IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> რატომ ვიღებთ ხელში კამერას?
ფორუმში - "ციფრული ფოტოგრაფია" - "სტატია გაფრთხილება" ასე დავამთავრე:
"-მგონი ძალიან გავცდით თემას, მითუმეტეს რომ თემაც კი არ იყო. იყო მხოლოდ გაფრხილება ციფრული აპარათების მფლობელთათვის, რომ ბრმად არ შეეძინათ ფართეკუთხიანი ოპტიკა თავიანთი "სუპერ ბოლიდებისათვის". დამიჯერეთ ეს არ არის ბოღმიანი კაცის სარკაზმი - მე თქვენ ყველას დიდ პატივს გცემთ თქვენი აპარატებიანად. სამაგიეროდ ასევე მოვითხოვ თქვენგან პატივი სცეთ "უმცირესობის უფლებებს" რომ გვიყვარდეს ჩვენი უპრეტენზიო დისკრეტნიკები და არ გვეზარებოდეს ტრ....ის განძრევა to meter, to compose ... და ასე შემდეგ
ასე რომ რადგან თემა მე გავხსენი და როგორც ჩანს ასევე ჩემს გამო "გაოფტოპიკდა", თავს უფლებას მივცემ გავხსნა ახალი თემა სადაც შევეცდები: 1) პირველ რიგში მე თვითონ გავერკვე რატომ "ჩამოვრჩი ასე ცხოვრებას" & 2) რა არის ჩვენთვის ფოტოგრაფია და რატომ ვახარჯავთ მას დროს
არ ვიცი რას დავარქმევ ახალ ტოპიკს..."
მოკლედ, ასე დავარქვი - "რატომ ვიღებთ ხელში კამერას?" რა სულელური კითხვაა არ შეგვიძლია ბატონო სხვაგვარად და მიტომ! იქნებ ვინმემ უფრო ჭკვიანური ახსნა მოძებნოს
მე გადაღების პროცესში მაინტერესებს , ის ობიექტი, რასაც ვიღებ როგორ ირეკლავს სინათლეს, და სადამდე შეუძლია სინათლეს თამაში, და საერთოდ რასაც ვიღებთ მხოლოდ სინათლეების ანარეკლია? და რაც უფრო დიდი ხანია ვიღებ მით უფრო ვრწმუნდები რომ წამის გაჩერება , მოკვლა და e.t.c. საერთოდ არაფერ შუაშია!!!
ერთმა კარგმა ადამიანმა თქვა:
როცა მიხვდები, რომ შენს პატარა ოთახში იმდენი ფოტოს გააღება შეგიძლია რომ შეიძლება ამას მთელი შენი ცხოვრება დასჭირდეს და მაინც არ გეყოსო, ფოტოგრაფი მაშინ ხაროო
ეს მენიშნა, რაღაც, რომ, არც წამებს ვაჩერებთ და არც რეალობას ვაფიქსირებთ. დღეს ვაკისპარკის ფოტოებს ვათვალიერებდი, ძალიან კარგებია, და რამდენი ადამიანიც იღებდა იმდენნაირად არის დანახული, ერთიდაიგივე წერტილებიც კი რადიკალურად განსხვავდება სხვადასხვა ადამინის დანახულიდან.
ანუ "გაცურებული კადრები" ჩვენს ობიექტივებში არეკლილი სინათლეებია მხოლოდ.
მე ძალიან მიყვარს ეს ძიება და ამიტომაც ვიღებ ფოტოებს
Bidzia Babua მე გადაღების პროცესში მაინტერესებს , ის ობიექტი, რასაც ვიღებ როგორ ირეკლავს სინათლეს, და სადამდე შეუძლია სინათლეს თამაში, და საერთოდ რასაც ვიღებთ მხოლოდ სინათლეების ანარეკლია?
როცა მიხვდები, რომ შენს პატარა ოთახში იმდენი ფოტოს გააღება შეგიძლია რომ შეიძლება ამას მთელი შენი ცხოვრება დასჭირდეს და მაინც არ გეყოსო, ფოტოგრაფი მაშინ ხაროო
თითქოს ორი სხვადასხვა ადამიანის დაწერილია პირველი არადამაჯერებელია... მეორე ძალიან პესიმისტური. შენი ფოტოები კი მშვენიერი.... ვერაფერი გავიგე
ეკატერინესი უფრო მესმის როდესაც ამბობს: "-რატომ ვიღებ ხელში ფოტოაპარატს - პრინციპში პასუხგაუცემელი დამრჩა."
Added @
QUOTE(Gajet @ Mar 8 2006, 10:28)
არ მაქვს კარგი კამერა და ამიტომ არაა მარალი ხარისხიც! მაგრამ მაინც მიუხედავად ყველაფრისა მე ჩემი ნამუშევრები იდეურად საკმაოდ გამართული და არც თუ ურიგო მგონია! ამიტომ ვაგრძელებ გადაღებას და აქ ატვირთვას!
იქნებ მითხრას მაინც ვინმემ ბოლოს და ბოლოს - რა ჯანდაბას გულისხმობთ აქ მაღალ ხარისხში????? იქნებ მაშინ საერთოდ აღარც გამოვგზავნო არაფერი?!