Help - Search - Member List - Calendar
Full Version: პროგრამები ქართულად
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო > ითხოვე დახმარება კლუბისგან
GioMac
ე.ი. რა ხდება ახლა smile.gif

ციტატა:
QUOTE
ჩვენ ვართ მოხალისეთა არაკომერციული გაერთიანება. ჩვენი ძირითადი მიზანია თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქართული ენის სრულფასოვანი დანერგვა და ღია კოდების პრაგრამული უზრუნველყოფის თარგმნა. ჩვენ გაქართულების 20-წლიანი გამოცდილება გვაქვს.

გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ პროგრამების გაქართულებაში, ახალი პროგრამებისა და ტერმინოლოგიის შექმნასა და შემუშავებაში.

შეგიძლიათ ჩაერთოთ არსებულ პროექტებში, შემოგვთავაზოთ, განათავსოთ და გაუძღვეთ საკუთარ პროექტებს.


ყველა პროგრამა და კომპონენტი უფასოა და არ მოითხოვს არავითარ ლიცენზიას, ყველა პროექტი ღიაა და ყველა პროგრამა იწერება მოხალისეების მიერ.

შეიძლება სფერო დავყო ორ ნაწილად:

პირველი:
2 ძირითადი სამუშაო გარემო რომელიც განკუთვნილია ცალკე ოპერაციული სისტემის, ნუ, ალბათ გაგიგიათ "ლინუქსი" (აი გუჯას რომ აქვს აი ის). ამ გარემოებს აქვს თავისი პროგრამები რომლებიც პრინციპში ნათარგმნია, მაგრამ გრაფიკულ პროგრამებში ძირითადი ნაწილი როგორც "დაუზუსტებელი", "fuzzy" არის.

მეორე:
ცალკეული გრაფიკული პროგრამები, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა სისტემებისათვის. მაგალითად GIMP: http://www.gimp.org

user posted image












პროგრამებში გვხვდება ძალიან ბევრი გრაფიკული ტერმინი, რომლებიც კარგ განხილვას/გადახედვას საჭიროებენ.

Aperture, Focal, Exposure, Flash, Median, Thumbnail, Gamut, Solarize, Sheartool, Curves, Blur, Emboss...
ათასობით რამე შეიძლება იყოს smile.gif

ესეც GIMP-ის ნახევრად ქართული ვარიანტი.


user posted image




მინდა დავდო ეს ტერმინები და იქნებ როგორმე ვთარგმნოთ/განვიხილოთ ერთად.
ტერმინოლოგიის ბაზაც ხელმისაწვდომი იქნება ღია სახით smile.gif
© საავტორო უფლებები დაცულია, პროექტში სახელები მითითებული იქნება smile.gif
be_qa
GioMac,
photoshop-ზე ვერა?
GioMac
be_qa,
ეგ დახურული და თანაც ფასიანი პროექტია, მაგას თუ გააკეთებს ვინმე, მაშინ პირატული გზით უნდა გაკეთდეს, ეს კიდევ ბევრ რამეს საჭიროებს.
Adobe თავისი სურვილით ქართულ ვარიანტს არ გააკეთებს 2 მიზეზის გამო:
1. ქართულ ფოტოშოპს არავინ იყიდის
2. აქ ფოტოშოპს არავინ იყიდის და შესაბამისად არ უღირს

Photoshop თავიანთია, ფასიანია, ეს კიდევ უფასო და ღია პროგრამებია. მაგალითად ACDsee რომ მოგცენ ქართულად იგივე ვარიანტი იქნება. ძალიან კარგი საქმეა თუ მომეხმარებით, უფრო სწორად ამით ყველას ეხმარებით, საკუთარ თავსაც. ეს პროგრამები 1-2 წელიწადში ქართველი მომხმარებლების 30%-ს დაიკავებს თუ მეტს არა და სკოლების 100%-ს (სკოლებში ლინუქსებია).
be_qa
QUOTE
სკოლებში ლინუქსებია.

