Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ახალგაზრდა, უზომოდ ნიჭიერი მაგრამ უფულო.
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო > ითხოვე დახმარება კლუბისგან
Levan Sikharulidze
რატომღაც გუშინ დამაფიქრა და საშინლად გამაღიზიანა ამ ფაკტმა.

ეს ჭკვიან ჭკვიანი ფოტოგრაფები რომ გადმოდგებიან და ჭკუის სწავლებას რომ იწყებენ ან არა მარტო ფოტოგრაფები ზოგადად სხვა პროფესიებშიაც ასე ხდება მაგრამ ამ შემთხვევაში ფოტოგრაფები.

ხარისხზე ,განათლებაზე, და ასე შემდეგ...
ერთი კითხვა მაქვს ახლა ბოკეზე მივხვდი რომ რამოდენიმე ადამიანი მართლაც ძალიან ნიჭიერია. და აშკარად მომავალი ფოტოგრაფიაში ეჭყანება თუ არ ჩავთვლით იმას რომ ფული არ აქვს.
მე შეიძლება არ ვიყო ნიჭიერი ფოტოგრაფი და ჩემ პონტში ვიღებდე მაგრამ გემოვნება ვლამობ გამაჩნია და იმასაც ვატყობ ვინ არის შრომის მოყვარე და ნიჭიერი... ხოდა ნერვებს ვეღარ ვთოკავ ძაან ნერვოტული ვარ ძაან...
ხოდა არ აქვს ფული იმისათვის რომ იყიდოს სერიოზული აპარატი და ვაბშე არ აქვს ფული არც ზენიტისთვის იმიტომ რომ ფირს დიდი ფული მიაქვს.
სჭირდება სწავლა განათლება საფუძვლიანი აკადემიური.
რა ქნას?
ოჯახში რომ თქვას ფოტოგრაფი მინდა გავხდეო ვინ შეხედავს ამ გაჭირვების პერიოდში სერიოზულად?
კაროჩე რა ქნას მითხარით თორემ დაიღუპა ბავშვი.

მოდი ასე ვთქვათ ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა.
ჩვენთან 100 კაცში თუ მოვიდა 2 კაცი ნიჭიერი, ამერიკაშიც 2 კაცი მოვა ნიჭიერი 100 კაცში, მაგრამ განსხვავება ისაა რომ ისინი ჩვენზე მილიონობით მეტნი არიან.
ანუ ამ ორ კაცს არ უნდა ხელშეწყობა? შენ რომ არ იყო საცოდავი ქვეყანა,უნდა!
ხოდა მოვიფიქროთ ახლა ერთად რამე.
ოღOნდ ტრუხა საქველმოქმედო აქციები და ამდაგვარი იდეები არ გვინდა შარდენზე მოვაწყოთ და ვიგრიალოთ და ასეთი გრანტიჭამია იდეებისგან თავი შევიკავოთ: )
რამე რეალური.
როგორ შევაგროვოთ ფული იმისათვის რომ ერთერთი ბოკელი სიტყვაზე გავუშვათ სასწავლებლად რომელიმე ევროპის სერიოზულ ფოტოგრაფიის სკოლაში.
აი ასეთი იდეეები გუდ გუდ.
Levan Sikharulidze
აუ რა სისულელ ვქენი ეს ტემა რომ გავხსენი...

არა არა დახურეთ დახურეთ რა ჯანდაბად გავხსენი...

