- თქვენ, ვინც ამ საიტზე ყოფნის შესაძლებლობას და სიხარულს გვაძლევთ თითოოროლა დარჩენილთ "ბოკე"-ზე; და - თქვენ, ამ საიტზე დარჩენილ "უკანასკნელ მოჰიკანებს";
მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ ჩემს ნათქვამს ვინმე წაიკითხავთ და თუ გამახარებთ "ბერიკაცს" და წაიკითხავთ, დაწერეთ ამ თემაში ერთი-ორი სიტყვა, რომ მინიმუმ "გავითვალოდ" მაინც რამდენი დავრჩით რეალურად - მაქსიმუმ კი შევეხმიანოდ ერთმანეთს და ცოტა მაინც დავარღვიოთ ეს "სიმყუდროვე" ბოკეზე...
ამ "სიმყუდროვეში" ერთმანეთს რომ ვეხმიანებით - მე მსიამოვნებს ეს... ისე კიდევ კარგია საიტს რომ არ გვითიშავენ [B]... და ვინც არ თიშავს მას ჩემგან დიდი მადლობა და დიდი პატივისცემა. რომ შემოგვეხმიანოს ამა თვითონ მას ვეტყოდი პირადად...[/B]
ჩემთვის აქ ყოფნას სულ სხვანაირი დატვირთვა აქვს... ალბათ ზუსტად ისევე როგორც თქვენთვის...
ჩემთვისაც ზუსტად ასე იყო - 1 დღიას მოლოდინი... სურათების გადაღების სიამოვნება, სხვათა სურათების ნახვა... და ა.შ. - მხო;ოდ ერთი განსხვავებით, მე ჩემი პირველი სურათი ჩემით გადავიღე, გავამჟღავნე და დავბეჭდე როცა მე-4 კლასში ვიყავი (მამამ მასწავლა ფოტოგრაფია და შემაყვარა)... მის მერე აპარატი არ გამიგდია ხელიდან... აქ მართლა კარგი დრო იყო ძველად... არ მავიწყდება და არც დამავიწყდება არასდროს... ამიტომ არ მინდა და არც შემიძლია კარი გავიჯახუნო და წავიდე - ამიტომაც არ (და არა - ვერ) მივდივარ...