IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> რატომ ვიღებთ ხელში კამერას?
ფორუმში - "ციფრული ფოტოგრაფია" - "სტატია გაფრთხილება" ასე დავამთავრე:
"-მგონი ძალიან გავცდით თემას, მითუმეტეს რომ თემაც კი არ იყო. იყო მხოლოდ გაფრხილება ციფრული აპარათების მფლობელთათვის, რომ ბრმად არ შეეძინათ ფართეკუთხიანი ოპტიკა თავიანთი "სუპერ ბოლიდებისათვის". დამიჯერეთ ეს არ არის ბოღმიანი კაცის სარკაზმი - მე თქვენ ყველას დიდ პატივს გცემთ თქვენი აპარატებიანად. სამაგიეროდ ასევე მოვითხოვ თქვენგან პატივი სცეთ "უმცირესობის უფლებებს" რომ გვიყვარდეს ჩვენი უპრეტენზიო დისკრეტნიკები და არ გვეზარებოდეს ტრ....ის განძრევა to meter, to compose ... და ასე შემდეგ
ასე რომ რადგან თემა მე გავხსენი და როგორც ჩანს ასევე ჩემს გამო "გაოფტოპიკდა", თავს უფლებას მივცემ გავხსნა ახალი თემა სადაც შევეცდები: 1) პირველ რიგში მე თვითონ გავერკვე რატომ "ჩამოვრჩი ასე ცხოვრებას" & 2) რა არის ჩვენთვის ფოტოგრაფია და რატომ ვახარჯავთ მას დროს
არ ვიცი რას დავარქმევ ახალ ტოპიკს..."
მოკლედ, ასე დავარქვი - "რატომ ვიღებთ ხელში კამერას?" რა სულელური კითხვაა არ შეგვიძლია ბატონო სხვაგვარად და მიტომ! იქნებ ვინმემ უფრო ჭკვიანური ახსნა მოძებნოს
მაპატიეთ, გუშინ ძალიან ვჩქარობდი და მაინც სურვილმა მძლია ორი სიტყვა დამეწერა, სიჩქარე თანაც რაჭველის აჩქარება აპრიორი გაუგებრობამდე მიდის ხოლმე j/k
თქვენ მართალი ბრძანდებით, მე მართლაც ორი სხვადასხვა ადამიანის ნათქვამი დავწერე. კარგად მესმის რომ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ არასოდეს სულ რომ ერთი წამით იყოს ერთი კადრი მეორესგან დაშორებული დამეთანხმეთ რომ ის უკვე სხვა კადრია, ანუ უკვე სხვა ფოტო, სხვადასხვა დროს საგნები სინათლეს სხვადასხვა ნაირად ირეკლავენ სწორედ ეს სინათლის თამაშია ფოტოგრაფიაში რაც ჩვენ ძალიან მოგვწონს კარტიე ბრესონის ფოტო თუ გახსოვთ, ჭაობი აქვს კვატით გადაღებული, ფოტო შავთეთრია მაგრამ იქ სინათლის მონაცვლეობა, მზის და ჩრდილების სიჭრელის თამაში სრულ განცდას ქმნის რომ ფოტო ფერადია, უყურებ ფოტოს და ხედავ გენიოსს რომელიც თავის საქმეში PELEა. მე ამ სინათლეებზე ვლაპარაკობ და ამ სინათლეების აღქმაზე, ესეც ერთერთი მიზეზია ალბათ რატომაც მიყვარს შავთეთრი ფოტოები...