უკაცრავად.
dathuna
რატო ხურავ?
ARxIMoND
ესეთი მარაზმი მე არ გამიგია ჯერ , გაიზრდება და მიხედავს თავის მომავალს ის ბავშვი , ვიღაცამ რატო უნდა დაეხმაროს ? შენ რო ხედავ რო ის ბავში ნიჭიერია რაიცი შეიძლება სხვამ თქვას რო არარის ნიჭიერი
GeGa Chumburidze
მარაზმი არაფერია უბრალოდ იდეას უნდა გაფილტვრა და სწორად ჩამოყალიბება . პირველ რიგში რაც უნდა ამოიღO მაქედნ არის გაჭირვებულობის თემა და მასე მიდგომა საკითხზე. რა შუაშია ფული არ აქვს და ნიჭიერია და ამიტომ უნდა გაუშვათ საზღვარაგრეთ. ფული შოვნისთვის ჭამს მთელი სამყარო ერთმანეთს, ,,გამოიყენოს ნიჭი და იშოვისო'' ამ ფრაზას ბევრჯერ გაიგებ ლევან. პლიუს მაგას ის რომ ბევრი ნიჭიერი რომელსაც ფული არ აქვს არ წავა რომც წაიყვანო ასეთი გზით იმიტომ რომ ქართევლია და ამერიკას ნუ ადარებ .

ხოდა სჯობს რომ ეგ იდეა ასე ჩამოაყალიბო. ვთქვათ შენ გაქვს ბოკესთან მიამრთვა ხოდა გაუშვას ვთქვათ წელიწადში ერთი კაცი საზღვარგარეთ. ოღონ კომპეტენტური ჟიური უნდა ჰყავდეს ამ ყველაფერს თOრემ პირადული სიმპატიებით და მამიკ დედიკოოებსი ხათრით თU იყი (რაც ძალზედ გავრცელებულია თემაა ინ გეორგია) ისევე მოკვდება თემა რავარც ქვეყანაა მკვდარი.

ეს თU ასე მოხდა გაიზდება ინტერესი იასნიაა. და კიდევ ბევრი და ბევრი სასიკეთO რამ მოხდება.

ხოდა ამ მიმართულებით იფიქრე შენი იდეა. ეს ჩემი აზრია.

იასნია აქ კიდევ ათასი ნიუნასი დაემატება მაგრამ ეს ძირითადი ღერძი დაგიწერე!!
Levan Sikharulidze
GeGa Chumburidze,


ოეეე ოეეეე რა გაუბერე პრეზიდენტი ხარ თუ პრემიერ მინისტრი შიგ ხმ ხმ ხმ

რა შუაშია ქართველია და სულისკვეთება მამაცი გული და თავისუფლება....

რა ღერძიც დამიდე ახლა შენ იგივეს ვამბობ მამა მე...

ხოდა ფულზე კიდევ მომისმინე შენთვითOნ როდის იშოვე ბოლოს ფული და რამდენჯერ გიშოვია?
სამი ფოტოაპარატი რომ გაქვს ხოლმე გადაკიდებული და ფირის მეტს არაფერს რომ არ ეკარები ასწორებს არა?
მილიონი ბავშვია ვინც დღეს მაგაზე ოცნებობს!
რატომ არ უნდა ჰქონდეს საშუალება?
აი ეგ არის მარაზმატიკული სუფთა ქართული არარაციონალური პოსტ სოვიეტური გაგება რომ თვითონ იშრომოს და ფული იშოვოს... ეგ არის სისულელე!


ARxIMoND,

მომისმინე რატომ არ უნდა დაეხმარო ბავშვს რომელსაც დახმარება სჭირდება მიხსენი ერთი...
შენ დასვი ახლა ეს კითხვა სერიოზულად თუ იხუმრე?

მერე მე ვთქვი რომ ჩემი გადაწყვეტილებით რახან ნიჭიერია ესეიგი ეგრეათქო?
ჩემი აზრიიით!

ხოდა ამიტომაც ვთქვი დახურეთ ეს თემა ვიცოდი აი ასეთ სისულეეებზე რომ დაიწყებოდა კამათი....

დახურეთ!
Added @ [mergetime]1216016713[/mergetime]
აუუ ძაან ცუდი პერიოდია ძააან...
ნეგატიური ნეგტიური...
ბებიაჩემი ამბობს ხოლმე მაგნიტური დღეებია წნევა მაქვსო..(სულ წნევა აქვს)

არა არა ძაან ცუდი პერიოდი...
Magdu
ავტორის თხოვნით თემა იხურება
Guja
Levan Sikharulidze,
Magdu,

ორთავეს ბოდიშს გიხდით თემა რომ გავხსენი
კარგი თემაა ეს.

