ჩემ კამერას ISO აქვს 64 დან 800 მდე ხოდა რამაინტერესებს როდესაც ცუდ განათებაში ვიღებ ან სწრაფად მოძრავ ობიექტებს ISO-ს უნდა მოუმატო ხო ? და როდესაც მაღალი ხარისხის გამოსახულება მინდა მივიღო პირიქით დავაკლო ხო? როდესაც უმატებ ISO ძაან ხმაურიანი გამოდის სურათი და რითი შეიძლება უშველო ამას?
აპარატზე მითითებული შატერის სიჩხარე (30; 60; 125) აღნიშნავს დროს რა დროის განმავლობაშიც ”შატერი” არის ღია (ანუ იხსნება და იკეტება, ჩაირთვება გამოირთვება) მაგრამ ეს რიცხვი ნიშნავს წამის რა ნაწილში მოხდება. ანუ 30 ნიშნავს 1/30 წამი და ა.შ. შესაბამისად 500 არის 1/500 წამის...
ანუ რაც უფრო დიდია ციფრი, მით უფრო ცოტა დროა და შესაბამისად მაღალი სისწრაფე.