IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> პროგრამები ქართულად
ჩვენ ვართ მოხალისეთა არაკომერციული გაერთიანება. ჩვენი ძირითადი მიზანია თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქართული ენის სრულფასოვანი დანერგვა და ღია კოდების პრაგრამული უზრუნველყოფის თარგმნა. ჩვენ გაქართულების 20-წლიანი გამოცდილება გვაქვს.
გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ პროგრამების გაქართულებაში, ახალი პროგრამებისა და ტერმინოლოგიის შექმნასა და შემუშავებაში.
შეგიძლიათ ჩაერთოთ არსებულ პროექტებში, შემოგვთავაზოთ, განათავსოთ და გაუძღვეთ საკუთარ პროექტებს.
ყველა პროგრამა და კომპონენტი უფასოა და არ მოითხოვს არავითარ ლიცენზიას, ყველა პროექტი ღიაა და ყველა პროგრამა იწერება მოხალისეების მიერ.
შეიძლება სფერო დავყო ორ ნაწილად:
პირველი: 2 ძირითადი სამუშაო გარემო რომელიც განკუთვნილია ცალკე ოპერაციული სისტემის, ნუ, ალბათ გაგიგიათ "ლინუქსი" (აი გუჯას რომ აქვს აი ის). ამ გარემოებს აქვს თავისი პროგრამები რომლებიც პრინციპში ნათარგმნია, მაგრამ გრაფიკულ პროგრამებში ძირითადი ნაწილი როგორც "დაუზუსტებელი", "fuzzy" არის.
მეორე: ცალკეული გრაფიკული პროგრამები, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა სისტემებისათვის. მაგალითად GIMP: http://www.gimp.org
პროგრამებში გვხვდება ძალიან ბევრი გრაფიკული ტერმინი, რომლებიც კარგ განხილვას/გადახედვას საჭიროებენ.
Aperture, Focal, Exposure, Flash, Median, Thumbnail, Gamut, Solarize, Sheartool, Curves, Blur, Emboss... ათასობით რამე შეიძლება იყოს
ვა მლადში, სოფო და შოთა მეუბნებოდა ამასწინათ ბევრი რამე გვაქ ბოკეზე გასაქართულებელიო და ჟორჟიკა სად არისო. შენი უნდა დაგვეხმარო მაგ საქმეში
ისე ხალხო დავაი ამოუდგეთ ამ პროექტს მხარში. კარგი იქნება ბავშვებს თუ ქართულად ექნებათ ყველაფერი თAნ მე აღAრ ვიჩალიჩებ ქართული შრიფტით წერეთთქო
არადა მე პირადად ჰელპებს თუ მოუთარგმნით ბოვშებს თავიდან ძაან მოხარული ვიქნები. კი მესმის რომ ასე მეტი საშრომი იქნება მარა მაინც
როდესღაც ხომ უნდა მოისპოს ქურდობა კაცო. აქ ვიღAცას ფოტოს სადმე ნახავენ თან სულაც არ არის შედევრი და საავტორო უფლებები ირღვევაო და ამასობაში დღისით მზისით ვქურდობთ ურცხვად. ვერ არის კაი საქმე. მე თუ მკითხავთ თუ ყიდვის საშუალება არ არის მაშინ ოპენ სურსი გამოსავალია, თან ძაან კარგი გამოსავალი.