ბატონო ლევან, ეგ ყველას ტკივა, მაგრამ ჩვენ ზოგადად ვერ ავამაღლებთ 1სულ მოსახლეზე შემოსავალს და ქართულ ეკონომიკაში რევოლუციას ვერ მოვახდენთ. თქვენ ბრძანეთ:

"რა შუაშია ქართველია და სულისკვეთება მამაცი გული და თავისუფლება...."

შუაში კიარა თავშია ჩემო ბატონო, თავში!!!!!!!
მაგის გარეშე არაფერი არ გამოვა!!!!

ბევრს არ ვილაპარაკებ ამის ირგვლივ.
ახლა ის მითხარი შენ თუ გეგულება მასეთი ნიჭიერი კაცი, რომელსაც ფული არააქ სწავლისთვის, სანამ საზღვარგარეტ გაუშვებთ და ბლა ბლა ბლა ეგებ ადგილზევე დავეხმაროთ სწავლაში. მომიყვანე მე და არანაირი ფული არ მჭირდება იმისთვის, რომ ფეხის ადგმაში დავეხმარო. დანარჩენს თვითონ მიხედავს მერწმუნე.

ახლა შეგახსენოთ მინდა ყველას. http://www.boke.ge/forum/https://www.boke.ge/forum/index.php?showtopic=558&hl=

ეს დეიდო მაროიამაა, წლების მანძილზე დიდი ოსტატის დამლაგებელი, ფირების გამჯღავნებელი, შუქის მთრეველი იყო. იმდენად ღAრიბი იყო, რომ სულ ვადაგასულ ფირის გადანაჭრებზე იღებდა და უკვე ძალაგამოცლილ ქიმიით ამუშავებდა. მეტ წილად მუშაობდა არა ფულისთვის არამედ იმისთვის რომ ქონოდა შეხება ფოტოგრაფიასთან, შეძლებოდა ვადაგასული ფირის მოპოვება მაინც.
ხელოვნების ნებისმმიერი დარგი უსაშველო ძვირი სიამოვნება. არაფრით არ ჩამოუვარდება სიძვირით ფოტოგრაფია არცერთ სხვა დარგს.
ხოდა ახლა თQვენ თვითონ განსაჯეთ რაა ნიჭი, რაა მიზანსწრაფვა და რა არის შრომა იმისათვის, რომ ნიჭი გამოვლინდეს.
Anna Sulaberidze
ლევან პირველი არაა ეგ ბავშვი.აქაც და სხვა ქვეყანაშიც ოხრად იყვნენ და მასე უჭირდა გამოჩენილი ადამიანების 99%-ს.მხატვრიანა მუსიკოსიანა ფოტოგრაფიანა.ყველას თავისი გაჭირვება ეყოფა,არავინ დადგება და ფულს არ გადაიხდის,საწყალმა ბავშმა ისწავლოსო.