რომელ სკოლაში ნახე ლინუქსი blink.gif
GioMac
be_qa,
ყველაში არის smile.gif
და ყველა ახალ კომპიუტერზე:

http://www.dlf.ge/ge/development/soft/?id=468

შეხვედრის შემდეგ მოხდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება: ”ირმის ნახტომის” ფარგლებში სკოლებისთვის შეძენილ კომპიუტერებზე ღია კოდზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა დაინერგება.

უშუალოდ განათლების სამინისტროსთან და ირმის ნახტომთან კავშირი აღარ მაქვს ლამაზ-ლამაზი რაღაცეების გამო, მაგრამ არც მათი უშუალო საქმე არ არის იქნება რამე ქართულად თუ არა - ეს ღია, საერთაშორისო პროექტებია.
Guja
GioMac,

ვა მლადში, სოფო და შოთა მეუბნებოდა ამასწინათ ბევრი რამე გვაქ ბოკეზე გასაქართულებელიო და
ჟორჟიკა სად არისო. შენი უნდა დაგვეხმარო მაგ საქმეში

ისე ხალხო დავაი ამოუდგეთ ამ პროექტს მხარში. კარგი იქნება ბავშვებს თუ ქართულად ექნებათ ყველაფერი
თAნ მე აღAრ ვიჩალიჩებ ქართული შრიფტით წერეთთქო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

არადა მე პირადად ჰელპებს თუ მოუთარგმნით ბოვშებს თავიდან ძაან მოხარული ვიქნები. კი მესმის რომ ასე მეტი საშრომი იქნება მარა მაინც

როდესღაც ხომ უნდა მოისპოს ქურდობა კაცო. აქ ვიღAცას ფოტოს სადმე ნახავენ თან სულაც არ არის შედევრი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
და საავტორო უფლებები ირღვევაო და ამასობაში დღისით მზისით ვქურდობთ ურცხვად. ვერ არის კაი საქმე.
მე თუ მკითხავთ თუ ყიდვის საშუალება არ არის მაშინ ოპენ სურსი გამოსავალია, თან ძაან კარგი გამოსავალი.


GioMac
აი კიდევ ერთი "გაქართულებული" პროგრამა (პინკ ფლოიდის ფანებს მოკითხვა smile_116.gif ):

user posted image

Added @ [mergetime]1155408295[/mergetime]
Guja,
QUOTE
ვა მლადში, სოფო და შოთა მეუბნებოდა ამასწინათ ბევრი რამე გვაქ ბოკეზე გასაქართულებელიო და
ჟორჟიკა სად არისო. შენი უნდა დაგვეხმარო მაგ საქმეში

ტერმინოლოგია და ლექსიკონი მაქვს 300000 სიტყვა cool.gif

საშვილთაშვილო საქმეა smile.gif

სხვათაშორის, ქართული გუნდი მუშაობით წელს პირველ ადგილზეა სიჩქარით, მაგრამ ხარისხით ჯერ ვერა. smile.gif

უბრალოდ ტერმინებს დავდებ და შემოიხედეთ ხოლმე, უცებ 1232 ცალს ნამდვილად არ დავდებ.

აი მელაკუდაც:


user posted image
be_qa
GioMac,
კარგიაsmile.gif
GioMac
be_qa,
ძალიან! smile.gif

აი კიდევ, ეს დაუსრულებელია ამ ტერმინების გამო:

user posted image
GioMac
მოკლედ, ნელანელა დავყრი ტერმინებს:

Background - ფონი
Foreground
Hue - ტონი (Tone - ტონი)
Saturation - ინტენსივობა
Desaturate
Opacity
Pattern - შაბლონი
Preview - ესკიზი
Postprocessing
Chrominance
Deblocking
Dering
Luminance - ილუმინაცია
Alpha - ალფა/გამჭვირვალობა
Interpolation
Deinterlace
Palette
Paths
Curves - წირები
Curved - წირული
Intersect
Spikes
Aspect
Aspect Ratio
Colormap
Picture - სურათი
Image - გამოსახულება
POV-Ray
Canvas
Crop
Merge - გაერთიანება
Grayscale
Flipping
Quick Mask
Shadow Mask
Unsharp Mask
Sharpness
Blur
Smooth
Stroke
Path Tool
Selection
Guide
Dissolve
Multiply
Overlay
Screen
Dodge
Film
Grain - მარცვალი
Noise - ხმაური
Crosshair Mouse Cursor
Miter
Bevel
Butt
Blend
Render
px (pixels)
pica (ერთეული)
Dithering
Antialiasing
Magda Darbaidze
Crop - კადრირებას არ ნიშნავს?
GioMac
magdalina,
დიდი მადლობა, ეგაა. მომაწოდეს ვარიანტები: ამოჭრა, გამოჭრა, მაგრამ აშკარად არცერთი არ ვარგა.
Auto-crop - ავტო-კადრირება

GioMac
http://www.gia.ge/dormidon/main.php?root=434

GIMP-ის ფაილები დავდე. ახლა ნებისმიერს შეუძლია პირდაპირ ვებგვერდზე რედაქტირება და თავისი თარგმანის შემოთავაზება rolleyes.gif
be_qa
Opacity- გამჭირვალობა, გამჭირვალეობა
Paths-არხი

თვითონ მასკის აღნიშვნა ვერ ვნახე, ალბათ როგორც "შრე" ესე უნდა აღინიშნოს.
Quick Mask
Shadow Mask
Unsharp Mask
px (pixels)-პიქსელი (საზომი ერთეულია და სახელის შეცვლა არ შეიძლებაsmile.gif )
Blend-ფერმკრთალობა
Photo_amateur
წითლად გავაფერადე, რაც მგონია, რომ შეცდომაა..

Background - ფონი, უკანა ხედი
Foreground - წინა ხედი
Hue - ფერის ტონი (Tone - ტონი)
Saturation - ინტენსივობა
Opacity- დაბურული (გაუმჭვირვალეობა), ქართულად რთულია პირდაპირ თარგმნო, როგორც არსებითი სახელი, კონტექსტის მიხედვით რაიმეს მოფიქრება შEიძლება
Pattern - შაბლონი, ფორმა, ნიმუში (კონტექსტიდან გამომდინარე)
Preview - ესკიზი, ნახვა, ხილვა
Interpolation - ინტერპოლაცია (ამის ქართული შესატყვისი... რავი, რთულია ალბათ მოიძებნოს)
Palette - პალიტრა (გააჩნია კონტექსტს)
Intersect - გადაკვეთა
Image - გამოსახულება, სურათი
Canvas - ტილო (გააჩნია კონტექსტს)
Crop - კადრირება
Sharpness - სიმკვეთრე
Blur - გაბუნდოვანება (არის თურმე ეგეთი სიტყვაც, ლექსიკონში ვნახე smile_116.gif)
Selection - შEრჩევა
Guide - მეგზური, გაძღოლა
Dissolve - გახსნა (მაგ. შაქარი რომ გახსნა წყალში smile.gif )
Multiply - გამრავლება
Overlay - გადაფარება
Screen - ეკრანი
Film - ფირი, ფილმი (კონტექსტი?)
Butt - ეგეთი რამე წერია სადმე? blink.gif
Blend - შერევა
px (pixels) - პიქსელი
GioMac
be_qa,
დიდი მადლობა smile.gif

QUOTE
Opacity- გამჭირვალობა, გამჭირვალეობა

მთლად ასე არ არის, იმიტომ რომ Transparency არის გამჭვირვალობა, "გაუმჭვირვალობა" ხომ არ ავიღოთ, რას ფიქრობთ? unsure.gif
mask ნიღაბია smile.gif

QUOTE
Paths-არხი

არხი არის channel, არ უნდა აგვერიოს ხოლმე, მე ვიფიქრე "გეზი" დავწერო მეთქი, მაგრამ ეგეცც თითქოს არ ჯდება კარგად sad.gif

