IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php) IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> არაქტიური იუზერები
ბევრჯერ ითქვა, მაგრამ არავინ აღარ განავრცო ეს თემა. ავიღებ ჩემს თავზე ამ საქმეს და ჩამოვწერ უამრავ იუზერს მაღალი სტატუსებით. მაინტერესებს, რას ფიქრობთ თქვენ, რა დამსახურებისათვის მიიღეს ეს სტატუსები და რამდენად ლოგიკურია უფუნქციო და არააქტიურ იუზერებზე მსგავსი სტატუსების დანაწილება და გაფლანგვა:
Photographer: ANUKA archigio chaba dat21 erekle GOREC Gottfried Lenz off Gruzinus_Vulgaris Kikala kotetbeli Liza Niniashvili mariami N-JIO n.n.n Nika Pkhakadze Nikala Olegito pantazia - შემოდის ხოლმე საიტზე, არ აფასებს, ფოტოს არ დებს, არ აკომენტარებს. Photoanima Photo_amateur qonguri Rasta sabai Sebastian Shota Megrelishvili TABASCO tabu Tato Unc
Amateur+ 7day alienoty beshqena BZIK Cyb devil fani GrigolS Guka_David Gilmour InvisibleM Irakli Medoshvili kakhabera Kamikadze keto kitesa krea Lasha Ghughunishvili lika Maia Chkhaidze Mia MRme Nata NeoArt nicalagua nikka nikusha Nikusha23 Nino Tabutsadze November Rain oshkhe Otar Ratiani riko sandriko Sebastiao_Salgado Sikvdila Sophie Berdzenishvili squee Tarkhan Gasviani toma vaxtanga vaxxx zurikela _vato_
Moderator Moderator Moderator-1 Moderator-2 Moderator-3 Moderator-4 Moderator-5 Moderator-6 Moderator-7 Moderator-8
(ძალიან ბევრი იუზერი ამოვშალე ამ სიიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ მახსოვს 2 წლის წინ იყენებდნენ ამ სტატუსებს, თორე სია გაცილებით ბევრია.)
სიტუაცია არის ძალიან მარტივი: მეც და ბევრ სხვასაც რატომღაც სასწაულად გამიჭირდა რაღაც სტატუსის მიღება, მაშინ როდესაც უამრავია, ვისაც არც კი უნახავს ეს სტატუსები რომ მიიღო ან, მას შემდეგ რაც ეს სტატუსი აქვთ, 2 წელი გავიდა და არც კი გამოუყენებიათ. უამრავი ამატეური მეგულება ამ საიტზე ვისა არასოდეს უნახავს ეს ნიკები ანტებული ბოკეზე. მეც კი ბევრი მათგანი არასოდეს მინახავს აქტიურ ფაზაში, არადა 2007 წლიდან ამ საიტზე ვარ !
უნდა გადახალისდეს საიტი,, ასე არ შეიძლება.
რაც შეეხება სხვა პრობლემას: ხალხნო, ნუ გეზარებათ კომენტარების და შეფასებების წერა! ფოტოგრაფი იმიტომ იღებს ფოტოს, რომ ჰყავდეს მნახველი, თქვენ ფოტოების გახსნაც გეზარებათ და თან ამ დროს აქტიური საიტი გინდათ. ახალმოსულებს არაფრად არ აგდებთ, გეგონება თქვენ ეგრევე პროფესიონალურად დაიწყეთ გადაღება. თუ არ მოინდებთ, არაფერიც არ შეიცვლება ამ საიტზე. მე მინდა, რომ შეიცვლოს უკეთესობისკენ და თქვენც სცადეთ.
Liza Niniashvili, მე მაინც ვფიქრობ, რომ სწორად დავწერე ყველაფერი და რომ მქონდეს საშუალება თავიდან დაწერის, ისევ ისე დავწერდი. საჭირო იყო, მეჩვენებინა იმ ხალხის სია, ვინც თქვენ და ჩვენ ყველას ერთად აღარ გვახსოვდა და ძალიან გვიყვარდა. უმეტესობას ნოსტალგიის გრძნობა დაეუფლა, ბევრს კარგი მოგონებები ამოუტივტივდა. მინდოდა, დაენახათ კონტრასტი ძველსა და ახალ ბოკეს შორის და ეგ გამოვიდა. და კიდევ მინდოდა ყურადღება მიმექცია, რომ საიტის ყველაზე არააქტიურ წევრებს აქვთ ყველაზე მაღალი სტატუსები, ხოლო ამჟამად და ბოლო ორი წლის განმავლობაში ვინც აქტიურობდა (ბევრი უკვე წავიდა ბოკედან) არაფრად აგდებდნენ. შედეგად ვნახეთ, რომ წაშალეს გალერეები, დაიხურეს ქუდი და წავიდნენ. იმიტომ, რომ ეწყინათ დამოკიდებულება (უფრო სწორად საერთოდ ვერანაირი დამოკიდებულება ვერ დაინახეს), უპასუხისმგებლობა, ფეხებზე დაკიდება. ჩემი პოსტების მთავარი აზრი იყო, რომ ის ხალხი, ვინც ამჟამად საიტს აცოცხლებს, დააფასონ და ფეხებზე არ დაიკიდონ. ყურადღებას ვინც იმსახურებს, უნდა მიიღოს. Mr-gogliko-ს (თუ რაღაც მსგავსი იუზერია) ვეღარ ვითვლი, რამდენმა ადამიანმა მისცა უკვე რეკომენდაცია, აგერ 2 თვეა ვაჭერთ იმ ღილაკს, მაგრამ მინიმალური დონიდან ნუბაიმდეც ვერ გადავიდა. ჰოდა აქვს მაგ ადამიანს პოტენციალი და წავა და სხვა საიტებზე მიიღებს იმ დაფასებას და ყურადღებას, რაც აქ ვერ ნახა. ეგ არის ელემენტარული ლოგიკა. აი გოგია მამასახლისი რომ ამატური იყოს დღემდე ბოკეზე, შენი აზრით გაჩერდებოდა კიდევ ამ საიტზე? მე დარწმუნებული ვარ, რომ - არა. მე ყველას, ვისაც რამის ხელმძღვანელობა (გ)აბარიათ, გირჩევთ წაიკით დეილ კარნეგის წიგნი "როგორ მოვიმხროთ ადამიანები". უფრო კარგად მიხვდებით, ადამიანების ლოგიკას. სულ ოდნავ ყურადღებას ძალიან დიდი ძალა აქვს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავის სტატუსის ჩამოქვეითება არ აუწევს ვინმეს სტატუსს, ეს ჩემი მიზანი არაა და საერთოდ ეს აბსურდია. ეს ორი რამ არაა დამოკიდებული ერთმანეთზე. მე იმას ვამბობ, რომ როგორც სხვებზე გასცეს ოდესღაც, საჭიროა დღესაც, რომ გაიცეს ეგ დონეები. მეტი არაფერი, ძალიან მარტივია.
Goderdzi Makharashvili, არ ვატრაკებ ტყუილად და იცი შენ. და ისიც იცი, როგორ მიყვარს ბოკე.
დავწერე, შევხვდეთ და დავილაპარაკოთ მეთქი და ვისაც სურვილი აქვს შეხვედრის დაწერთთქო და არავის ხმა არ ამოგიღიათ. რა ვქნა, მარტო მე და გუჯა დავსხდეთ სასაუბროდ? "პოლიტრით"?