თუ თვითონ არ იშრომა და მიაღწია,ყველაფერი წყალში ჩაეყრება>))
fani
რა უცხოეთშივ
მშვენივრად
ასწავლიან სამხატვროში DDDD.gif
Levan Sikharulidze
Guja,
ბატონო გუჯა გეთანხმებით ბსოლუტურდ ყველფერში.
მე სულისკვეთებაში და თავისუფლებაში სხვა რამ ვიგულისხმე....
ანუ ეგ მაღიზიანებს სულ ამ სულისკვეთების და თვისუფლების იმედად რომ ვართ... თორემ მაგის გარეშე არაფერი რომ არ გამოდის ეგ ორჯერ ორი ოთხია.
უცხოეთში სასწავლებლად იმიტომ ვიფიქრე მე ბტონო გუჯა რომ იქ უკეთესი სწავლებაა ასე მგონია მე...
ერთადერთი რასაც არ ვეთანხმები გეგამ რაც თქვა და ანა რასაც ამბობს რომ ,,გამოიყენოს ნიჭი და იშოვისო'' აი ამ მიდგომაშია ჩვენი პრობლემა.
ეგეთი ადამიანი არის მილიონში ერთი. ჩვენ ხომ შეგვიძლია რომ მილიონში ერთი კი არა მილიონში 100 კაცი იყოს ეგეთი. დეიდო მაროიამას გაუმართლა იმაში რომ იქ მუშაობდა და გამოიყენა შესაძლებლობები რაც მას მიეცა. მაგრამ ბევრი ვისაც არ ეძლევა ეს შესაძლებლობები. ნორმალური კინო რატომ ვერ გადავიღეთ ბოლო 15 წლის განმავლობაში? რატომ არ იყო ნიჭიერი არავინ ? დახმარება და სოლიდარობა ყველას ესაჭიროება ჰაერივით. მე ეკონომიკაზე და საქართველოს პოლიტიკურ წინსვლაზე არ ვწუწუნებ. მე იმას ვამბობ რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ხალხი ნებისმიერ დროს გაჭირვებაა თუ ლხინი.
ხოდა ბატონო გუჯა თქვენ სიტყვაზე თუ მოახერხებთ იმას რომ ერთი მოსწავლე აიყვანოთ ფულის გარეშე უდიდეს საქმეს და სტიმულს მისცემთ ბავშვებს.
შეიძლება სიტყვაზე რომ გამოცხადდეს ძალიან პატარა კონკურსი იმის თაობაზე თუ ვის აიყვანთ. მოიტანონ ფოტო მოთხრობები ვისაც სურვილი ექნება თემა თავისუფალი რომ იყოს. და თავად აარჩევთ თქვენ ვისაც ჩათვლით ნიჭიერად მე გენდობით პირადად. მანდ კიდევ დარწმუნებული ვარ ჩაწყობები ვერ გამოვა იმიტომ რომ მოტივაცია არ არის ჩაწყობის: ) პირველ რიგში თქვენი მხრიდან.
TATI
ლევან,
ის რომ დახმარება გინდა ნიჭიერი ადამიანის ძალიან კეთილშობილური სურვილია შენი მხრიდან, მაგრამ იმ ხალხის გაკრიტიკებით ვისაც სამი კამერა (ფოტოაპარატს ფოტოგრაფიულ ენაზე კამერა ჰქვია) აქვს გადაკიდებული შენდამი ჩემ (და ალბათ არამარტო ჩემ) კეთილგანწყობას ძირს უთხრი. არასწორია ეგ.
Levan Sikharulidze
TATI,


ანუ შენს კეთილგნწყობას ჩემდამი მე ვუთხრით ამით ძიიირს?
ხუმრობ ალბათ რადგან არც თუ ისე სერიოზულად Vთქვი ეგ უბრალოდ გეგას ვუპსუხე მეგობრულად....

და ჩემს კეთილშობილურ საქმიანობაზე არ არის აქ ლაპარაკი : )

ვაბშე ვერ გავიგე რას გულისხმობ...
GeGa Chumburidze
QUOTE
ეგეთი ადამიანი არის მილიონში ერთი. ჩვენ ხომ შეგვიძლია რომ მილიონში ერთი კი არა მილიონში 100 კაცი იყოს ეგეთი


ზუსტად მილიონში ერთი უნდა იყოს მასეთი ხოლო შენ როგორსაც ამბობ ისეთი მილიონში 100 !.

QUOTE
ხოდა ბატონო გუჯა თქვენ სიტყვაზე თუ მოახერხებთ იმას რომ ერთი მოსწავლე აიყვანოთ ფულის გარეშე უდიდეს საქმეს და სტიმულს მისცემთ ბავშვებს.
შეიძლება სიტყვაზე რომ გამოცხადდეს ძალიან პატარა კონკურსი იმის თაობაზე თუ ვის აიყვანთ. მოიტანონ ფოტო მოთხრობები ვისაც სურვილი ექნება თემა თავისუფალი რომ იყოს. და თავად აარჩევთ თქვენ ვისაც ჩათვლით ნიჭიერად მე გენდობით პირადად. მანდ კიდევ დარწმუნებული ვარ ჩაწყობები ვერ გამოვა იმიტომ რომ მოტივაცია არ არის ჩაწყობის: ) პირველ რიგში თქვენი მხრიდან


აი ეს არის ის რაც მე ვთქვი ზემოთ და ეს დიდად განსხვავდება რასაც შენ ამბობ იმისგან.