Photo_amateur,
აი საღოლ! cool.gif
ახლა გავდივარ, მოვალ და კიდევ გადავხედავ smile.gif
Nino Tabutsadze
წინა ხედი და უკანა ხედი რა უბედურებააbiggrin.gif
ბლარი გადღაბნაა თუ გადღლაბნა მემგონი, რავი ფოტოგრაფები გადღაბნილს ეძახიან, ერთხელ ვიღაცამ გამაზვაოbiggrin.gif
dissolve შეიძლება გაზავება/შეზავებაც იყოს
huh.gif ალბათ კაია, მაგრამ მე არ მომწონს ეს საქმეsad.gif ვინც ინგლისური არ იცის კიდე ხო, მაგრამ მე ქართული ვარიანტი რომ მოგეცა 80% სანამ კალკს არ ვთარგმნიდი ვერ მივხვდებოდიsad.gif რავიცი რავიცი

და კიდე მემგონი ზოგი ტერმინი რაც არანაირად არ ითარგმნება, შეიძლება დარჩეს როგორცაა smile.gif
TABASCO
Background - ფონი
Foreground - წინა ხედი / წინა პლანი
Hue - ტონი (Tone - ტონი)
Saturation - სიხასხასე
Desaturate - გაფერმკრთალება
Opacity - გაუმჭვირვალობა
Pattern - თარგი (გენიალური ქართული სიტყვა გვაქვს)
Preview - ესკიზი
Postprocessing - საბოლოო დამუშავება / დამაგვირგვინებელი დამუშავება
Chrominance
Deblocking
Dering
Luminance - სიკაშკაშე
Alpha - ალფა/გამჭვირვალობა
Interpolation - ინტერპოლაცია (არ აგვერიოს ინტერ-პოლუციაში) smile.gif
Deinterlace - გამოხლართვა (გამომდინარე იქიდან, რომ interlace გადახლართვას ნიშნავს :-)
Palette - პალიტრა / ფერთა გამა
Paths
Curves - წირები
Curved - წირული
Intersect - გადაკვეთა
Spikes
Aspect
Aspect Ratio - მხარეთა შეფარდება / პროპორცია / ურთიერთდამოკიდებულება (ratio ასევე შეიძლება ნიშნავდეს „კოეფიცინეტ“-ს, მაგალითად „შეკუმშვის კოეფიციენტი“).
Colormap
Picture - სურათი
Image - გამოსახულება
POV-Ray
Canvas - ტილო
Crop - ამოჭრა / ამონაჭერი (კადრირება თუ არ ვცდები, „კალკია“ რუსულიდან)
Merge - გაერთიანება / შერწყმა
Grayscale - რუხი შკალა
Flipping
Quick Mask - ? ნიღაბი
Shadow Mask - ჩრდილოვანი ნიღაბი / ჩრდილის ნიღაბი
Unsharp Mask - ? ნიღაბი
Sharpness - სიმკვეთრე
Blur - დაბურვა / დაბურული
Smooth
Stroke - შტრიხი
Path Tool - ? ხელსაწყო
Selection
Guide
Dissolve - გახსნა / გაჟღენთვა
Multiply
Overlay - ზედა შრე
Screen - ეკრანი / გაშუქება
Dodge
Film - ფირი / აბკი
Grain - მარცვალი
Noise - ხმაური
Crosshair Mouse Cursor
Miter
Bevel
Butt
Blend - შეზავება (გადასვლა ერთი ფერიდან მეორეზე)
Render
px (pixels) - პიქსელი
pica (ერთეული) - პიკა (ობსეტური ტერმინია და ვგონებ იგივე რჩება)
Dithering - დიზერინგი (ფსევდო-შეზავება) ტექნიკური ტერმინია და ბევრ ენაში არ ითარგმნება
Antialiasing
GioMac
Photo_amateur,
[quote]Canvas - ტილო (გააჩნია კონტექსტს)[/quote]
Resize Canvas - ეგ არის

