ჩემ კამერას ISO აქვს 64 დან 800 მდე ხოდა რამაინტერესებს როდესაც ცუდ განათებაში ვიღებ ან სწრაფად მოძრავ ობიექტებს ISO-ს უნდა მოუმატო ხო ? და როდესაც მაღალი ხარისხის გამოსახულება მინდა მივიღო პირიქით დავაკლო ხო? როდესაც უმატებ ISO ძაან ხმაურიანი გამოდის სურათი და რითი შეიძლება უშველო ამას?
როგოც მივხვდი, თეორიულად ჩემი ნათქვამი არ იყო მთლად სისულელე, მაგრამ 1/500 ისეთი დაყოვნებაა, რომ მეტნაკლებად ყველა სწრაფად მოძრავ ობიექტს გადაიღებ, და ნორმალურ კამერებს მინიმუმ ეს დაყოვნება ყველას აქვს... ასე, რომ არ არის საჭირო ისო-ს გაზრდა რომ დაყოვნება შეამცირო 1/4000-მდე მაინცდამაინც. ამავე დროს გააჩნია საფოკუსე მანძილს და ობიექტის მოძრაობის სიჩქარეს....
მოკლედ, ბოდიში მინდა მოვუხადო იკი-ს თუ დავაბნიე და აწი ჩემი სუსი აღარ იქნება ამ ტექნიკურ საკითხებზე მარა უკვე რამე რო ვიკითხო ალბათ წამოვა ბომბები.............