ხოლო რომა მითხარი სამი კამერა გაქვსო და ფირის გარდა არ ეკარებიო არაფერსაო ძაან კარგად იცი რომ არცერთი არ გამჩენია ჰაერიდან არც ის კამერა და არც ის ფირები (არ გამიბაზრო lol.gif ) ხომ იცი? ხოდა ლიჟბი რეჩი დაარტყა ნუ ამბობ მასე!
David Talakhadze
გამოფენის გაკეთებაში ჯობია დახმარება. უცხოეთში გაშვება რაღაც არარეალურად მეჩვენება.
Levan Sikharulidze
GeGa Chumburidze,

კარგად იცი რომ შენს აპარატებზე ვიხუმრე ხოდა შენ წერ იმიტომ რომ უბრლოდ რეჩი დაბრეხვო....
მერე მეორე ამ სტატისტიკაზე ნუ მედავები მილიონში მილიონივე შეიძლება გენიოსი იყოს გამორიცხული არაფერია....
მე უბრალოდ სტატისტიკა მოვიყვანე, შესაძლებლობები და ნიჭი კი არ გავზომე...

ხოდა ეს ვრიანტი რც ბტონმა გუჯამ თქვა ძალიან მაგარია...
იმის მაგივრად მე რომ მედავებოდეთ უაზროდ რაღაც ცდომილებებზე ამს უნდა ვზეიმობდეთ მგონი.
Anna Sulaberidze
Levan Sikharulidze

Art depends on luck an talent..



რას იზავ ასეთი დამოკიდებულებაა არამარტო ამ ქვეყანაში და არამარტო დღეს.სუ ასე იყო..

და ცხოვრობდნენ როგორღაც.მეც ბევრი რამე მინდა და ვეცდები მივაღწიო და ისიც ვიცი რო არცერთი კეთილი ბიძია არ გამომიჩნდება არასდროს

შენს პრობლემებს მიხედე სანამ ხალხი გადაიმტერე lol.gif

კის შენ:
Guja
ლევან, არ იქნება ჩემი მხრიდან ლამაზი, მაგრამ მაინც ვიტყვი თუმცა ყველა მხრიდან მიფუჭდება საქმე sad.gif

ბოკე პირადად მე იმისტვის მინდოდა სანამ გავაკეთებდით, რომ ბავსვებისთვის გვესწავლებიათ რამე და ფოტოგრაფია შეგვეყვარებია მათთვის. ნიჭი სანთელის არ იყოს თავის გზას გაიკაფავს.
არ მყოლია სემინარებზე ჯგუფი სადაც 1 კაცს ან დიდი შეღავატი ან საერთოდ ფულის გარეშე არ ესწავლოს. ზოგი არ რჩებოდა მაინც ერიდებოდა, მე კი მწყინდა ეს. გარდა სემინარებისა ჩემთნ უამრავითქვა არ ვიტყვი, მაგრამ ბევრი ახალგაზრდა დადის და მეცადინეობს საფასურის გარეშე.
განსაკუთრებულ ყურადღბას ვაქცევ იმათ ვისაც სწავლა წყურია და მიუხედავად იმისა რომ ტექნიკა არ აქვს მაინც ცდილობს და მინდა გითხრათ ძალიანაც კარგად სწავლობენ ასეთები. აცადეთ ცოტა, გამოჩნდებიან ბოკეზეც, სხვა და სხვა ჯურნალ გაზეთბშიც. მონდომებაა მთვარი, ჩემთვის ფული არასდროს არ ყოფილა ოდნავ მაინც მნიშვნელოვანი, არც იქნება. ერთი და კონკურსი კიარა მასეთ ხალხს იქეთ ვეძებ, რომ რაღაც ვასწავლო კარი გაუღო და მერე თვითონ მთებს გადადგამენ.
ასე რომ ეგ პრობლემა არ არის, აგერ ვარ და სანამ ცოცხალი ვიქნები კი ვაკეთბ მაგ საქმეს.