[quote]Blur - გაბუნდოვანება (არის თურმე ეგეთი სიტყვაც, ლექსიკონში ვნახე )[/quote]
ძალიან კარგი, ვხედავ არ შევმცდარვარ კონსულტაციაზე რომ შემოვიჭყიტე smile.gif

[quote]Selection - შEრჩევა[/quote]
კონტექსტი: Resize Selection, Selection Area

[quote]Guide - მეგზური, გაძღოლა[/quote]
Page Guides
ლურჯი მინდორის გაკეთება რომ შეიძლება ფოტოშოპში ეგაა, მინდორი დავარქვა? unsure.gif

[quote]Overlay - გადაფარება[/quote]
არის ასეთი ვერსია - ზედდება, overlay mode - ზედდების რეჟიმი

[quote]Film - ფირი, ფილმი (კონტექსტი?)[/quote]
კი, ეგაა. Film Grain - ფირის მარცვალი

[quote]Butt - ეგეთი რამე წერია სადმე? [/quote]
ჰო, აი ეგ ვერ გავიგეთ ohmy.gif

[quote]Blend - შერევა[/quote]
Blending Options - შერევის პარამეტრები? unsure.gif

TABASCO,
უაი დედა blink.gif

[quote]Saturation - სიხასხასე
Desaturate - გაფერმკრთალება[/quote]
სიხასხასე არ ვიცი, აი გაფერმკრთალება მომწონს პირადად

[quote]Pattern - თარგი (გენიალური ქართული სიტყვა გვაქვს)[/quote]
და ენა smile_116.gif

[quote]Luminance - სიკაშკაშე[/quote]
არა, ეგ Brightness არის

[quote]Blend - შეზავება (გადასვლა ერთი ფერიდან მეორეზე)[/quote]
ესეც კარგად ჯდება, მარა აი დიზერინგს ნამდვილად ვერ დავწერ, მრცხვენია unsure.gif


Nino Tabutsadze,
ჰო, წინა ხედი არ გამოვა Foreground, რადგან Foreground Color წინა ხედის ფერივ ერ იქნება და Front View-ც არსებობს smile.gif


მოკლედ, ბევრი კარგი რამ გაკეთდა უკვე smile_116.gif
be_qa
QUOTE
მე ვიფიქრე "გეზი" დავწერო მეთქი, მაგრამ ეგეცც თითქოს არ ჯდება კარგად

Path Tool - - გეზის ხელსაწყო? აბსურდულია ცოტა biggrin.gif , ცალკეულ ფორამაში არაუშავს მარა ამასთან ერთად unsure.gif

QUOTE
Page Guides
ლურჯი მინდორის გაკეთება რომ შეიძლება ფოტოშოპში ეგაა, მინდორი დავარქვა?

არა სხვა რამ ჯობია.

QUOTE
Blending Options - შერევის პარამეტრები?


არაა ეს მარტო შერევა და ამას უფრო მეტი დატვირთვა აქვს ... სხვა რამ ჯობია

Quick Mask -სწრაფი ნიღაბი unsure.gif
Colormap-ფერთა შკალა
Smooth-დაბინდვა(biggrin.gif)
Selection-მონიშნული მონაკვეთი(მონაკვეთი უფრო ალბათ)
Render- რენდერი( რა უჭირს ვითომ?)

და კიდევ რომელიმე პოსტში მთლიანად დაპოსტე და ჩასწორება მოახდინე ხოლმე იმ სიტყვის რომელიც აირჩევა ტყუილად რომ არ ვიწვალოთsmile.gif
Photo_amateur
[quote]Canvas - ტილო (გააჩნია კონტექსტს)[/quote
Resize Canvas - ეგ არის
მგონი, ტილო რომ იყოს არა უშავს


[quoteBlur - გაბუნდოვანება  - კი არის ესეთი სიტყვა ლექსიკონში, მაგრამ მე პირადად რაღაც არ მომქონს. ტაბასკოს შემოთავაზება კარგია. ოღონდ, დაბურვა სხვანაირი ეფექტიც არის, მაგრამ ალბათ უფრო დაბურვა სჯობს გაბუნდოვანებას.

