- თქვენ, ვინც ამ საიტზე ყოფნის შესაძლებლობას და სიხარულს გვაძლევთ თითოოროლა დარჩენილთ "ბოკე"-ზე; და - თქვენ, ამ საიტზე დარჩენილ "უკანასკნელ მოჰიკანებს";
მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ ჩემს ნათქვამს ვინმე წაიკითხავთ და თუ გამახარებთ "ბერიკაცს" და წაიკითხავთ, დაწერეთ ამ თემაში ერთი-ორი სიტყვა, რომ მინიმუმ "გავითვალოდ" მაინც რამდენი დავრჩით რეალურად - მაქსიმუმ კი შევეხმიანოდ ერთმანეთს და ცოტა მაინც დავარღვიოთ ეს "სიმყუდროვე" ბოკეზე...
ამ "სიმყუდროვეში" ერთმანეთს რომ ვეხმიანებით - მე მსიამოვნებს ეს... ისე კიდევ კარგია საიტს რომ არ გვითიშავენ [B]... და ვინც არ თიშავს მას ჩემგან დიდი მადლობა და დიდი პატივისცემა. რომ შემოგვეხმიანოს ამა თვითონ მას ვეტყოდი პირადად...[/B]
ჩემთვის აქ ყოფნას სულ სხვანაირი დატვირთვა აქვს... ალბათ ზუსტად ისევე როგორც თქვენთვის...
ერთადერთი ფორუმია საქართველოში ფოტომოყვარულთათვის... არადა რო გაიხედო ქუჩაში,გადახედო მაღაზიებს და ა.შ. ყოველ მეორეს სარკული უგდია სახლში.. პერაშკებივით იყიდება 2000 ლარიანი აპარატები.სად მიდის ეს ხალხი ან რატო არ ინტერესდებიან არ მესმის.. არვიცი ამ საიტის არსებობა იციან თუარა მაგრამ დაინტერესებული პირი მოძებნიდა. ეს სიტუაცია ჩემი აზრით პირველ რიგში მაინც ადმინისტრაციის ბრალია... საერთოდ არ ხდება საიტის რეკლამირება არცერთ ხალხმრავალ საიტზე თუ სივრცეში. ერთი რასკრუტკა უნდა და ზღვა ხალხი წამოვა ისევ. ნუ თუ ძველები არა ახლები მაინც. ზოგადად ჩვენთან ფოტოგრაფიას ეგეთი ტალღები ახასიათებს...ხან ყველა ამ თემითაა გატაცებული და "ცვეტშია",ხან კაციშვილს არ ახსოვს. ხო ბარემ აქვე ვიკითხავ..სონი ნექსის E-mount კიტ ლინზა ხო არ გაქვთ ვინმეს შეღავათიან ფასად?