოდა ინდივიდუალურია ეგ საკითხი, მედის აქვს გაშუქების უფლება, მაგრა, სხვისი თავისუფლების, პატივის ხელაღების გარეშე.

QUOTE
პაპარაცი

მართლა არ იცი ეგ ტერმინი?
ძალიან ბევრი განმარტებაა გუგული დეიდას ჰკითხე აბა, /:yes:
tsumbusha
ფოტოდოკუმენტალისტს მე ვფიქრობ უფფლება აქვს გადაიღოს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება და ის ანახოს ხალხს რათა მეტი ადამიანი დაფიქრდეს მათ მდგომარეობაზე და უკეთ იზრუნონ თუნდაც, შეიძლება იმწუთას მათი ფულება დაირღვა მაგრამ საბოლოოდ კარგ საქმეს ემსახურებოდეს ეს smile.gif მასე ვერავის ვერ გადაუღებ ვერც ქუჩაში და ვერც ვერსად და ვერ გამოფენ რადგან მისგან ამის ნებართვა არ გექნება არც ერთ შემთხვევასი ხო? გამოდის რო ფოტოგრაფებს მოუწევთ მარტო ბუჩქების და ყვავილების გადაღება. ამიტომ გადაიღე ის რისი გადაღEბასაც შეძლებ რასაც ვერ შეძლებ ისედაც ვერ გადაიღებ smile.gif
Added @ [mergetime]1290335322[/mergetime]
პ.ს. პაპარაცობა არც მე მომწონს მაგათ მე "ჭორიკანა" ფოტოგრაფებს ვეძახი DDDD.gif რომლებიც სხვების მანკიერ მხარეებს იღებენ DDDD.gif
Kapo
Lasha Palavandishvili
ტერმინი რასაკვირველია ვიცი. უბრალოდ მაინტერესებს რამდენად გამართლებულია ადამიანის ინტიმური დეტალების გადაღება და ნებართვის გარეშე გამოაშკარავება... უფრო სწორედ, მინდა გასაგები იყოს და გაიმიჯნოს.
ჩემი აზრით, როდესაც საკითხი მიდგება პოლიტიკოსებზე და იმ ადამიანებზე, რომელთაც გარკვეული პასუხისმგებლობა გააჩნიათ ხალხის მიმართ, პაპარაცი ერთგვარ კონტროლის საშუალებას წარმოადგენს და ეს დასაშვებია.

მაგრამ ხშირად დოკუმენტალისტები ემსგავსებიან პაპარაცებს, ოღონდ ისინი ამ შემთხვევაში უბრალო ადამიანების ცხოვრებას გამოააშკარავებენ დაუკითხავად. და + ისე ამახინჯებენ გარემოებას, როგორც მათ სურთ...

tsumbusha

QUOTE(tsumbusha @ Nov 21 2010, 14:27)
ფოტოდოკუმენტალისტს მე ვფიქრობ უფფლება აქვს გადაიღოს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება და ის ანახოს ხალხს რათა მეტი ადამიანი დაფიქრდეს მათ მდგომარეობაზე და უკეთ იზრუნონ თუნდაც, შეიძლება იმწუთას მათი ფულება დაირღვა მაგრამ საბოლოოდ კარგ საქმეს ემსახურებოდეს ეს
*


ვერანაირად დაგეთანხმებით ამაში.
"მედის აქვს გაშუქების უფლება, მაგრამ, სხვისი თავისუფლების, პატივის ხელაღების გარეშე." ამაზე მე ლაშას ციტატითვე გიპასუხებთ.
ჩემი აზრით, არ შეიძლება (!) მინიმუმ ერთი ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების დარღვევით სხვა ადამიანს რაიმე არგო... მითუმეტეს ნებართვის გარეშე! (ნებართვით ეს შეიძლება გმირობადაც კი ჩაითვალოს)

და კიდევ, მე არ მსურს ფოტოდოკუმენტალისტიკა გაიგივდეს კონკრეტულ მაგალითთან, კონკრეტულ შემთხვევასთან (თუ ეს მოხდება, დაზუსტდეს და ითქვას) და ამით ამ მაგალითის გაკეთილშობილება ან შერისხვა მოხდეს.

მე მინახავს გამოფენები რეალისტური ფოტოებით, მაგრამ იქ არავისი უფლება არ დარღვეულა და საზოგადოების აზრთა ცვლილებაც გამოუწვევია. და თუ ეს ყოველგვარი წესების დაცვით მოხდა, რატომ უნდა დავუშვათ გამონაკლისები?..
________________________________________________________________________
მაკვირვებს ასეთი პასიურობა ამ თემის გარშემო.
Mishka Ramishvili
QUOTE(Kapo @ Nov 21 2010, 15:35)
  ისე ამახინჯებენ გარემოებას, როგორც მათ სურთ...
*



ალბათ კი არ ამახინჯებენ ისე როგოც მათ სურთ, უბრალოდ იღებენ ისე როგორც ისინი ხედავენ : )
tsumbusha
ძაან საკამათო თემაა, რომელიც საბოლოოდ კონსესუსს არ გამოიღებს და გაგრძელდება უსასრულოდ, გააჩნია ადამიანი კონკრეტულ ფოტოს როგორ აღიქვავს მაგაზეა დამოკიდებული კარგად თუ ცუდად smile.gif
Lasha Palavandishvili
Kapo,

შეგიძლია შეკიტხვაზე გამცე პასუხი?
რომელ ფოტოგრაფს გულისხმობდი პირველ პოსტში?
გაცილეით უკეთესად ვიმსჯელებთ, + თუ ფოტოებს დაურთავთ კარგი იქნება.

QUOTE
მაგრამ ხშირად დოკუმენტალისტები ემსგავსებიან პაპარაცებს


უკვე კვდება როგორც დოკუმენტალისტი. :-)))
აქ ზედმეტია აიმე ღირებულებებზე საუბარი.

tsumbusha
დოკუმენტალისტიკა და პაპარაცობა რა შუაშია ის რომელიც პაპარაცობს დოკუმენტალისტი ვერ იქნება ჩემი აზრით smile.gif და თუ დაემსგავსა ესეიგი ეგ დოკუმენტალისტი არ ყოფილა smile.gif
Kapo
რა შუაშია ვინ იყო, მე რომ მდომოდა ამის დაწერა თავიდანვე დავწერდი. თქვენს დაჟინებას კი, ჯენტლმენურად რომ ვთქვათ, უბრალოდ თავხედობას ეძახიან...

თემას სასქიკად ავცდით!

მოდით ისევ იმაზე ვისაუბროთ, ნიკონი ჯობია თუ ქენონი?

ჩემი აზრით ქენონი...
Lasha Palavandishvili
Kapo,

გმადლობთ.
გააგრძელეთ პიზდეცინტელექტუალური სვლები/ "--)))

tavadi
აქ რა ამბები ყოფილა smile.gif))
მეც ქენონს ვემხრობი smile.gif)))
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.