რატომღაც გუშინ დამაფიქრა და საშინლად გამაღიზიანა ამ ფაკტმა.
ეს ჭკვიან ჭკვიანი ფოტოგრაფები რომ გადმოდგებიან და ჭკუის სწავლებას რომ იწყებენ ან არა მარტო ფოტოგრაფები ზოგადად სხვა პროფესიებშიაც ასე ხდება მაგრამ ამ შემთხვევაში ფოტოგრაფები.
ხარისხზე ,განათლებაზე, და ასე შემდეგ... ერთი კითხვა მაქვს ახლა ბოკეზე მივხვდი რომ რამოდენიმე ადამიანი მართლაც ძალიან ნიჭიერია. და აშკარად მომავალი ფოტოგრაფიაში ეჭყანება თუ არ ჩავთვლით იმას რომ ფული არ აქვს. მე შეიძლება არ ვიყო ნიჭიერი ფოტოგრაფი და ჩემ პონტში ვიღებდე მაგრამ გემოვნება ვლამობ გამაჩნია და იმასაც ვატყობ ვინ არის შრომის მოყვარე და ნიჭიერი... ხოდა ნერვებს ვეღარ ვთოკავ ძაან ნერვოტული ვარ ძაან... ხოდა არ აქვს ფული იმისათვის რომ იყიდოს სერიოზული აპარატი და ვაბშე არ აქვს ფული არც ზენიტისთვის იმიტომ რომ ფირს დიდი ფული მიაქვს. სჭირდება სწავლა განათლება საფუძვლიანი აკადემიური. რა ქნას? ოჯახში რომ თქვას ფოტოგრაფი მინდა გავხდეო ვინ შეხედავს ამ გაჭირვების პერიოდში სერიოზულად? კაროჩე რა ქნას მითხარით თორემ დაიღუპა ბავშვი.
მოდი ასე ვთქვათ ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა. ჩვენთან 100 კაცში თუ მოვიდა 2 კაცი ნიჭიერი, ამერიკაშიც 2 კაცი მოვა ნიჭიერი 100 კაცში, მაგრამ განსხვავება ისაა რომ ისინი ჩვენზე მილიონობით მეტნი არიან. ანუ ამ ორ კაცს არ უნდა ხელშეწყობა? შენ რომ არ იყო საცოდავი ქვეყანა,უნდა! ხოდა მოვიფიქროთ ახლა ერთად რამე. ოღOნდ ტრუხა საქველმოქმედო აქციები და ამდაგვარი იდეები არ გვინდა შარდენზე მოვაწყოთ და ვიგრიალოთ და ასეთი გრანტიჭამია იდეებისგან თავი შევიკავოთ: ) რამე რეალური. როგორ შევაგროვოთ ფული იმისათვის რომ ერთერთი ბოკელი სიტყვაზე გავუშვათ სასწავლებლად რომელიმე ევროპის სერიოზულ ფოტოგრაფიის სკოლაში. აი ასეთი იდეეები გუდ გუდ.