IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> პროგრამები ქართულად
ჩვენ ვართ მოხალისეთა არაკომერციული გაერთიანება. ჩვენი ძირითადი მიზანია თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქართული ენის სრულფასოვანი დანერგვა და ღია კოდების პრაგრამული უზრუნველყოფის თარგმნა. ჩვენ გაქართულების 20-წლიანი გამოცდილება გვაქვს.
გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ პროგრამების გაქართულებაში, ახალი პროგრამებისა და ტერმინოლოგიის შექმნასა და შემუშავებაში.
შეგიძლიათ ჩაერთოთ არსებულ პროექტებში, შემოგვთავაზოთ, განათავსოთ და გაუძღვეთ საკუთარ პროექტებს.
ყველა პროგრამა და კომპონენტი უფასოა და არ მოითხოვს არავითარ ლიცენზიას, ყველა პროექტი ღიაა და ყველა პროგრამა იწერება მოხალისეების მიერ.
შეიძლება სფერო დავყო ორ ნაწილად:
პირველი: 2 ძირითადი სამუშაო გარემო რომელიც განკუთვნილია ცალკე ოპერაციული სისტემის, ნუ, ალბათ გაგიგიათ "ლინუქსი" (აი გუჯას რომ აქვს აი ის). ამ გარემოებს აქვს თავისი პროგრამები რომლებიც პრინციპში ნათარგმნია, მაგრამ გრაფიკულ პროგრამებში ძირითადი ნაწილი როგორც "დაუზუსტებელი", "fuzzy" არის.
მეორე: ცალკეული გრაფიკული პროგრამები, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა სისტემებისათვის. მაგალითად GIMP: http://www.gimp.org
პროგრამებში გვხვდება ძალიან ბევრი გრაფიკული ტერმინი, რომლებიც კარგ განხილვას/გადახედვას საჭიროებენ.
Aperture, Focal, Exposure, Flash, Median, Thumbnail, Gamut, Solarize, Sheartool, Curves, Blur, Emboss... ათასობით რამე შეიძლება იყოს
be_qa, ეგ დახურული და თანაც ფასიანი პროექტია, მაგას თუ გააკეთებს ვინმე, მაშინ პირატული გზით უნდა გაკეთდეს, ეს კიდევ ბევრ რამეს საჭიროებს. Adobe თავისი სურვილით ქართულ ვარიანტს არ გააკეთებს 2 მიზეზის გამო: 1. ქართულ ფოტოშოპს არავინ იყიდის 2. აქ ფოტოშოპს არავინ იყიდის და შესაბამისად არ უღირს
Photoshop თავიანთია, ფასიანია, ეს კიდევ უფასო და ღია პროგრამებია. მაგალითად ACDsee რომ მოგცენ ქართულად იგივე ვარიანტი იქნება. ძალიან კარგი საქმეა თუ მომეხმარებით, უფრო სწორად ამით ყველას ეხმარებით, საკუთარ თავსაც. ეს პროგრამები 1-2 წელიწადში ქართველი მომხმარებლების 30%-ს დაიკავებს თუ მეტს არა და სკოლების 100%-ს (სკოლებში ლინუქსებია).