IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> რატომ ვიღებთ ხელში კამერას?
ფორუმში - "ციფრული ფოტოგრაფია" - "სტატია გაფრთხილება" ასე დავამთავრე:
"-მგონი ძალიან გავცდით თემას, მითუმეტეს რომ თემაც კი არ იყო. იყო მხოლოდ გაფრხილება ციფრული აპარათების მფლობელთათვის, რომ ბრმად არ შეეძინათ ფართეკუთხიანი ოპტიკა თავიანთი "სუპერ ბოლიდებისათვის". დამიჯერეთ ეს არ არის ბოღმიანი კაცის სარკაზმი - მე თქვენ ყველას დიდ პატივს გცემთ თქვენი აპარატებიანად. სამაგიეროდ ასევე მოვითხოვ თქვენგან პატივი სცეთ "უმცირესობის უფლებებს" რომ გვიყვარდეს ჩვენი უპრეტენზიო დისკრეტნიკები და არ გვეზარებოდეს ტრ....ის განძრევა to meter, to compose ... და ასე შემდეგ
ასე რომ რადგან თემა მე გავხსენი და როგორც ჩანს ასევე ჩემს გამო "გაოფტოპიკდა", თავს უფლებას მივცემ გავხსნა ახალი თემა სადაც შევეცდები: 1) პირველ რიგში მე თვითონ გავერკვე რატომ "ჩამოვრჩი ასე ცხოვრებას" & 2) რა არის ჩვენთვის ფოტოგრაფია და რატომ ვახარჯავთ მას დროს
არ ვიცი რას დავარქმევ ახალ ტოპიკს..."
მოკლედ, ასე დავარქვი - "რატომ ვიღებთ ხელში კამერას?" რა სულელური კითხვაა არ შეგვიძლია ბატონო სხვაგვარად და მიტომ! იქნებ ვინმემ უფრო ჭკვიანური ახსნა მოძებნოს
ამ შეკითხვას (ან გამოკითხვას) მილიონი სხვადასხვა პასუხი გააჩნია... მე პირადად ვერ ვუპასუხებ ამ შეკითხვას, რადგან რთულია ამზე საუბარი როცა უბრალო ლამერი ხარ