- თქვენ, ვინც ამ საიტზე ყოფნის შესაძლებლობას და სიხარულს გვაძლევთ თითოოროლა დარჩენილთ "ბოკე"-ზე; და - თქვენ, ამ საიტზე დარჩენილ "უკანასკნელ მოჰიკანებს";
მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ ჩემს ნათქვამს ვინმე წაიკითხავთ და თუ გამახარებთ "ბერიკაცს" და წაიკითხავთ, დაწერეთ ამ თემაში ერთი-ორი სიტყვა, რომ მინიმუმ "გავითვალოდ" მაინც რამდენი დავრჩით რეალურად - მაქსიმუმ კი შევეხმიანოდ ერთმანეთს და ცოტა მაინც დავარღვიოთ ეს "სიმყუდროვე" ბოკეზე...
ამ "სიმყუდროვეში" ერთმანეთს რომ ვეხმიანებით - მე მსიამოვნებს ეს... ისე კიდევ კარგია საიტს რომ არ გვითიშავენ [B]... და ვინც არ თიშავს მას ჩემგან დიდი მადლობა და დიდი პატივისცემა. რომ შემოგვეხმიანოს ამა თვითონ მას ვეტყოდი პირადად...[/B]
ჩემთვის აქ ყოფნას სულ სხვანაირი დატვირთვა აქვს... ალბათ ზუსტად ისევე როგორც თქვენთვის...
არაგვიშავს აი ფოტოების არ დადებაში ვერ დაგეთანხმები - თუ სულ არაფერი დავდეთ საიტი სულ მოკვდება და გათიშავენ ალბათ. და თუ დავდებთ ფოტოებს ამით ერთმანეთს დავეკონტაქტებით მაინც, ვაჩვენებთ ჩვენს ნამუშევრებს, ამას ნახავენ ახალბედები და აგვყვებიან ნელ-ნელა... ბოლო-ბოლო ამ საიტს ჩვენი ნაშრომებთ ცოტაოდენ ჰაერს მივაწვდით და ჩვენც ნელ-ნელა აქ მოსვლა მოგვინდება... და ა.შ. და ა.შ. და წავა საქმე ნელ-ნელა წინ... მაგალითის მიცემა და საიტის თანადგომაა საჭირო... გამოუსწორებელი არაფერია ... ასე რომ მომავალ შეხვედრებამდე ბოკეზე...