TATI
ლევან ცუდი არაფერი მითქვამს (პრინციპში არც კარგი :P ) რაც დავწერე ის ვიგულისხმე სხვა ქვეტექსტი არ ყოფილა.

მე ხომ არ ვიცი აქ ვინ ვის იცნობს და ვინ ვის ეხუმრება. მე უბრალოდ ფორუმზე თემა წავიკითხე სადაც ფრაზა არ მომეწონა, რომელიც სხვის პმ-ში კი არ ამოვიკითხე არამედ საერთო, ყველასათვის მისაწვდომ თემაში ვნახე ამიტომ ჩემი მხრიდან ამ ფრაზის უტაქტობაზე და არამართებულობაზე გამოვთქვი აზრი.

ხვდები რასაც ვამბობ?

უფრო კონკრეტულად გეტყვი ... ზოგს მართლა გვაქვს აქ გადაკიდებული სამ-სამი კამერა და ყველასთვის წასაკითხად მისაწვდომ თემაში ასეთი პოსტით შესაძლოა ჩვენი (რბილად რომ ვთქვათ) წყენინება.

QUOTE
ვაბშე ვერ გავიგე რას გულისხმობ...

ალბათ მიმიხვდი ახლა.
Levan Sikharulidze
TATI,


მაშინაც მიგიხვდი პრინციპში უბრალოდ არ მეგონა ასე სერიოზულად თუ იღებდი ...

მართალი ხარ თათი უხეშად მომივიდა ზოგად ვერ გავთვალე რომ სხვასაც შეიძLებოდა მიეღო საკუთარ თავზე.
ბოდიში.
Levan Sikharulidze
Guja,

ეგ არ ვიცოდი ბატონო გუჯა.დაგიფასდებათ!!!
ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ და სასიხარულო უნდა იყოს ეგ ჩვენთვის!

Guja
რ ინერვიულო ლევან არაფერზე შენ
აქ ვინაც რა დაწერა ყველა მართლია
კატასტროფა არ ხდება, ყველა დროში და ყველა ერს ანალოგიური პრობლემა აქ
ეს კაცობრიობის პრობლემაა და ალბათ ბუნებრივი გადარჩევა გადარცენის პირობებში იბადება და ვლინდება ჭეშმარიტი ნიჭი, იქმნება შედევრები.

ახლა ანალოგიურად შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე თუ რამდენი აინშტაინი ჩააკლეს აბორტების დროს, იმაზე რამდენი საერთოდ ვერ დაიბაიდა იმის გამო რომ ახალგაზარდა ბიჭები ომში დაიხოცენ და შთამომავლობა არ დაუტოვებიათ და ა.შ.

მე მესმის შენი წუხილი, მესმი რისი თქმაც გინდოდა და რაც გამოძრავებდა
კარგია ეგ ძალიან. ღმერთმა დაგვიფაროს გულგრილობისგან, მაგრამ უფრო გლობალურად თუ შევხედავთ თნ უკან გავიხედავთ ეგ პრობლემა სულ იყო და ალბათ სულ იქნება.
აი დანამდვილებით მე პირადად ვერ ვიტყვი საშინელებაა ეგ თუ არა. მართლა ვერ ვიტყვი, რადგან ნამეტანი ეჭვი მეპარება იმაში, რომ ნიკალა ფუფუნებაში შეძლებდა თავის შედევრების შექმნას. მარტო ნიკალა? აბა გადახედეთ გენიოსებს ხელოვნებიდან?

ახლა კი მართლა ამოიწურა ეს თემა ვგონებ და თქვენის ნებართვით მივხურავ.
არ ინერვიულოთ, სანთელ საკმეველი თავის გზას გაიკვლევს და იქ დაიდებს ბინას სადაც უფალი მიუთითებს.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.