[quote]Selection - შEრჩევა[/quote
კონტექსტი: Resize Selection, Selection Area

მონიშვნა/მონიშნული ადგილი, ალბათ ესე უკეთესია

Page Guides - სამწუხაროდ ვერაფერი მოვიფიქრე, კიდე ვიფიქრებ აბა. იქნებ ვინმემ მოუგონოს კარგი შEსატყვისი?

quote]Overlay - გადაფარება[/quote
არის ასეთი ვერსია - ზედდება, overlay mode - ზედდების რეჟიმი
ზედდება მგონი უკეთესია, უბრალოდ არ ვიცი გამართული ქართულია თუ არა smile.gif მაგრამ აშკარად უკეთ ჟღეს ამგვარი ტერმინისთვის.

[quoteBlend - შეზავება , მგონის სჯობს ეს გამოიყენო.

quote]Luminance - სიკაშკაშე[/quote - brightness-ზეც შEგიძლია თქვა სიკაშკაშე, მაგრამ Luminance არის, როცა ძალიან ბრწყინავს, bright კიდე ნათელს ნიშნავს უფრო...


foreground- წინა პლანი/წინა ხედი, სხვა შესატყვისი არ აქვს ქართულად
foreground color - ხო, ამას სჭირდება შEსატყვისის მოძებნა..ვიფიქრებ მაგაზეც smile_116.gif

Smooth-დაბინდვა - ესეც სხვა არის მოსაფიქრებელი. (დარბილება, მოგლუვება (ესეც ლექსიკონიდან, მარა არ მომწონს რაღაც ეს სიტყვა), გაშალაშინება არამგონია აქ გამოგადგეს...)
Guja
აი ყოჩაღ თქვენ!
ხოოო და ვინც ბევრს იმუშავებს ლიმიტით დაჯილდოვდება პირადად ჩემდან smile_116.gif
Iki Bazadze
Guja მართლა? rolleyes.gif smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif
GioMac
Photo_amateur,
ჰო, აი ჩვენი გუნდიც რომ მაგაზე "გაიჭედა" მერე გადავწყვიტე საქმესთან ახლო ხალხს გავესაუბრები მეთქი smile.gif

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი რამ. საბოლოო ჯამში ტერმინები ფართო მასშტაბში გავრცელდება და დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ტერმინები დამკვიდრდება ნამდვილად და ამ ენაზე ისაუბრებს 5-6 წლის შემდეგ ახალგაზრდობა. თითქოს არაფერი გავლენა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ რეალურად ასეა პირადი გამოცდილებიდან. დიდ საქმეს ვაკეთებთ.

შევეცდები სპეციალურად ამისთვის მოვაწყო პრეზენტაცია/შეხვედრა სადმე სპეციალურად ბოკელებისთვის და ამ ტერმინებისთვის. + პროგრამბსაც განახებთ, ბევრი ძალიან საინტერესო რამ არსებობს smile.gif
Photo_amateur
GioMac,
საჭიროა, რომ ერთად შეყარო ქართული ენის მცოდნე და იმ პროგრამებში გათვითცნობიერებული ხალხი. smile.gif სიმართლე გითხრა, მე არც ერთი ვარ და არც მეორე, მარა ქართულ ენაში კიდე შემიძლია რაღაც წაგეხმაროთ biggrin.gif
Guja
საერთოდ, გრაფიკული პროგრამების ტერმინოლოგია არის მბეჭდავების ტერმინოლოგია და ძველი მბეჭდავები არის მოსაძებნი ვისაც ჯერ კიდე ახსოვს, მარა ეჭვი მაქ მაგენი რუსულათ იქნებიენ "განათლებულები"

TABASCO
Photo_amateur,
მე კიდევ Blur-თან დაკავშირებით შენი ტერმინი უფრო მომწონს :-) დაბურვა უფრო ჩამობნელებას ნიშნავს.

GioMac,
დიზერინგის ნუ გრცხვნია, იმიტომ რომ მართლა არსებობს ეგ ტერმინი ყველა ენაში7 გერმანული, რუსული და ა.შ. მაშინ სანტიმეტრი და კილოგრამიც უნდა ვთარგმნოთ, ან კიდევ სკანირება.

ასე რომ რენდერი, სკანირება, დიზერინგი - ასეთი ტიპის სიტყვები, ჩემის აზრით, დასაშვებია რომ არ ითარგმნოს!

Selection - ნიშნული <-- ამაზე რას იტყვით?
GioMac
TABASCO,
სკანირებაზე დაგეთანხმები, მაგრამ "დიზერინგი" ძალიან ცუდად გამოდის, მაგას მირჩევნია რამე ქართული სიტყვა მოვარგო ან კიდევ საერთოდ 0-დან ახალი შევქმნათ.

QUOTE
Selection - ნიშნული <-- ამაზე რას იტყვით?

Mark არის ნიშნული, მაგ selection-ს სხვა დატვირთვა აქვს, შეიძლება როგორც "არჩეული არე" ჩავსვა smile.gif
Selection = Selected Area


Photo_amateur,
Guja,
ზუსტად ეგრეა, მაგრამ ეგეთი ხალხის მოძებნა ძაილან ძნელია და ვინც არის იმის ნახევარი OpenSource-ის გაგონებაზე გარბის, უფასოდ რატომ უნდა ვთარგმნოო. აი ეგეთი ხალხი უნდა დაიჭირო და სულ ფასიან პროგრამებზე ამუშაო ვენახში. mad.gif

მგონი შეხვედრა კვირას დღისით იქნება, ხვალ მოველაპარაები ერთგან ამაზე ხალხს smile.gif
Added @ [mergetime]1155736817[/mergetime]
dither:

I

добавлять псевдослучайный сигнал (для уменьшения нежелательных эффектов процесса квантования)
II

размывать, сглаживать (контур изображения или форму аудиосигнала)
GioMac
მოკლედ, შეხვედრა/პრეზენტაცია იქნება (ვგეგმავ) კვირას, 27 აგვისტოს smile.gif

მიმოხილვაში მექნება ქართული პროგრამები, გარემო, ლოკალიზაციის პროცესი, გუნდის მუშაობის პრინციპი, მიზნები.
წარმოგიდგენთ იმ პროგრამებს რომლებიც მზადების პროცესშია. დღეს გადავთვალე და დაახლოებით 200 საინტერესო გრაფიკული პროგრამა იყო. თავისთავად მხოლოდ რამოდენიმე ხანმოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლები.

საკმაოდ საინტერესო რამ იქნება, ბევრი პირს დააღებს, ეს გარანტირებულია smile_116.gif

წინასწარ უნდა შემატყობინოთ თუ ვის შეუძლია მოსვლა. თუ ვინმე დაინტერესებული პიროვნება გყავთ ახლოს - შეგიძლიათ და სასურველიცაა წამოიყვანოთ.
Photo_amateur
27 აგვისტო? huh.gif 28 ორშაბათია და დასვენება.. მეც კი გავდივარ ქალაქიდან biggrin.gif სხვა თარიღი ხომ არ ჯობია?
GioMac
Photo_amateur,
ვიცი, მაგრამ შაბათ-კვირა უნდა იყოს, სხვა დროს მარტო 6-ის მერე შემიძლია და მაგ დროს ყველა სიკვდილამდე დაღლილი იქნება sad.gif
თუ არ გამოვა იქით კვირაშიც მოხერხდება smile.gif

ხვალ ქართული ოპენოფისი იქნება მზად smile_116.gif
GioMac
გადავდებ მომავლისთვის, ჯერ ხალხი ჩამოვიდეს rolleyes.gif
GioMac
სიახლეები:


ოფისი ქართულად

user posted image

user posted image

user posted image
Sopho Nadareishvili
GioMac,
ყოჩაღ თქვენ, კარგ საქმეს აკეთებთsmile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.